logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ng.ru“(რუსეთი): აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო თბილისური სპეცოპერაციით დაინტერესდა
„ng.ru“(რუსეთი): აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო თბილისური სპეცოპერაციით დაინტერესდა
13:51 29.11.2017
რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება თბილისში განხორციელებული სპეციალური ოპერაციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს - ვინ იყვნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილები, როგორ შემოაღწიეს მათ საქართველოში? ამ კითხვაზე პასუხი სურს როგორც საზოგადოებას, ასევე პარლამენტის წევრებსაც - ოპოზიციური უმცირესობისა და სახელისუფლებო უმრავლესობის წევრ დეპუტატებს (ავტორი - იური როქსი).

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

„დღეისათვის უკვე ზუსტადაა დადგენილი, რომ სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი დაღუპული სწორედ საყოველთაოდ ცნობილი აჰმედ ჩატაევია - „ცალხელა აჰმედმა“, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ („დაიშ“-ის) სტრუქტურებში ავტორიტეტულ ფიგურად ითვლებოდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - მან თავი აიფეთქა. შემთხვევის ადგილზე ფეხის პროთეზის ფრაგმენტი იპოვეს, რაც მის სიკვდილს ადასტურებს.

საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას კითხვებს უსვამს - როგორ შეძლეს აჰმედ ჩატაევმა და მისი ჯგუფის წევრებმა იარაღის მთელი არსენალის შეუმჩნევლად შემოტანა საქართველოს დედაქალაქში? რატომ გაათავისუფლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წელს ციხიდან აჰმედ ჩატაევი? ოპოზიციამ იუსტიციის მინისტრის პარლამენტში მისვლა და ანგარიშის ჩაბარება მოითხოვა, თუმცა ამაოდ. უმრავლესობის წარმომადგენლებმა უმცირესობის წევრ კოლეგებს მოუწოდეს, რომ პროვოკაციულ კითხვებისაგან თავი შეიკავონ.

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი არ გამორიცხავს, რომ აჰმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები, საერთაშორისო ანტიტერორისტული ცენტრის მონაწილეობით, საქართველოში შემოიტყუეს. მისი აზრით, სპეცოპერაციის მიზანი იყო ჩატაევის ცოცხლად შეპყრობა, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობდა. „მაგრამ რატომ ფიქრობდნენ ოპერაციის ორგანიზატორები, რომ აჰმედ ჩატაევი მათ ცოცხლად ჩაბარდებოდა? თვით ოპერაციაც დაგეგმილს არ ჰგავდა, რადგან დაგეგმილი ოპერაციები 20 საათს არ გრძელდება“.


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ცდილობენ საზოგადოებას ეჭვები გაუფანტონ და აცხადებენ, რომ გამოძიება ყველაფერს გაარკვევს და შედეგები ყველასათვის ცნობილი გახდება. ქართველ გამომძიებლებს ამერიკელი კოლეგებიც დაეხმარებიან - აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი თბილისში გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალისტებს გამოგზავნის. სხვათა შორის, თურმე აშშ-საც აინტერესებს, როგორ აღმოჩნდა საერთაშორისო ძებნაში მყოფი აჰმედ ჩატაევი საქართველოში“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა