logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"echo.az" (აზერბაიჯანი): სომხეთი „ინფრასტრუქტურულ ყულფში“; ეწვევა თუ არა ჯავახეთის რეგიონს სომხეთის პრეზიდენტი?
"echo.az" (აზერბაიჯანი): სომხეთი „ინფრასტრუქტურულ ყულფში“; ეწვევა თუ არა ჯავახეთის რეგიონს სომხეთის პრეზიდენტი?
11:23 12.11.2017
"სომხეთის ინტელექტუალური ელიტა თანდათანობით აცნობიერებს იმ იზოლაციის მნიშვნელობას, რომელშიც ერევანი თავისივე პოლიტიკის გამო მოექცა. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურული პროექტის - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლის ფონზე"-ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა «Эхо»-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია საუბარი.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ტოფიგა კასიმოვას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის შემოკლებულ ვერსიას:

სომხეთში გამოჩნდნენ ისეთი „ექსპერტები“, რომლებიც აუდიტორიას საქართველოს ჯავახეთის რეგიონში „თურქულ-აზერბაიჯანული გავლენის გაძლიერებით“ აშინებენ. ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა ვაგე სარგსიანი, რომელსაც „საქართველოს საკითხების ექსპერტად“ მოაქვს თავი და საშინელ სურათს ხატავს: რკინიგზის ახლოს, ახალქალაქი-ნინოწმინდას გზატკეცილთან დიდი ტერმინალი და სავაჭრო ცენტრი შენდება, რაც „ჯავახკში“ თურქულ-აზერბაიჯანული სამუშაო ძალის მოყვანას გამოიწვევს. ეს ნიშნავს, რომ ჯავახეთში მუსულმანური მოსახლეობა გაჩნდება და ამით სომხეთი თავის ერთადერთ ქრისტიანულ საზღვარს დაკარგავს, თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს ამ ნაწილშიც - ჯავახკშიც გაბატონდებიან, ბლოკადა გაძლიერდება. ეჭვგარეშეა, სომხეთის ტვირთების მოძრაობა საფრთხის წინაშე დადგებაო.

სომხურ-ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიკოსი და აღმოსავლეთმცოდნე ვაგრამ ტერ-მათევოსიანი კი ამბობს, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი აუცილებლად უნდა ჩავიდეს ჯავახკში და იქ თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს უნდა შეხვდეს. „ბოლოსდაბოლოს, ჯავახკში, ლევონ ტერ-პეტროსიანის გარდა, არცერთი ჩვენი პრეზიდენტი არაა ნამყოფი. სერჟ სარგსიანის ჩასვლა სიგნალი იქნება თურქეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებისათვის, რომ ჩვენ ჯავახკში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები გვაქვს. არავის არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ რკინიგზის ტერმინალის მშენებლობით იქაური ჩვენი თანამემამულეების მომავალს საფრთხე შეექმნას“, - აცხადებს სომეხი მეცნიერი. კიდევ ერთი საკითხია ჯავახეთში სომხეთის გენერალური საკონსულოს გახსნის მოთხოვნაც, რომელმა დროებით უკანა პლანზე გადაიწია.

მოკლედ, ეს ყველაფერი რომ პოლიტიკურ ენაზე გადავთარგმნოთ, გამოდის, რომ სომხეთიდან ჯავახეთში სეპარატისტულ გამოსვლების პროვოცირებას ცდილობენ.

როგორც ჩანს, ერევანში არ უფიქრდებიან, თუ რას ნიშნავს მათთვის ეს ყველაფერი. საქართველო, უეჭველია, სომეხთა ამბოხების ჩაქრობას მოახერხებს, მაგრამ სომხეთის საზღვარსაც, ალბათ, დახურავს. ჯერ კიდევ არის იმის შანსი, რომ ერევნის ოფიციოზის კაბინეტებში ასეთ პერსპექტივას ვიღაც მაინც გააცნობიერებს. სომხეთს სხვა გზა არ აქვს - მისი უსაფრთხოებისათვის ახლა ყველაზე უკეთესია იდგეს და წყენა მდუმარედ ყლაპოს. ერევანმა ასევე თავი შეიკავოს მკვეთრი მოძრაობისაგან, რათა საკუთარ თავს რაიმე ფარსაგი არ დამართოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა