logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«golosarmenii»(სომხეთი): „ქართული ფოცხი“; გამოიყვანს თუ არა ელჩის შეცვლა სტუპორული მდგომარეობიდან თბილისში არსებულ სომხეთის საელჩოს?
«golosarmenii»(სომხეთი): „ქართული ფოცხი“; გამოიყვანს თუ არა ელჩის შეცვლა სტუპორული მდგომარეობიდან თბილისში არსებულ სომხეთის საელჩოს?
17:47 05.11.2017
„როცა საქართველოში სომხეთის ახლადდანიშნული ელჩის რუბენ სადოიანის ბიოგრაფიას კითხულობ, გინდა მიზეზი იპოვო, მაინც რატომ დანიშნეს ეს კაცი ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. იგი საქართველოში მცხოვრები სომხებიდან არ არის, ერევანშია დაბადებული. პროფესიით დიპლომატი არ არის, ფინანსისტ-ეკონომისტია. შრომითი ბიოგრაფია „სომხეთის ბაკალეის“ ბუღალტრობიდან დაიწყო და არასდროს საქართველოსთან შეხება არ ჰქონია. მართალია, წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, მაგრამ საგარეოპოლიტიკურ საკითხების განხილვაში შემჩნეული არ ყოფილა, ეკონომიკურ საკითხთა კომისიის წევრი იყო“, - წერს სომხეთის რუსულენოვანი ყოველდღიური გაზეთი «Голос Армении».

სტატიაში გაკრიტიკებულია სომხეთის მთავრობის საკადრო პოლიტიკა საგარეო ურთიერთობებშის სფეროში - „დიპლომატიურ თანამდებობებზე სრულიად არაკომპეტენტური და წინააღმდეგობრივი ბიოგრაფიების მქონე პირები ინიშნებიან“.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მარინა გრიგორიანის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

თავის დროზე, 2014 წელს, სომხური საზოგადოება შოკში აღმოჩნდა, როცა საქართველოში დანიშნული ელჩის ვინაობა გაიგო - იური ვარდანიანი, მართალია, ცნობილი სპორტსმენი იყო, მაგრამ დიპლომატიასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. იგი, უბრალოდ, სპორტის მინისტრი იყო, მუშაობა ჩააფლავა და პრეზიდენტმა საბოლოოდ არ გაწირა, საქართველოში ელჩად გაამწესა. იური ვარდანიანის საქმიანობა საქართველოში სომხეთის საგარეო პოლიტიკის ისტორიაში ერთმნიშვნელოვნად შევა როგორც დიპლომატიური მუშაობის ყველაზე ნეგატიური მაგალითი. იური ვარდანიანი სამი წლის განმავლობაში არაერთხელ აღმოჩენილა სკანდალურ-კურიოზულ სიტუაციაში, რაც პრესაში ირონიულ-დამცინავად შუქდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ უხერხული სიტუაციების როგორმე თავიდან აცილების მიზნით, სომხეთის ელჩი საერთოდ გაჩერდა: საელჩოს საიტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბოლო დროს მისი საქმიანობა მხოლოდ ოფიციალური მისალმებებით და განცხადებებით შემოიფარგლებოდა. სამი წელი, რომელიც ექს-მინისტრ - ექს-სპორტსმენმა ელჩის თანამდებობაზე გაატარა, სომხურ-ქართულ ურთიერთობებში შეიძლება ჩამოწერილად მივიჩნიოთ. თუმცა, ჩვენი საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, არავის გაუკვირდება, რომ იური ვარდანიანი ელჩად მალე სხვა ქვეყენაში ვიხილოთ.

არადა, რატომ ვერ ხვდება ჩვენი ხელისუფლება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სომხეთისთვის საქართველო? ჩემთვის უხერხულია ამის შეხსენება, რადგანაც ეს ისეთი საკითხია, რომელსაც ახსნა არც უნდა ჭირდებოდეს, ეს თავისთავად იგულისხმება - ისტორიული და თანამედროვე ასპექტებით, ჯავახკში სომხური დიასპორის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი საკომუნიკაციო ფაქტორით, პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურის საკითხებით და სხვა უმარავი მიზეზით. არაფერს ვამბობ ურთულეს რეგიონულ ასპექტებზე და იმ ფაქიზ, განსაკუთრებულ ნიუანსებზე, რომლებიც სომხურ-ქართულ ურთიერთობებში საუკუნეების განმავლობაში არის ჩაქსოვილი: ქრისტიანული რელიგია, კეთილმეზობლობა, ურთიერთდახმარება, მეგობრობა... ცხადია, ზოგჯერ არსებობს ინტერესთა წინააღმდეგობაც, არსებობს აზერბაიჯან-თურქეთის ფაქტორიც, რომლებიც ძალზე აქტიურობენ საქართველოს მიმართ, მის ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადების მხრივ...

ჰოდა, ამ ყველაფრის ფონზე საქართველოში სომხეთის ელჩის თანამდებობამ და საელჩოს საქმიანობამ დიდი ხანია შეიძინა უდიდესი მნიშვნელობა სომხეთის საგარეო პოლიტიკაში. საქართველოში რომ ელჩად ვინმე დაინიშნოს, იგი ამ ქვეყანას კარგად უნდა იცნობდეს, მასთან შეხება და დიპლომატიური გამოცდილება უნდა ჰქონდეს (კიდევ კარგი, რომ არიან ასეთი ადამიანები საქართველოს სომხებში!). სხვას რომ დავანებოთ, ქართული ენის ცოდნაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ საქმეში.

ვფიქრობდი, რომ საქართველოში იური ვარდანიანის დიპლომატიური მოღვაწეობის აშკარა მარცხი ხელისუფლების მიერ გათვალისწინებული იქნებოდა და მთავრობა, როგორც ასეთ შემთხვევებში ამბობენ ხოლმე, „ფოცხს მეორედ ფეხს აღარ დაადგამდა“, მაგრამ რუბენ სადოიანის ელჩად წარმოჩენა სწორედ რომ „ფეხის მეორედ დადგმას“ ნიშნავს. ძალიან ბევრი კითხვა იბადება: რა კრიტერიუმებით ინიშნებიან ელჩები? მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სადღაც უნდა დასაქმდნენ? ასეთი მიდგომა მიუტევებელი შეცდომა იქნებოდა სომხური დიპლომატიისათვის. პრესაში გაჟონილი ცნობების მიხედვით, „რუბენ სადოიანს თურმე ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი მფარველობს, რომელსაც, თავის მხრივ, თბილი ურთიერთობები აქვს ქართულ ელიტასთან, განსაკუთრებით ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრად მოიაზრება. გაგიკ ბეგლარიანი კი ირაკლი ღარიბაშვილს თურმე თავისი ნათლიის - [პრემიერ] სამველ კარაპეტიანის მეშვეობით დაუახლოვდა“.

ასეთი ცნობების კომენტირება, რომ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნა თურმე ქვეყნის ინტერესებიდან კი არა, პირადული სურვილებიდან (კავშირებიდან) გამომდინარეობს, საკმაოდ უხერხული და არასოლიდურია. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: რუბენ სადოიანი არ ფლობს არც ელჩისათვის აუცილებელ პროფესიულ კვალიფიკაციას, არც გამოცდილებას და არც მოტივაციას.

ნათქვამია, „ვნახოთ, რას გააკეთებსო“, მაგრამ ყოველი ასეთი „ექსპერიმენტი“, ეჭვს გარეშეა, რომ ჩვენს ქვეყანას ძვირი უჯდება. ჯერ-ჯერობით რუბენ სადოიანის ერთადერთი პლუსი იმით გამოიხატება, რომ მას თურმე ინგლისურად ლაპარაკი შეუძლია. აი, მხოლოდ რუსული ენა რომ სცოდნოდა, მას საქართველოში მუშაობა ძალიან გაუჭირდებოდა...“, - ირონიულად დასძენს ავტორი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა