რუსულ გამოცემა «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული აჰმედ ჩატაევის
ტერორისტული საქმიანობის ამსახველი ფაქტები, განსაკუთრებით თურქეთში, სტამბოლის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტი.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ფრაგმენტს მუსა მურადოვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიიდან.
„რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების ვარაუდით, „ცალხელა აჰმედის“ ლიკვიდაცია შესაძლოა ორი ქვეყნის - საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი მოქმედების შედეგს წარმოადგენს: „სტამბოლის ტერაქტის შემდეგ თურქულმა სპეცსამსახურებმა ჩეჩენი წარმოშობის პირები მკაცრი კონტროლის ქვეშ აიყვანეს, მათ აკავებენ მცირე ეჭვის საფუძველზეც კი - იქნებ ტერორისტებთან კავშირი აქვთო. ამრიგად, თურქებმა „ცალხელა აჰმედი“ ჯერ იძულებული გახადეს საქართველოში დაბრუნებულიყო, შემდეგ კი იგი ადგილობრივი ქართული სპეცსამსახურის კონტროლქვეშ მოექცა“, - ვარაუდობს «КоммерсантЪ»-ის ანონიმური მოსაუბრე.

















