„უახლოეს დღეებში სომხეთი რუსული იარაღის ახალ პარტიას მიიღებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და
აღნიშნა, რომ 200-მილიონიანი კრედიტის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება ახალ 100-მილიონიან კონტრაქტს, რომელიც სომხეთის არმიის უახლესი შეიარაღებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
სერჟ სარგსიანის განცხადება ერთგვარი პასუხია აზერბაიჯანში ბაქო-ახალქალაქი- ყარსის რკინიგზის გახსნაზე. თურქეთისა და აზერბაიჯანის მეთაურები ხაზს უსვამენ, რომ ამ რკინიგზით სომხეთი კიდევ უფრო მტკიცედ იქნება იზოლაციაში მოქცეული. ფაქტია, რომ პროექტი სომხეთის წინააღმდეგ არის მიმართული. სინამდვილეში სომხეთის რეგიონიდან გარიყვა შეუძლებელია, თუ თვითონ ერევანი არ გადაწყვეტს იზოლირებას.
შეიძლება ითქვას, რომ სომხეთმა პასუხი გასცა აზერბაიჯანს, როცა სერჟ სარგსიანმა რკინიგზის გახსნის ფონზე შეიარაღების მიწოდებაზე დაიწყო ლაპარაკი. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ხისტი სიგნალი გაუგზავნა და მიანიშნა, რომ ბაქო-ყარსის რკინიგზა შესაძლოა სომხეთის არმიის სამიზნე აღმოჩნდეს - ისევე, როგორც ნავთობსადენი ბაქო-ჯეიჰანი, თუ აზერბაიჯანი კვლავ აგრესიას დაიწყებს. ცხადია, ამ „პასუხში“ თავისი წილი აქვს მოსკოვსაც, რომელიც რკინიგზის გახსნით სომხეთზე უფრო მეტს კარგავს, რადგან პერსპექტივაში ტვირთები ევროპა-აზიიდან რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით იქნება გადაზიდული.
სომხეთი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ახალი სტატუს-ქვოს ავტორია, დროდადრო მეზობლებს უნდა შეახსენოს ხოლმე, თუ ვინაა კომენდანტი რეგიონში.
p.s. იბეჭდება შემოკლებით

















