„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის პროექტი წარმატებით დასრულდა , თუმცა ყველას არ სჯეროდა, რომ ეს
შესაძლებელი იყოო“, - ასე განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რკინიგზის საზეიმო გახსნის დროს. მისი შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ისტორიულ პროექტს წარმოადგენს. თუმცა, როგორც ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი აცხადებს „ეხო“-სთან ინტერვიუში, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს მოუწევთ იმის დადასტურება, რომ ტვირთების გადაზიდვის საკითხში ეს რკინიგზა მომგებიანია, ოპერატიულია და საიმედოა.
„აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობათა იმედები და მოლოდინები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თაობაზე ძალიან დიდია. ცხადია, პროექტს გარკვეული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური სარგებლიანობისა და რეგიონული კავშირების განმტკიცების მიზნით, მაგრამ იმისათვის რომ პროექტის რენტაბელობა გაიზარდოს, საერთაშორისო მასშტაბები მიიღოს და ნამდვილად ხიდი გახდეს ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად, ამისათვის ჯერ კიდევ ბევრი საკითხის გადაწყვეტაა საჭირო. ამიტომაც ნაადრევია ისეთი განცხადებების გაჟღერება, თუ რამდენ ფულს მოუტანს ეს პროექტი ეკონომიკას. უმჯობესია თავი შევიკავოთ და რკინიგზის მომგებიანობაზე გადაჭარბებით არ ვილაპარაკოთ“, - ხაზი გაუსვა ნატიგ ჯაფარლიმ.
p.s. იბეჭდება შემოკლებით

















