logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ng.ru“(რუსეთი): სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლი ციხიდან გამოდის?
„ng.ru“(რუსეთი): სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლი ციხიდან გამოდის?
18:09 05.11.2017
„პატიმარი №1 საქართველოში - ექს-პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც „მისჯილი ვადის ორი მესამედი მოიხადა და, შესაბამისად, მას საპყრობილედან პირობით-ვადამდელი გათავისუფლების („უდო“) უფლება აქვს“ - ასე შეახსენა მთავრობას ყოფილმა სახელისუფლებო, ახლა კი ოპოზიციურმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, თან მიუთითა, რომ ივანე მერაბიშვილი „პოლიტპატიმარიაო“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «Независимая газета» -ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მინისტრის საქმიანობა პატიმრობამდე და მისი მდგომარეობა პატიმრობის პერიოდში.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

„ვანო მერაბიშვილი ციხეში 2013 წლის მაისში აღმოჩნდა, რაც ძნელად დასაჯერებელი ფაქტი იყო. აბა, წარმოიდგინეთ: შინაგან საქმეთა უძლიერესი მინისტრი, რომელმაც თავისი უწყება ისე გარდაქმნა, ისეთი რეფორმა გაატარა, რომ მისი გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოში ჩადიოდნენ არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთებიდანაც კი. ვანო მერაბიშვილი უყოყმანოდ უმსხვრევდა ძვლებს დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლებს და მიაღწია იმას, რომ საქართველოში ხალხი უკვე მანქანებს ქუჩაში ტოვებდა და მათი მოპარვისა არ ეშინოდა. ჰოდა, ასეთი კაცი ბოლოს თვითონ აღმოჩნდა საპყრობილეში საკმაოდ ბევრი ბრალდებით...

როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ისეთი მტკიცებულებებით და არგუმენტებით იყო შეკრული, „ნაციონალების“ ევროპელმა პარტნიორებმაც კი ვერაფერი მოუხერხეს, თუმცა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ. ასეთივე აზრი აქვთ ქართული საზოგადოების ნაწილსაც: ისინი იხსენებენ, რომ 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირი ტელეეთერით გამოსვლისას ვანო მერაბიშვილს იმდროინდელი მმართველი პარტიის დატოვებისა და მის მხარეზე გადასვლისაკენ მოუწოდა, თან მის მიმართ საქებარი სიტყვები და კომპლიმენტები არ დაიშურა - „ვანო ძალიან ჭკვიანი კაცია, მშვენიერი ორგანიზატორი და სახელმწიფოს ენერგიული მშენებელიო“. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას პრეტენზიები აქვს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან და კიდევ რამდენიმე მის თანამზრახველთან, ვანო მერაბიშვილი მათ რიცხვში არ შედისო. მაგრამ უკვე პრემიერ-მინისტრად დანიშნულმა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მილიარდერის მოწოდება უარყო და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთგული დარჩა. ფინალი ყველასათვის ცნობილია: „ნაციონალები“ არჩევნებში დამარცხდნენ, მიხეილ სააკაშვილმა თავს უშველა, მისი მარჯვენა ხელი ვანო მერაბიშვილი კი გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“ ციხეში ჩასვა.

პატიმრობის პირველ წლებში ვანო მერაბიშვილი ცდილობდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას, ციხიდან პოლიტიკური შინაარსის მქონე წერილებს აგზავნიდა, შემდეგ კი მისი აქტიურობა თანდათან მინავლდა. მას პერიოდულად სტუმრობდნენ დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებთანაც წინა წლებში ვანო მერაბიშვილს კარგი კონტაქტები ჰქონდა. მართალია, მათ პატიმრობის პირობებისადმი რაიმე პრეტენზიები არ ჰქონდათ, მაგრამ შიგადაშიგ თითქმის ამბობდნენ - „ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარიაო“.

საქართველოს იურიდიულ წრეებში უძნელდებათ იმის თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები: ერთია „უდო“-ს უფლება, მეორეა - მიაღწევ თუ არა გათავისუფლებას. აშკარაა, რომ ხელისუფლებას არ აწყობს ციხიდან ისეთი სახიფათო მოწინააღმდეგის გამოშვება, რომელსაც სულთმობრძავი „ნაციონალური მოძრაობის“ გამოცოცხლება შეუძლია. თანაც სასამართლოში კიდევ ორი საქმის განხილვა მიმდინარეობს ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ - ოპოზიციური მიტინგის სასტიკი დარბევისა და ტელეკომპანია „იმედის“ განადგურების თაობაზე. თეორიულად, არაა გამორიცხული, ხელისუფლებამ დიდსულოვნება გამოიჩინოს, გარე და შიდა აუდიტორიის სურვილზე ითამაშოს და ვანო მერაბიშვილი „უდო“-თი გამოუშვას, თუმცა იმ ორი დაუმთავრებელი საქმის გამო პოლიტაქტიურობის გარკვეული შეზღუდვის პირობით.

დამკვირვებლების აზრით, რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანიარად ეცდება „მერაბიშვილის კარტით“ ისარგებლოს: მათ ხომ ხმაური ჭირდებათ თავიანთი იმედგაცრუებული ელექტორატის გასამხნევებლად. ისინი შეეცდებიან ვანო მერაბიშვილი ისეთ ლიდერად წარმოადგინონ, რომელსაც პარტიის გადარჩენის მისია აქვს დაკისრებული. ექს-პრემიერის ციხიდან გამოსვლა „ნაციონალებს“ პოლიტიკურ ქულებს მოუტანს. თუმცა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მზადაა ოპონენტთა ასეთი მოქმედებისათვის: მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა „ნაციონალებს“ მოუწოდეს“ რეალურ საქმეებით დაკავდნენ და... კონსტიტუციის შესაცვლელად მოემზადნონ... არადა, კონსტიტუცია რამდენიმე კვირის წინ შეიცვალა. „კიდევ ცვლილება? ინდური სერიალია თუ რა არის? ჩვენების მეორე სეზონი იწყება?“, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ გეგმები ქვეყნის ძირითადი კანონის მიმართ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა