logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«echo»(აზერბაიჯანი): თბილისური თავისუფლება ზოგჯერ შოკში გაგდებს, როცა უყურებ, როგორ კოცნაობენ საჯაროდ ახალგაზრდები
«echo»(აზერბაიჯანი): თბილისური თავისუფლება ზოგჯერ შოკში გაგდებს, როცა უყურებ, როგორ კოცნაობენ საჯაროდ ახალგაზრდები
16:30 21.10.2017
„ბოლო დროს აზერბაიჯანელები, როცა საკუთარ ქვეყანას მეზობელ საქართველოს ადარებენ, პირდაპირ კრიტიკაზე გადადიან და ნეგატიურ შეფასებებს არ იშურებენ - ჩვენთან, ბაქოში, ყველაფერი ცუდი და ულამაზოა, თბილისი კი ბრწყინავსო. თავდაპირველად იწყებენ საზღვრით - ჩვენი მესაზღვრეები უხეშები არიან, პატივს არ გცემენ, ქართველები კი პირდაპირ თვალებში შემოგციციცნებენ, საზღვარზე ხუთ წუთში გადადიხარო. გზები ხომ უმაღლესი დონისაა, პოლიციელები ქრთამს არ იღებენ, ყველგან სისუფთავეა, თბილისში ყველა გიღიმის, ხელისუფლება ზრუნავს ქალაქის ისტორიული სახის შენარჩუნებაზო... მოკლედ, სამოთხეაო, რა... ჰოდა, მე თვითონ გადავწყვიტე ამ ყველაფრის შემოწმება“, - წერს აზერბაიჯანულ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ოლღა ბულანოვა, რომელიც საქართველოს ეწვია და თბილისი მოინახულა.

„თბილისში უკანასკნელად ათი წლის წინ ვიყავი, 2007 წელს. იმ დროს ქალაქმა ჩემზე მეტ-ნაკლებად სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. ნეტავ ახლა როგორია სამოთხედ აღიარებული საქართველოს დედაქალაქი? ჰოდა, მეც გადავწყვიტე მისი მონახულება.

ჩვენი მატარებელი „ბაქო-თბილისი“ აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე გაჩერდა. შინაგანად ვიძაბები - აი, ახლა ჩვენი მშობლიური მესაზღვრეები შეგვამოწმებენ, დიდხანს მოგვაცდევინებენ, მაგრამ არა უშავს, მოვითმენ, სამაგიეროდ ქართველი მესაზღვრეები უცებ გაგვიშვებენ. თუმცა არა, პასპორტები ვაჩვენეთ, კომპიუტერებში შეამოწმეს, მებაჟეებიც სწრაფად მორჩნენ თავიანთ საქმეს და მატარებელი მკაცრად გრაფიკის მიხედვით - 45 წუთში დაიძრა საზღვრის ქართული საკონტროლო პუნქტისაკენ. ქართულ საზღვარზე კი ორი საათი გვალოდინეს. არანაირი კომპიუტერები იქ არ აქვთ, ყველაფერი ისეა, როგორც ათი წლის იყო. საბაჟოზეც მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ გამოუჩენიათ, უკანონოდ რაიმე რომ გადამეტანა, ვერავინ შეამჩნევდა.... (...)
თბილისის რკინიგზის სადგური. ერიჰაა... როგორიც იყო ათი (ან 20-30) წლის წინათ, იგივე დარჩენილა - ჭუჭყიანი, არეულ-დარეული... ვაგზლის წინ - მათხოვრები და ბომჟები. სისუფთავე მხოლოდ ბილეთების დარბაზში და პერონზე შეინიშნება. და უცებ - ჰოი, საკვირველებავ! - თანამედროვე სუპერმარკეტებს ხედავთ - თითქოსდა 90-იანი წლებიდან დროის მანქანით მოგზაურობ! სამწუხაროდ, დროის მანქანის შეგრძნებას განსაკუთრებით მიწისქვეშა გადასასვლელბით სარგებლობისას ამჩნევ - სუპერმოუწყობელი, სპეციფიკური „არომატით“, სიბინძურით, კედლებზე „სასიამოვნო“ წარწერებით, ბუზებით...
და ისევ დროის მანქანით მეტროში: სხვათა შორის ეს ერთადერთი ადგილია, სადაც დასახელება ლათინური ასოებითაა მოცემული, თორემ ისე ქალაქში ვერ მიხვდები - კაფეში შედიხარ თუ ფოტოატელიეში, ან ოფისში. როგორც ჩანს, თბილისის მეტრო გახსნის დღიდან - 1966 წლიდან არ გარემონტებულა. ცუდი განათება, ჭუჭყიანი კედლები, გაშავებული ჭერი და ნათურები გუნება-განწყობას გაგიფუჭებთ. არადა, ასეთ არაკომფორტულ პირობებში მგზავრობაც რომ ძვირია? 50 თეთრი!
რაც შეეხება ძველი თბილისის უბნებს: ცენტრი და ის ადგილები, რომლებსაც ხელისუფლება უცხოელი ტურისტებისთვის ინახავს, მოვლილი და ლამაზია, ვერაფერს იტყვი. ჰოდა, ტურისტებიც ფოტოაპარატებს აჩხაკუნებენ და ნასიამოვნები დადიან. ფაქტია, რომ თბილისში ბევრი ძველი შენობა და ევროპული არქიტექტურის ნიმუშებია შემონახული, ბაქოს ვერ შეადარებ. თბილისში ევროპული შენობების აგება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში გადაწყვიტეს. მიდიხარ რუსთაველის გამზირზე და გგონია, რომ სანკტ-პეტერბურგში ხარ - ფართოდ გაშლილი ქუჩა და ორივე მხარეს ერმიტაჟის მსგავსი შენობები! ძალიან ლამაზია! მაგრამ ცოტა გვერდზე რომ გაუხვიო, ტურისტული მარშრუტებს გასცდე, მაგალითად, სოლოლაკის რაიონში, ისეთ საშინელებათა ფილმების სცენებში მოხვდები, რომ ჰიჩკოკი მიმიქარავს! ვაიმე, ეს რა ვნახე... დანგრეული და ნახევრად დანგრეული ფასადები, ბათქაშაცვენილი კედლები, სადაც „შიგნეული“ ჩანს - ძველი აგური. მიღრეცილ-დაბრეცილი კარები, სარკმელები და რაც ყველაზე საშინელია - ბოძებშეყენებული აივნები, სახლის კედლები, რომლებიც წასაქცევად არიან განწირული“, - წერს ავტორი.
„რასაკვირველია, მხედველობაშია მისაღები, რომ თბილისს ცოტა ფული აქვს, ბაქოს კი შედარებით მეტი. მაგრამ რაც გაქვს, ის ხომ გააზრებულად უნდა გამოიყენო? რატომ რეალიზდება გაუგებარი და უცნაური პროექტები? რას წარმოადგენს ის ორი გიგანტური მილი, რომელიც რიყეზე გაწოლილი? ვერ გაიგებ, მუზეუმია თუ თეატრი... ფული თუ ხიდისთვის გამოინახა, ძველმა უბნებმა რა დააშავა? სხვათა შორის, ის მინის ხიდიც საკმაოდ ნეგატიურად მოჩანს თბილისის პეიზაჟში - ისევე როგორც სხვა „თანამედროვე“, მაგრამ უშნო მინა-ბეტონის ცათამბჯენები. თბილისელები ხიდის გამო ხუმრობენ - მიხეილ სააკაშვილმა ფრთიანი „ოლვეისი“ დაგვიტოვაო... მერწმუნეთ, მსგავსება მართლაც საოცარია.
თბილისში, ბაქოსთან შედარებით, ხალხი უფრო თავისუფლად, უფრო გაღიმებული დადის. მაგრამ ეს თავისუფლება ზოგჯერ შოკში გაგდებს, როცა უყურებ, როგორ კოცნაობენ საჯაროდ ახალგაზრდები, როგორ გამომწვევად არიან ჩაცმულნი... ქალები კი უსაშველოდ ეწევიან, თანაც ყველგან - ქუჩაში, შენობებში, შეხვედრებზე... ვის როგორ, მაგრამ ჩემი აზრით, ქართველ ქალებს თამბაქო ძალიან შეჰყვარებიათ“.
მოკლედ, ვრცელ სტატიაში ავტორი კიდევ ბევრ პოზიტიურ თუ ნეგატიურ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას, მაგალითად, მომსახურების დაბალ დონეზე, უხამსობაზე და ა.შ.
„ყველაფრის მიუხედავად, თბილისი მაინც ლამაზი ქალაქია. აუცილებლად უნდა წახვიდე და დაათვალიერო. იქაური ნანგრევიც კი ათასწლეულების მომსწრეა. თუმცა საწყენია, რომ ბაქოელები საკუთარს არ აფასებენ და სხვისას აქებენ. ჩვენ პატრიოტობას ვივიწყებთ, რომლითაც ქართველებს ვერ შევედრებით“, - წერს ავტორი სტატიის დასასრულს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა