logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ალექსანდრე ლუკაშენკო: მარგველაშვილმა კარტოფილის მოსავალი ჩემგან ნაჩუქარი სათესლე მასალით მიიღო
ალექსანდრე ლუკაშენკო: მარგველაშვილმა კარტოფილის მოსავალი ჩემგან ნაჩუქარი სათესლე მასალით მიიღო
11:40 20.11.2017
ბელარუსის მასმედიის მთავარ თემას გასულ კვირაში ქართული ელფერი დაჰკრავდა: პრესაში და განსაკუთრებით ტელევიზიაში ფართოდაა გაშუქებული ქართველი ელჩის დავით კოტარიას მიღება პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ. საქმე იმაშია, რომ დავით კოტარია მინსკში ხუთწლიან დიპლომატიურ მისიას ამთავრებს, მისი ელჩობის დროს კი ბელარუს-საქართველოს მეგობრობამ თავის მნიშვნელოვან განვითარებას მიაღწია. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გადაწყვიტა შეხვედროდა ქართველ დიპლომატს და პირადად დამშვიდობებოდა. ეს ფაქტი ქვეყნის მთავარი ტელეკომპანიების - «СТБ – Столичное телевидение»-სა და «ОНТ – Общенациональное телевидение»-ს საღამოს ახალი ამბების მთავარი თემა გახდა.
-------
«СТБ – Столичное телевидение»-ს კორესპონდენტის ანასტასია ივანნიკოვას მიერ მომზადებულ ტელესიუჟეტში ყურადღება აქვს დათმობილი ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებას ქართველ ელჩთან შეხვედრისას: ალექსანდრე ლუკაშენკო იხსენებს, თუ როგორ აჩუქა კარტოფილი თავის კოლეგა გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც, თავის მხრივ, ერთი ტომარა კარტოფილიდან ხუთი ტომარა მოსავალი მიიღო, ანუ ბელარუსულმა პროდუქტმა გაამართლა. „ჩვენ ყოველთვის საქართველოს გვერდით ვიქნებით. ყველაფერს გავაკეთებთ ქართველი შრომისმოყვარე და მშვენიერი ხალხის მხარდასაჭერად“, - ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი. ტელეეთერი ეთმობა საქართველოს ელჩსაც: „ალექსანდრე ლუკაშენკოს თბილისურმა ვიზიტმა ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებას მძლავრი იმპულსი მისცა“, - ამბობს დავით კოტარია.

მართლაც, ტელესიუჟეტში საკმაოდ ვრცლადაა მიმოხილული ქართულ-ბელარუსული ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარეობა: „კავკასიურ რესპუბლიკაში უკვე კარგად იცნობენ ბელარუსულ პროდუქციას - ფქვილს, ძეხვეულს, რძის პროდუქტებს - ყველს და კარაქს. საქართველოში ყველგან შეხვდებით ბელარუსულ ტექნიკას - ტრაქტორებს, ლიფტებს... მალე საქართველოში გაიგზავნება ავტობუსები, ტროლეიბუსები და თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი ელექტრომატარებლებიც კი. ამჟამად საქართველოში 19 ბელარუსული კომპანია მუშაობს“, - ამბობს ტელეკორესპონდენტი, -„ საქართველოდან კი ბელარუსი იღებს ღვინოს და მინერალურ წყალს“.

ტელესიუჟეტში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ქართველი ბიზნესმენ-მეწარმეების საქმიანობას ბელარუსში, მაგალითად, მინსკში გახსნილ ქართულ რესტორანს, რომლის მფლობელი ლია გახარია გახლავთ. ყურადღებაა გამახვილებული ტურიზმზეც - ბელარუსი ტურისტების საყვარელი დასასვენებელი ადგილი აჭარაა, შავი ზღვის კურორტები.
ტელერეპორტაჟის დასასრულს ხაზგასმითაა აღნიშნული: „ქართულ ენაში სიტყვები დიდი ასოებით არ იწყება, რაც თითქოს სიმბოლურად გვაჩვენებს - თბილისს მინსკთან თანასწორი თანამშრომლობა სურს. ორმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2015 წელს თბილისში შეხვედრისას განაცხადეს, რომ მომავალში საქონელთბრუნვამ 200 მილიონს უნდა მიაღწიოსო. ჰოდა, ამ ციფრის შემოწმების შესაძლებლობა მათ მალე ექნებათ: მომავალი წლის პირველ ნახევარში ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს კვლავ ეწვევა“.

--------
«ОНТ – Общенациональное телевидение»-ს რეპორტაჟში მთავარი ყურადღება დაეთმო ბელარუს-საქართველოს ურთიერთობის ეტაპების მიმოხილვას: აღინიშნა, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ერთგვარი სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი, კავშირები მინიმუმამდე იყო დაყვანილი, მაგრამ 2015 წლიდან ურთიერთობაში მკვეთრი დათბობა მოხდა, „ყინული გალღვა“, რასაც ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსიური ზრდა მოჰყვა. განსაკუთრებით გაცხოველდა ურთიერთობა პრეზიდენტ ლუკაშენკოს თბილისში ვიზიტის შემდეგ.

«ОНТ»-ს კორესპონდენტები ალექსანდრ ზლობინი და ანა ვოლკოვეცი, ისევე როგორც მათი კოლეგა «СТБ»-დან, ვრცლად მიმოიხილავენ ბელარუს-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის ამსახველ ფაქტებს. თუმცა ტელესიუჟეტში არის როგორც ერთმანეთის მსგავსი, ასევე განსხვავებული თემებიც: მინსკის ერთ-ერთი ქართული რესტორნის თანამშრომელის ზურაბ გომარელთან საუბრის შემდეგ ტელემაყურებელი გადაერთვება ბორჯომის ხეობაში მომხდარ ხანძარზე, რომლის ჩაქრობაშიც ბელარუსმა მაშველებმა და მათმა გიგანტურმა ვერტმფრენმა „მი-26“-მა ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
სიუჟეტის დასასრულს ჟურნალისტები კულტურის თემასაც ეხებიან: სამიოდე კვირის წინათას წინათ მინსკში დიდი წარმატებით ჩაიარა ფესტივალმა „თბილისობამ“, რომელმაც კავკასიური გულუხვობით გამოირჩეოდა და ათასობით სტუმარი მიიზიდა მდიდრული ქართული სუფრით, 15 ნოემბრიდან კი თბილისი ბელარუსული კულტურის დღეებს უმასპინძლებს.

------------
ბელარუსის პრეზიდენტისა და საქართველოს ელჩის შეხვედრის ამსახველი მასალები გამოქვეყნებულია დღევანდელ, 15 ნოემბრის ბელარუსულ გაზეთებშიც - «Беларусь Сегодня», «Беларусские новости» და ა.შ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა