logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«kommersant.ru»(რუსეთი): ტურისტული მიმართულების ცვლილების შუქ-ჩრდილები; რატომ ატარებს რუსეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე შვებულებას საქართველოში?
«kommersant.ru»(რუსეთი): ტურისტული მიმართულების ცვლილების შუქ-ჩრდილები; რატომ ატარებს რუსეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე შვებულებას საქართველოში?
14:37 29.10.2017
მონაკოს ნაცვლად - ბათუმი. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის განცხადებით, საქართველოს კარგი პერსპექტივები აქვს რუსულ ტურისტულ ბაზარზე. ამ მიმართულების პოპულარობას ექსპერტები რამდენიმე ფაქტორით ხსნიან: პირველი - ქართული კურორტებით მთელი წლის განმავლობაში შეიძლება ისარგებლო და მეორე - საქართველოში დასვენების რამდენიმე ვარიანტის შერჩევა შეიძლება. რუსებისათვის ყველაზე მოთხოვნადი თვეებია ივლისი, აგვისტო და სექტემბერი. ისინი საქართველოში საშუალოდ 7-9 დღის განმავლობაში რჩებიან.

მოდით. უფრო გულახდილად ვილაპარაკოთ: ღირს თუ არა შვებულების გატარება საქართველოში? რა პლუსები და მინუსები აქვს ქართულ კურორტებს?

ამის შესახებ გადაცემა რუსული რადიოს, „Радио КоммерсантЪ FM“-ის ეთერში გადაიცა, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

„უნდა ვაღიაროთ: დღეს ქართული კურორტები მართალაც კარგი ალტერნატივაა ბევრი უცხოური მიმართულებისათვის“, - ამბობს ტურისტული ჰოლდინგის Jet Travel-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მასიმ პრისტავკო, - შეიძლება ვთქვათ, რომ რუსი ტურისტების ნაკადი საქართველოს მიმართულებით მატულობს. ეს ქვეყანა ბევრ მოსწონს და უყვარს: თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია, არის სამთო-სათხილამურო ბაზები, ქართველები განთქმულნი არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობით, მშვენიერი სამზარეულო, არ იგრძნობა რუსებისადმი აგდებული დამოკიდებულება. საქართველოში ყოფნა სასიამოვნო და კომფორტულია. ჩვენს კლიენტებს მხოლოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებები რჩებათ“.

საქართველოში ექვსდღიანი ტური თვითმფრინავით დაახლოებით 500-600 დოლარი ღირს, რაც, თუ თურქეთში დასვენების ღირებულებას შევადარებთ, უფრო ძვირი გამოდის, მაგრამ მოთხოვნების რაოდენობა არ მცირდება. რატომ, რა მიზეზით?

ტურიზმის დარგის მიმომხილველი პეტრ ვორონკოვი რადიო «Коммерсантъ FM»-თან საუბრისას საქართველო პოპულარობის მიზეზებს განმარტავს. იგი დარწმუნებულია, რომ ბევრი ტურისტი საქართველოში ადგილობრივი სამზარეულოს სიყვარულით მიეშურება - იქაური გემრიელი ხორცის კერძებისა და ღვინის შემყურე გულგრილი ვერ დარჩები. „თვით ალექსანდრე დიუმა წერდა, რომ ისეთი გემრიელი ხორცის კერძები, როგორიც საქართველოშია, მას სხვაგან არსად მიურთმევია. ცხადია, მას მხედველობაში ჰქონდა მწვადი, რომელსაც ქართველები ვაზის წალამზე წვავენ და უგემრიელესი გამოდის... კიდევ რამდენიმე კერძია, რომლებიც ჩვენს თანამემამულეებს ძალიან მოსწონთ. მაგალითად ისეთი, რომელიც ძალიან ჰგავს რუსულ „მატრიოშკას“: ერთმანეთში ფენა-ფენადაა ჩალაგებული ხბოს, ცხვრისა და ინდაურის ხორცები, ამატებენ სანელებლებს, წამოაგებენ შამფურზე და რამდენიმე საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე წვავენ. ისეთი არომატი აქვს, რომ ჰაერის ჭამაც კი მოგინდება. გარდა ამისა, მსოფლიოში ცნობილია ქართული ხაჭაპური, რომელზეც ლექსის და პოემის დაწერაც კი შეიძლება“, - ამბობს პეტრ ვოროკოვი.

ტუროპერატორთა მონაცემებით, ბათუმის სასტუმროების აპარტამენტებში ცხოვრება ამ სეზონში დღე-ღამეში 80 დოლარი ღირდა. რადგანაც მიმდინარე წელს საქართველოს მიმართულება ძალიან მოთხოვნადია, სასტუმროებმად ფასი გაზარდეს.

ამასთან, ზოგიერთი ტურისტი რეკომენდაციას იძლევა, რომ სანამ საქართველოს პლაჟებზე დასასვნებლად წასვლას გადაწყვეტთ, მანამ კარგად უნდა დაფიქრდეთ: „იქაურ ზღვას სუფთას ვერ უწოდებ, მომსახურებაც ნაკლებად ხარისხიანია, რაც თქვენს გუნება-განწყობაზე ნეგატიურად აისახება და შევებულებას ჩაგიშხამებთ“, - ამბობს პეტრ კოსენკო, ტურისტული რადიოპროგრამის წამყვანი, - „ოჯახი ბათუმში წავიყვანე დასასვენებლად, სადაც სასტუმროში დავბინავდით. მომსახურება „სამიანზე“ შემიძლია შევაფასო. ზღვაც საკმაოდ ჭუჭყიანი გამოდგა. როგორც ჩანს, კანალიზაციის გამწმენდი ობიექტები მწყობრიდან ხშირად გამოდის და მთელი ჭუჭყი ნაპირთან ახლოს, წყალში გროვდება. ამის შედეგად ჩემი გოგონა, რომელსაც ცურვა და ყვინთვა უყვარს, საშინელი ენტეროვირუსით დაავადდა. შვებულების ბოლო დღეები თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გავატარეთ. იქ ექიმებიც იმას ამბობდნენ, რომ შავი ზღვის ნაპირზე დასვენება საკმაო რისკთანაა დაკავშირებული“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა