logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"kp.ru" (რუსეთი): უკრაინა-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის სავარაუდო გაწყვეტა და საქართველოს პრეცედენტი
"kp.ru" (რუსეთი): უკრაინა-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის სავარაუდო გაწყვეტა და საქართველოს პრეცედენტი
11:36 12.11.2017
მასმედიაში 8 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინის რადა მომავალ კვირაში თითქოსდა აპირებს განიხილოს კანონპროექტი „დონბასის რეინტეგრაციის შესახებ“, რომელშიც შეტანილი იქნება საკითხი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის თაობაზე. მართალია, მოგვიანებით ვერხოვნა რადას წევრმა „პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან“ ივან ვინნიკმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო, მაგრამ პრესაში და რადიო-ტელევიზიაში მაინც გამოითქვა პოლიტოლოგების მოსაზრებები და კომენტარები. მათში ხაზგასმულია პრეცედენტის არსებობა - დიპურთიერთობის გაწყვეტა საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ (ავტორი - ელენა კრივიაკინა).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

ფედორ ლუკიანოვი, რუსი პოლიტოლოგი: „ჩვენ გვაქვს მაგალითი იმისა, თუ როგორ გაწყდა რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა. ამის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები შენარჩუნებულია. ვფიქრობ, უკრაინასთანაც იგივე იქნება. რაც შეეხება პოლიტიკურ კავშირებს: დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა და საელჩოების დახურვა ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან ფაქტიურად ეს ურთიერთობები ისედაც დიდი ხანია აღარ ხორციელდება. ამ შემთხვევაშიყველაზე მნიშვნელოვანი ვიზებთან დაკავშირებული საკითხია: დაწესდება თუ არა სავიზო რეჟიმი? თუ დაწესდება, მაშინ რუსეთში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს მნიშვნელოვანი პრობლემები ექნებათ“.

- კიევში მიაჩნიათ, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შემთხვევაში უკრაინის ინტერესებს შვეიცარია ან ბელარუსი დაიცავს...

- მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში არსებობს საქართველოს ინტერესების დამცველი სექცია, მაგრამ მის ფუნქციებში არ შედის სრულად შეცვალოს საელჩო. საკითხი ეხება ინტერესების მინიმალურ დონეზე დაცვას, გარკვეულ კრიზისულ და ექსტრაორდინალურ სიტუაციებში.

- რთულია გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების ხელახლა აღდგენა?

- იმისათვის, რომ ხელახლა აღდგეს გაწყვეტილი დიპურთიერტობა, საჭიროა იმ პრობლემების მოგვარება, რომლებმად ურთიერთობის გაწყვეტა გამოიწვიეს. საქართველოში დღეს ყველას ესმის, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა კარგი იქნებოდა, მაგრამ რადგანაც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან მიმართებით არანაირი ცვლილება არ მომხდარა და როგორც ჩანს, უახლოეს მომავალშიც არ მოხდება, საქართველოს არ შეუძლია ურთიერთობის აღდგენაზე დათანხმდეს. მიხეილ სააკაშვილს რომ არ გაეწყვიტა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და უბრალოდ, წარმომადგენლობის დონე შეემცირებინა, ანუ საელჩოები რომ არ დახურულიყო, უფრო ადვილად შეიძლებოდა ურთიერთობის სრულ დონემდე აღდგენა. მოკლედ, გაწყვეტა ადვილია, აღდგენა კი რთული.
----------
უკრაინა-რუსეთისა და საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის საკითხებზე წერს აგრეთვე «Российская газета» სტატიაში სათაურით „რადამ უკან დაიხია: უკრაინელ დეპუტატებს რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა არც უფიქრიათ“ (ავტორი - ანა ჟურავლიოვა). „სხვათა შორის, დიპლომატიური კონტაქტების გაწყვეტა ყოველთვის არ უშლის ხელს ქვეყნებს და ხალხებს შორის ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარებას. 2008 წლის სექტემბერში, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, თბილისმა ოფიციალურად შეატყობინა მოსკოვს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის თაობაზე. ამჟამად შვეიცარიის საელჩოებში თბილისსა და მოსკოვში მუშაობს რუსეთის ინტერესების დამცველი სექციები. აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 2012 წელს გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთთან და, შესაბამისად, რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში განუხრელად მატულობს. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე ჩვენი თანამემამულეებისათვის - ქართული კანონმდებლობის სახით, რომლის მიხედვით, რუსეთის მოქალაქის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თბილისის უნებართვოდ ყოფნისათვის სასჯელია დაწესებული“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში (წყარო: https://rg.ru/2017/11/08/v-rade-oprovergli-informaciiu-o-razryve-dipotnoshenij-s-rossiej.html).
----------
რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის საკითხზე იმსჯელეს აგრეთვე რუსეთის რადიო «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ში ჟურნალისტმა ალექსეი სოლომინმა და სტუდიაში მიწვეულმა სტუმარმა, კარნეგის ფონდის (აშშ) მოსკოვის ოფისის წარმომადგენელმა ალექსანდრე ბაუნოვმა.

„დიპლომატიური ურთიერთობის როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობის საფუძველის აბსოლუტიზება სავალდებულო არაა. საქართველოსთან რუსეთის ურთიერთობა ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის წინ იყო მინიმუმამდე დაყვანილი, შემდეგ კი სრულიად გაწყდა. ამის მიუხედავად, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები თანდათან აღდგა. დღეს უკვე მოდად იქცა, რომ რუსი ახალგაზრდობა შაბათ-კვირას თბილისში მიფრინავს ქართული ღვინის დასაგემოვნებლად. ავიარეისები უკვე ავტობუსივითაა, ყოველდღეურად რამდენიმე. ანუ დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში კავშირები მაინც ვითარდება. თბილისში არსებული რუსეთის საელჩო, სასტუმრო, კულტურის ცენტრი დალუქულია და იმტვერება. იგივე ხდება მოსკოვშიც, საქართველოს საელჩოსთან მიმართებით. და მერე რა? ვითომც არაფერი მომხდარა. ცხოვრება უფრო საინტერესო და აქტიურია, ბევრად უფრო კარგი, ვიდრე მაშინ, როცა რუსეთის საელჩო თბილისში თითქმის საალყო მდგომარეობაში, ბლოკადურ პირობებში მუშაობდა“, - განაცხადა კარნეგის ფონდის წარმომადგენელმა (წყარო: https://echo.msk.ru/programs/personalno/2088064-echo/


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა