logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"gordonua" (უკრაინა): ინტერვიუ გრიგოლ ქათამაძესთან-დღევანდელი უკრაინა 1990-იანი წლების საქართველოს მაგონებს
"gordonua" (უკრაინა): ინტერვიუ გრიგოლ ქათამაძესთან-დღევანდელი უკრაინა 1990-იანი წლების საქართველოს მაგონებს
12:02 12.11.2017
უკრაინულ გამოცემა «Гордон»-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გრიგოლ ქათამაძე - საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში, ამჟამად კი უკრაინის გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტი, საუბრობს ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაზე, უკრაინის განვითარების პერსპექტივებზე და ა.შ. იგი თავის თვალსაზრისს გამოხატავს ბოლო ხანს გავრცელებულ სავარაუდო პროექტის მიმართაც - უკრაინისადმი დახმარების გაწევის შესახებ, რომელიც პირობითად „მარშალის ახალი გეგმა“ უწოდეს: „ჩვენ უნდა გვრცხვენოდეს, როცა უკრაინის დასახმარებელ „მარშალის გეგმაზე“ ვლაპარაკობთ. განა უკრაინა ომისშემდგომ გაპარტახებულ გერმანიას ჰგავს? ფული გარეთ არ უნდა ვეძებოთ, ფული ქვეყნის შიგნითაც ბევრია“, - ამბობს ყოფილი ქართველი დიპლომატი, რომელსაც გამოცემის კორესპონდენტი ნატალია დვალი ესაუბრება.

გრიგოლ ქათამაძე ინტერვიუში საქართველოს გამოცდილებას იხსენებს. საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს:

„უკრაინაში ცხოვრებისას „დეჟა ვიუს“ განცდა მაქვს, თითქოსდა ისევ 1990-იან წლებში აღმოვჩნდი, თანაც იმდროინდელი საქართველოს სინამდვილეში. ეს ჩემი სამშობლოსათვის ერთობ ტრაგიკული პერიოდი იყო: ომი აფხაზეთში, ე.წ. დაზავება, კრიმინოგენური სიტუაციის მკვეთრი გაურესება... 90-იანი წლების საქართველოში მოსახლეობას უამრავი იარაღი ჰქონდა. ქუჩებში ყოველდღე სროლა ისმოდა, იტაცებდნენ ავტომანქანებს, ადამიანებს ძარცვავდნენ, არანაირი უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობდა. პოლიტიკურ ლიდერებზე ტერაქტებს აწყობდნენ... მოკლეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი ჭანტურია. ასევე ტერაქტი მოაწყეს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზეც.

როცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი, თბილისში მოსული უცხოელი დიპლომატები მეკითხებოდნენ - „ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებსაც ქვემოთ ბოტასები და ჯინსები აცვიათ, ზემოთ კი სამხედრო კამუფლირებული ფორმა, მხარზე კი ავტომატები აქვთ გადაკიდებულიო“. ასეთები ძალიან ბევრნი იყვნენ. ვცდილობდი ამეხსნა, რომ ეს ჩვენი არმიაა, მოხალისეები, მაგრამ არ გამომდიოდა...“.

კითხვაზე, თუ „როდის შეიცვალა კარდინალურად სიტუაცია საქართველოში, როდის იგრძნეს ადამიანებმა უსაფრთხოება“, გრიგოლ ქათამაძე პასუხობს: „არცერთი ხელისუფლების პოპულარიზაციით არ ვყოფილვარ დაკავებული, ჩემს ქვეყანაზე ყოველთვის გულწრფელად ვლაპარაკობ, ვცდილობ საგნებს თავის სახელს ვუწოდო. სიტუაცია გამოსწორდა 1990-იანი წლების ბოლოს, რასაც უაღრესად დიდი შრომა და ძალისხმევა დაჭირდა. ბევრი უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრი ციხეში აღმოჩნდა. ისინი, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ, არმიაში გაერთიანდნენ. ძნელი იყო ამის გაკეთება, მაგრამ მაინც გაკეთდა“.
ყოფილი ელჩის თქმით, სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდა 2004 წლის შემდეგ, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა: დაიწყო ახალი სახელმწიფო სტრუქტურების მშენებლობა, მოიმატა ხელფასებმა, გატარდა რეფორმები სამართალდამცველ უწყებებში და ა.შ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა