logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროპა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის აღდგენას ფიქრობს?
ევროპა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის აღდგენას ფიქრობს?
10:37 25.10.2017
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები, სანამ ევროპაში უვიზოდ გაემგზავრებიან, მანამ მათ „წინასწარი ავტორიზაციის“ პროცედურა უნდა გაიარონ. ყოველი მოქალაქე ვალდებული იქნება შეავსოს ელექტრონული განაცხადი „ევროპული სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის“ (ETIAS) ვებ-გვერდზე, მას თან დაურთოს ცნობა სამუშაო ადგილისა და შემოსავლების თაობაზე, გადაიხადოს 10 ევრო და დაელოდოს შენგენის ზონაში შესვლის დადასტურებას. სხვათა შორის, არაა გამორიცხული, რომ პასუხი ნეგატიური იყოს - „ვერ შეგიშვებთ ევროპაშიო“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მოსახლეობას სთხოვა, რომ „წინასწარ ავტორიზაციას“ ვიზასთან ნუ გააიგივებენ, მით უმეტეს, რომ ახალი ნორმები ჯერ-ჯერობით დამტკიცებული არ არის.

თუმცა, დიპლომატიური აკადემიის ყოფილი რექტორის იოსებ ცინცაძის აზრით, „წინასწარი ავტორიზაცია“ ვიზის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს, ოღონდ სხვა სახელით: „ევროპული სამსახურებისათვის ყოველთვის რთულია მოქალაქეს უარი უთხრას უშუალოდ ევროპის აეროპორტებში, ამიტომაც სანამ იქ ჩავალთ, უარს უკვე მანამდე გვეტყვიან“, - ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში პოლიტოლოგი. იოსებ ცინცაძე განმარტავს, რომ „წინასწარი ავტორიზების“ შემოღების ინიციატივა შენგენის ზონაში ქართველთა ნაკადის ზრდითაა განპირობებული: „28 მარტიდან, ანუ იმ დღიდან, როცა უვიზო რეჟიმი ძალაში შევიდა, ევროკავშირის ქვეყნებში ათასობით საქართველოს მოქალაქე დარჩა. შესაბამისად, ბრიუსელს არ შეუძლია ამაზე რეაგირება არ მოახდინოს“, - განაცხადა იოსებ ცინცაძემ და იქვე შენიშნა, რომ ევროკავშირს „არ სურს საქართველოს საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენოს სავიზო რეჟიმის აღდგენით, ამიტომაც რბილად მოქმედებს“.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, მხოლოდ სამი თვის განმავლობაში უვიზო რეჟიმის შემოღებიდამ ევროკავშირის ქვეყნებში წასული 3 ათასამდე საქართველოს მოქალაქე უკან აღარ დაბრუნებულა. იგულისხმება იმ ვადების დარღვევა, რომელიც შეთანხმებითაა დადგენილი.



წყარო: kommersant.ru


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა