logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): სადამდე შეიძლება „გაიქცეს“ ლარი?
«Radio Voice of America» (აშშ): სადამდე შეიძლება „გაიქცეს“ ლარი?
13:09 27.10.2017
ეროვნულმა ვალუტამ ტრადიციას არ უღალატა და გაუფასურება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც გაანგრძო. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალურმა კურსმა უკვე 2.5206 ლარს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი კიდევ 0,4 პუნქტით დაეცა. Agora Finance-ს მონაცემებით, წინასაარჩევნოდ, შვიდი დღის მანძილზე (16-21 ოქტომბერი) ლარი დოლართან 0,11 თეთრით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა კურსის დასაჭერად სავალუტო ბაზარზე, ბოლოს, ივნისში იაქტიურა. მაშინ კობა გვენეტაძის უწყებამ რამდენიმე ტრანშად - 70 000 000 აშშ დოლარი იყიდა, თუმცა ამ ნაბიჯმა ლარის ვარდნის შეჩერება ვერ შეძლო. მას შემდეგ, ქვეყნის ცენტრალურ ბანკს ბაზარზე ინტერვენცია აღარ მოუხდენია.

ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი 24 ოქტომბრის 17 საათზე გამოაცხადა, რასაც სავალუტო ბაზარზე მყისიერი გავლენა ჰქონდა. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ფასი უკვე 2,5650-დან (TBC ბანკი) 2,578-მდე (საქართველოს ბანკი) მერყეობს. სავალუტო ჯიხურებში კი ფასმა 2,58-ს გადააჭარბა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კურსი 2.5350-ს გადასცდა.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტს ირაკლი მაკალათიას მიაჩნია, რომ ლარმა დიდი ხანია გადალახა 2,5-ის ფსიქოლოგიური ნიშნული და 2017 წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაუფასურდება: „ტრადიციულად ამ პერიოდში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მაღალია, შესაბამისად ლარი უფასურდება და ეს გაგრძელდება, სულ მცირე 2018 წლის იანვრამდე. ეს არის ყოველწლიური ტრენდი, რაც უფრო ვუახლოვდებით საახალწლო პერიოდს იმპორტი იზრდება, გადმორიცხვები იზრდება და ლარის კურსი ეცემა. მთელი შემოდგომა ეს არის კრიტიკული პერიოდი, ლარის კურსის დაცემის პიკი, ჩემი აზრით, დეკემბრის შუა რიცხვებზე მოვა”.

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“, მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მიაჩნიათ, რომ „ქვეყანაში არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით“ რაიმე ცვლილება არ მომხდარა, რასაც შეიძლება ლარის კურსის 4,5 პუნქტით გაუარესება გამოეწვია. ხელისუფლება ლარის კურსის გაუფასურებაში, ტრადიციულად, საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, დროებით, სეზონურ მოვლენად მიიჩნევს, ბაზარზე არსებულ სპეკულაციურ აჟიოტაჟსა და მოლოდინებს აბრალებს. ანალოგიური ვითარება იყო 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, მაშინ გაუფასურების მაჩვენებელმა 0.0743 ლარი შეადგინა, ერთი დოლარი 2.3337-დან 2,4080 ლარამდე გაძვირდა.
ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ 2017 წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა, იგივე „სესხების გალარების ერთჯერადმა პროგრამამ“, სავალდებულო ფასდადებამ ლარში, შესაბამისი ეფექტი ვერ მოიტანა, იმპორტი და დოლარზე დამოკიდებულება ისევ მაღალია, რაც ლარის გაცვლით კურსზეც აისახება: „გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია ეკონომიკის ზრდის გაცილებით მაღალი ტემპი, ადგილობრივი წარმოების გაზრდის ხაჯზე ექსპორტის გაზრდა და უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირება. ეს საშუალებას მოგვცემს დოლარზე, იმპორტიორებზე და საერთაშორისო ბაზრის ნებისმიერ რყევაზე დამოკიდებულები აღარ ვიყოთ”.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ლარის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში ფინანსთა სამინისტროს 2.5 ნიშნულზე აქვს განსაზღვრული. სწორედ ამ კურსით გეგმავს, საქართველოს მთავრობა როგორც საშინაო, ისე საგარეო ვალის მომსახურებას, რომლის ზღვრულმა ოდენობამ 2018 წლის ბოლოსთვის, 18 მილიარდ 123 მილიონ 000 000 ლარს არ უნდა გადააჭარბოს.
შედარებითვის:
1997 წელს -1 დოლარის მაქსიმალური ფასი 1,311 ლარი იყო; 2003 წელს - 2, 2441; 2008 წელს - 1,668; 2012 წელს - 1,6751, 2014 წელს - 1,927, 2016 წელს - 2,7846 ლარი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა