რუსულ ტელერადიოკომპანია «НТВ»-ს ეთერში, გადაცემა «Итоги недели»-ს ჟურნალისტ ირადა ზეინალოვას სიუჟეტი
გადაიცა, სადაც უკრაინის სამეზობლო პრობლემებზე და ამ ჭრილში საქართველოს სავარაუდო პერსპექტივაზეა საუბარი.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სიუჟეტის რეზიუმეს:
ევროკავშირის პროგრამა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილეები - მოლდოვა, საქართველო და აზერბაიჯანი შეშფოთებით ადევნებენ თვალს უკრაინასა და პოლონეთს შორის დაწყებულ კონფლიქტს - სტეპან ბანდერასა და მისი რაზმის გამო. ბანდერელები უკრაინელებისთვის გმირები არიან, პოლონელებისათვის კი გენოციდის ავტორები.
მართალია, ამ საკითხის განხილვა სამიტის შემდგომ გადადეს, მაგრამ პოლონეთი უკვე ბევრ უკრაინელს თავისთან არ უშვებს - ვარშავას „შავი სია“ აქვს. ეს კიდევ არაფერი - პოლონეთს უნგრეთიც დაემატა. აი, რა თქვა იქაურმა პრეზიდენტმა: „ჩვენ ყველაზე მეტად გეხმარებოდით, თქვენი წარმატებით ვხარობდით და გგულშემატკივრობდით, თქვენი ნაციონალისტები კი კარპატებში უნგრულ დროებს ხევენ, თქვენ უნგრელების უფლებების შემლახველ კანონებს ღებულობთ, თქვენი ქალაქების ქუჩებში სისხლის სამართლის დამნაშავეები დასეირნობენ, დროა ზომები მიიღოთ“.
და რადგან უნგრეთის მიმართვაზე უკრაინა დუმს, ბუდაპეშტიც დასკვნას აკეთებს: „აღმოსავლეთის პარტნიორობამ“ თავისი თავი ამოწურა, თემა უნდა დაიხუროს“. ამ ფონზე კიევი ბრიუსელისაგან ითხოვს - „ფინალურ დეკლარაციაში განსაკუთრებით ხაზგასმულად ჩაწერეთ ჩვენი ევროპული სწრაფვაო...“.
ახლა ქართველებიც შუბლშეკრულები ამბობენ: ჩვენ უკრაინელებივით არ ვიქცევით. ჩვენ კიევისაგან მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ვითხოვთ, მაგრამ უკრაინა არც ჩვენ არ გვისმენს. ჰოდა, უკრაინის გამო ჩვენ რატომ უნდა დავისაჯოთ? ევროპამ რატომ უნდა გაგვრიყოს?
ევროპელები უკვე აცნობიერებენ: პროცესები ისე არ წავიდა, როგორც ჩაფიქრებული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ არის. ამასტან, ევროპელები იმასაც ხედავენ, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გადის, მასტან ერთად კი ფულიც, რომელიც ესოდენ ჭირდება ბრიუსელს და „აღმოსავლეთის პარტნიორობას. ევროკავშირში იძაბებიან, როცა თავიანთი ანალიტიკოსების დასკვნებს იღებენ: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამო ევროკავშირი დაშლის საფრთხის წინაშე დგას. ისინი რაღაც გაურკვევლად იქცევიან, მათი გაკეთებულ-ნამოქმედარი ძალიან მცირედ მოგვაგონებს ევროპულ სახლს

















