logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Day» (აზერბაიჯანი): ვინ და როგორ უშლიდა ხელს აზერბაიჯანის ტრიუმფს
«Day» (აზერბაიჯანი): ვინ და როგორ უშლიდა ხელს აზერბაიჯანის ტრიუმფს
12:18 01.11.2017
2007 წლის 7 თებერვალს შექმნილმა სარკინიგზო დერეფნის პროექტმა, რეალიზების პროცესში, შეიძლება ითქვას, „მრავალი წამება და გაჭირვება გამოიარა“. განსაკუთრებით ეს ითქმის იმ ბარიერ- დაბრკოლებებზე, რომლებსაც მას სომხეთი უქმნიდა: ჯერ იყო და სომხეთმა ერთი ამბავი ატეხა - რა საჭიროა ახალი რკინიგზა, არის გიუმრი-ყარსის მარშრუტი და ის დავტვირთოთო (გასაგებია, რატომ არის დახურული თურქეთ-სომხეთის საზღვარი - სომხების მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპირების გამო). მერე, რომ არაფერი გაუვიდა, ერევანმა უცხოეთში არსებული სომხური დიასპორა დაიხმარა, რკინიგზის საკითხი აშშ-ის კონგრესშიც კი განიხილეს, რის შემდეგაც ამერიკელი კანონმდებლები რკინიგზის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ სომხეთის იზოლირება დაუშვებელიაო.

პრინციპში, აზერბაიჯანს სომხეთის იზოლაციის მიზანი არასოდეს ჰქონია. 1990-იან წლებში, როცა საექსპორტო ნავთობგაზსადენები შენდებოდა, აზერბაიჯანი მზად იყო მილი სომხეთის ტერიტორიის გავლით გაეყვანა, ოღონდაც ერევანს მთიანი ყარაბაღის ოკუპირება შეეწყვიტა და იქიდან თავისი სამხედრო ფორმირებები გაეყვანა. მაგრამ იოლი გამარჯვებით თავბრუდახვეულ სომხეთს იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერს ერთად მიიღებდა და უკან არ იხევდა. საბოლოოდ, სომხეთი მილსადენების პროექტის გარეშე დარჩა: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზერუმის“ მილსადენებისაგან დივიდენდებს საქართველო იღებს. რაც შეეხება რკინიგზას, სომხეთი ამ პროექტის რეალიზების საკითხშიც მოტყუვდა: მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი კონგრესმენებმა მისი საერთაშორისო დაფინანსება დაბლოკეს (სომხეთის ლობირების გამო ევროკავშირმაც უარი განაცხადა), მშენებლობისთვის საჭირო ფული მაინც გამოიძებნა. არ გამართლდა ერევნის იმედები საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის ამუშავების შესახებაც, შედეგები ვერ გამოიღო ვერც საქართველოს სამცხე-ჯავახეთის მხარის სომხური მოსახლეობის პროტესტებმა, რომლებიც ერევნიდან იყო ინიცირებული - თითქოსდა რკინიგზა რეგიონის ეკოლოგიურ სიტუაციას საფრთხე უქმნისო.

დღეს ჯავახეთის სომხურმა თემმა სრულიად დაივიწყა „ეკოლოგიური პრობლემები“ და ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რამდენად კარგად ისარგებლონ ადგილობრივმა სომეხმა ბიზნესმენებმა ახალი რკინიგზის პერსპექტივით. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ: აზერბაიჯანს არასოდეს არ ჰქონია უარყოფითი აზრი რკინიგზის გამოყენების თაობაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სასარგებლოდ, პირიქით - ბაქო მიიჩნევდა, რომ რკინიგზა საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანდა. პროექტის მიზანიც სწორედ ეს იყო, მაგრამ მსგავსი დამოკიდებულება არანაირად არ ვრცელდება სომხეთზე, რომლის ეკონომიკის ხელშეწყობას აზერბაიჯანი არ გეგმავს და არც უვალდებულია.

რკინიგზა გაიხსნა. ეს ნიშნავს, რომ პროექტი შედგა. აზერბაიჯანმა, თურქეთის მონაწილეობით, თავის თავზე აიღო რკინიგზის ძირითადი ნაწილის დაფინანსება და ამოცანა შეასრულა, გარედან დახმარების გარეშე. სომხების პროტესტებმა და ანტიაზერბაიჯანულმა ლობიზმმა პროექტის რეალიზება არა მარტო ჩვენი ეკონომიკური ინტერესების, არამედ პრინციპის საქმედ გადააქცია. ჰოდა, დღეს პრინციპიც და ინტერესებიც დაკმაყოფილებულია. ყველაფრის მიუხედავად.
----------
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის თემა აზერბაიჯანული პრესაში გამოქვეყნებულ სხვა სტატიებშიც არის გაშუქებული, კერძოდ, გაზეთ «Каспiй»-ში გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „პროცესი დაიწყო: ბაქო-თბილისი-ყარსი ევროპასა და აზიას შეაერთებს“ (ავტორი - ალი საიდოვი). პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რკინიგზის საზეიმო გახსნაში ოთხი ქვეყნის - თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ხელმძღვანელთა მონაწილეობა სიმბოლურია: ეს სატრანსპორტო მაგისტრალი ჩინეთის სტრატეგიული პროექტის - აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემაკავშირებელ რგოლს შეადგენს“ (წყარო: http://www.kaspiy.az/news.php?id=69967).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა