logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«The Jerusalem Post» (ისრაელი): სენსაციური აღმოჩენა-აშდოდში 1500-წლოვანი ქართული ეკლესიის მოზაიკას მიაკვლიეს
«The Jerusalem Post» (ისრაელი): სენსაციური აღმოჩენა-აშდოდში 1500-წლოვანი ქართული ეკლესიის მოზაიკას მიაკვლიეს
12:16 24.11.2017
აშდოდ-იამში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს, რომელსაც თელ-ავივის უნივერსიტეტის დოქტორი ალექსანდრე ფანტალკინი ხელმძღვანელობს, 1500 წლის წინანდელი ქართული ეკლესიის ფერადი მოზაიკა აღმოაჩინეს, - იუწყება ისრაელის გაზეთი The Jerusalem Post (ავტორი - დენიელ აიზენბუდი).

არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ მოზაიკას გეომეტრიული მოხატულობა აქვს და ქართული ეკლესიის (მონასტრის) იატაკის ფრაგმენტს წარმოადგენს. მოზაიკა შეიცავს ოთხსტროფიან წარწერას, რომელიც ძველბერძნულ ენაზეა შესრულებული და ეძღვნება ეპისკოპოს პროკოფის, იქვეა ნაჩვენები აგების წელიც: „ღვთის წყალობით, ეს საქმე შესრულებულია წმინდა ეპისკოპოს პროკოფის ფულით, დიოსის თვეში, 292 წელს“.

არქეოლოგების თქმით, 292 წელი ჩვენი წელთაღრიცხვის 539 წელს ნიშნავს და მიუთითებს ქართული კალენდრის ყველაზე ადრეულ გამოყენებაზე ისრაელში. „ეს უფრო ადრე იყო, ვიდრე თვით საქართველოში დაიწყებდნენ ამ კალენდრით სარგებლობას“, - ამბობს ლია დისეგნი, იერუსალიმის უნივერსიტეტის დოქტორი, რომელმაც წარწერა გაშიფრა.

ბიზანტიურ პერიოდში აშდოდ-იამის ნავსადგური ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო და ხელს უწყობდა ბევრი ხალხის - ფილისტიმელების, ფინიკიელების, იუდეველების, ასირიელების და ეგვიპტელების ერთმანეთთან ურთიერთობას. აშკელონელი არქეოლოგის საარ გენორის თქმით, „სავარაუდოდ, აქვე ცხოვრობდა ქართველების ყველაზე მრავალრიცხოვანი თემი იმდროინდელ მსოფლიოში. ნაპოვი მოზაიკაც ამის ერთ-ერთი დადასტურებაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ისრაელის ხმელთაშუაზღვისპირეთში ქართული ეკლესია (მონასტერი) იქნა აღმოჩენილი. საინტერესოა, რომ აშდოდი, ისევე როგორც დღეს, იმ დროშიც მიმზიდველი იყო ქართველებისთვის“.

როგორც აშკელონელი არქეოლოგი ამბობს, ისტორიული წყაროების მიხედვით, ცნობილი ქართველი მეფისწული და ეპისკოპოსი პეტრე იბერი გარდაცვალებამდე აშდოდში ცხოვრობდა. „როგორც ჩანს, დღეს ჩვენ ბიზანტიურ ქალაქ აშდოდზე მისი გავლენის ფაქტის მოწმენი ვართ“, - ამბობს საარ გენორი.

მეცნიერთა მტკიცებით, ეკლესიის იატაკი დიდი კომპლექსის ნაწილია, რომლის სრული გათხრა დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა