logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„nv.am“(სომხეთი): გამოდის, რომ აზერბაიჯანელები ქართველების ჯიბეს ურტყამენ
„nv.am“(სომხეთი): გამოდის, რომ აზერბაიჯანელები ქართველების ჯიბეს ურტყამენ
18:17 05.11.2017
სომხურ გამოცემა „«Новое время»“-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია სომხეთისათვის ერთობ საჭირბოროტო საკითხი: მისცემს თუ არა საქართველოს მთავრობა ნებართვას ერევანს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სომხეთის ტვირთებიც იქნეს გადაზიდული? „არის აზრი, რომ სომხეთი იზოლირებული არ იქნება და ამ რკინიგზით გარკვეულწილად მაინც ისარგებლებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

სააგენტო „ნიუსპრესი გთავაზობთ არტემ ერკანიანის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:


აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს სხვადასხვა ტრიბუნიდან არაერთხელ უთქვამთ, რომ სანამ სომხეთის არმია ყარაბაღს არ დატოვებს, მანამ ერევანი რკინიგზით სარგებლობას ვერ შეძლებსო. კაცმა რომ თქვას, რა შუაშია ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი? რკინიგზა ხომ საქართველოსა და თურქეთს აკავშირებს! აზერბაიჯანი მხოლოდ პროექტის დონორია. და როცა დონორი ასეთ პოლიტიკურ პირობებს აყენებს, ამით ქართველი რკინიგზელები სულელურ მდგომარეობაში ექცევიან. თუ თბილისი ბაქოს ზეწოლით, მართლაც უარს ეტყვის სომხეთს რკინიგზით სარგებლობაზე, მაშინ დიდი ალბათობაა, რომ საქმე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდეს. თუ როგორი იქნება ვერდიქტი, მისი განსაზღვრა რთული არ არის. ამიტომ თბილისი, ალბათ, აცნობიერებს, რომ თუ აზერბაიიჯანის შანტაჟს დამორჩილდება, თვითონ აღმოჩნდება არასასიამოვნო სიტუაციაში.

საერთოდ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართული ოფიციოზის პოზიცია ამ საკითხში საკმაოდ წინააღმდეგობრივია: ჯერ იყო და თენგიზ შარმანაშვილი აცხადებდა, როცა იგი საქართველოს ელჩი იყო სომხეთში, რომ თბილისი ბაქოს ჩარევას არ დაუშვებსო, მაგრამ მოგვიანებით პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ირიბად აღიარა ბაქოს მხრიდან ზეწოლა და განაცხადა, რომ რაიმე გამოსავალს იპოვიდა საერთაშორისო სატრანსპორტო წესების შესაბამისად. მაგრამ რადგანაც საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებში აზერბაიჯანული გავლენიანი ლობი თავისუფლად მოქმედებს, ისინი ღიად აცხადებენ, რომ თბილისი ნებას არ მისცემს ერევანს, რომ სომხურმა ტვირთებმა საქართველო-თურქეთის საზღვარი გადაკვეთონო. ამის თაობაზე ორიოდე წლის წინ იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გიორგი ხუხაშვილიც ამბობდა - „საქართველოს არ შეუძლია სომხეთის ტვირთები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დაუშვასო. რკინგზის ოპრატორი მხოლოდ საქართველო არ არის, თურქეთ-აზერბაიჯანის პოზიციაც გასათვალისწინებელია, თამაშის წესებს მხოლოდ საქართველო არ ადგენსო“. აბა, ვის დავუჯეროთ - თენგიზ შარმანაშვილს თუ გია ხუხაშვილს?

რეალურია თუ არა, რომ აზერბაიჯანს სომხური ტვირთების გადაზიდვისთვის ბარიერების შექმნა შეუძლია? თუ სიტუაციას გავაანალიზებთ, მივალთ დასკვნამდე, რომ პრაქტიკულად ბაქო ვერაფერს შეძლებს. გინდაც იმ შემთხვევაში, ბაქომ ვეტოს უფლება რომ გამოიყენოს, სომხური ტვირთები რკინიგზაზე მაინც მოხვდება: ვაჭრობამ საზღვრები არ იცის, გამოჩნდება რომელიმე კომპანია საქართველოში, რომელიც თავის თავზე აიღებს ამ პრობლემის მოგვარებას...

ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა მართლაც მხოლოდ კომერციული პროექტი რომ იყოს და მას პოლიტიკური მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაშინ, წესით, ინვესტორები გახარებულნი უნდა იყვნენ სომხური ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობით. ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ რაც უფრო მეტი კლიენტები ეყოლება რკინიგზას, მით მალე ანაზღაურდება ხარჯები. ოფიციალური ბაქოს პოლიტიკა, რომელიც ქართველებს სომხური ტვირთებით შემოსავლების მიღებას უკრძალავს, არამარტო ანტისომხურია, არამედ ანტიქართულიც არის. აზერბაიჯანმა საქართველოს თავს მოახვია უზარმაზარი კრედიტი იმ რკინიგზის მშენებლობისათვის, რომელიც თბილისს მაინცდამაინც არ სჭირდება. ყველას ახსოვს, რომ თავის დროზე საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილსაც არაერთხელ გამოუთქვამს ეჭვი პროექტის პერსპექტივის თაობაზე....

საქართველომ აზერბაიჯანს ვალი ტრანზიტით მიღებული შემოსავლებით უნდა დაუბრუნოს, ანუ რაც უფრო მეტი იქნება ტვირთები, მით ნაკლებ პროცენტს გადაუხდის საქართველო კრედიტორს. ჰოდა, თუ ბაქო სომხური ტვირთების გადაზიდვას არ დაუშვებს, გამოდის, რომ აზერბაიჯანელები ქართველების ჯიბეს ურტყამენ. იბადება კითხვა: რატომ ურიგდება საქართველოს მთავრობა ამგვარ სიტუაციას?

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა