logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«oblgazeta.ru» (რუსეთი): ინტერვიუ ავთანდილ ვარსიმაშვილთან-რუსეთი მხოლოდ ის ქვეყანა არ არის, რომელსაც „ენ-ტე-ვე“-თი აჩვენებენ
«oblgazeta.ru» (რუსეთი): ინტერვიუ ავთანდილ ვარსიმაშვილთან-რუსეთი მხოლოდ ის ქვეყანა არ არის, რომელსაც „ენ-ტე-ვე“-თი აჩვენებენ
16:02 20.10.2017
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში (ყოფილ სვერდლოვსკში) თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის გასტროლები მიმდინარეობს. ეკატერინბურგის საოლქო გაზეთის «Областная газета»-ს კორესპონდენტი პეტრე კაბანოვი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ავთანდილ ვარსიმაშვილს შეხვდა და მას ინტერვიუ ჩამოართვა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„ეკატერინბურგში ჩამოსვლა დიდი ხანია მსურდა. ჩვენ აქ ძალიან კარგად მიგვიღეს, საუკეთესო მაყურებელია. ერთ მცირე საიდუმლოს გაგიმხელთ“ ჩემი პირველი სიყვარული თქვენს ქალაქთანაა დაკავშირებული - „არტეკში“ ყოფნის დროს მერვეკლასელმა ბიჭმა [სვერდლოვსკელი] გოგონა გავიცანი... იმ დღიდან სვერდლოვსკი ჩემთვის სიყვარულისა და ბედნიერების სიმბოლოს წარმოადგენს. აქ რომ მოვდიოდი, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ის გოგონა აეროპორტში დამხვდებოდა“, - ღიმილით ამბობს ავთანდილ ვარსიმაშვილი.

„ქართველი და რუსი ხალხები ერთმანეთთან მრავალსაუკუნოვანი ისტორიით არიან დაკავშირებულნი. ეს კავშირები დღესაც რჩება და ვიღაცეების სურვილზე არაა დამოკიდებული. მაგალითად, გრიბოედოვის თეატრს მიმდინარე წელს 175 წელი შეუსრულდა და ამ ხნის განმავლობაში მის კედლებს უამრავი ცნობილი რუსი მოღვაწე უნახავს. რომელი ერთი ჩამოვთვალო - მიხეილ შეპკინი, ალექსანდრე იუჟნი, ვსევოლოდ მეიერჰოლდი... აქ მუშაობდნენ გიორგი ტოვსტონოგოვი, არჩილ გომიაშვილი... ვისთან გაწყვეტ კავშირს, ასეთი ადამიანების ხსოვნასთან? ამ გასტროლებით ძველი კავშირები გრძელდება და მყარდება. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა მსახიობებისთვისაც, რომლებმაც უნდა გაიცნონ რუსეთი, უნდა დაუმეგობრდნენ თავიანთ რუს კოლეგებს. გარდა ამისა, აქ ჩვენი ყოველი სპექტაკლი რუს ხალხთან პირდაპირ ურთიერთობას და ენობრივ პრაქტიკას ნიშნავს. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენს თეატრში ქართული აქცენტით მხოლოდ მე უნდა ვლაპარაკობდე-მეთქი... რასაკვირველია, რუსეთი მხოლოდ ის ქვეყანა არ არის, რომელსაც „ენ-ტე-ვე“-ს ეთერით ვხედავთ. როცა ჩვეულებრივ ადამიანებს ვესაუბრები, მე მათ მზერაში მტრულ გამოხედვას ვერ ვამჩნევ. იმედი მაქვს, თქვენი თეატრიც რომ ჩამოვა თბილისში, სტერეოტიპებს საბოლოოდ დავამსხვრევთ“, - ამბობს ინტერვიუში ავთანდილ ვარსიმაშვილი.

კითხვაზე, „რა მიგაჩნიათ რუსული თეატრის მთავარ პრობლემად საქართველოში“, სამხატვრო ხელმძღვანელი პასუხობს: „თავიდანვე გეტყვით: ჩვენ არავინ გვავიწროვებს და არავინ გვჩაგრავს. საქართველოს მთავრობას რომ ასეთი სურვილი ჰქონოდა, ამას ჯერ კიდევ 20 წლის წინ გააკეთებდა, მაგრამ ხელისუფლება ხვდება, რომ ჩვენ მას ვჭირდებით. თეატრს სახელმწიფო აფინანსებს. რასაკვირველია, ყველა თეატრს უნდა მეტი ფული ჰქონდეს გამოყოფილი, მაგრამ ფინანსურ საკითხზე ნამდვილად ვერ დავიჩივლებთ. ჩვენი მთავარი პრობლემა რუსულენოვანი მაყურებლის სიმცირეა. მოდის ახალი თაობა, რომელიც მშვენივრად ფლობს ინგლისურ ენას, მაგრამ სრულიად ვერ ლაპარაკობს რუსულ ენაზე. ამიტომაც ჩვენი თეატრის მისიაა ადამიანები რუსული ენისკენ მივიზიდოთ. არამხოლოდ თეატრალური სანახაობის ჩვენებაზე, არამედ ნამდვილად ენის დაუფლების მიზნით! ჩვენ დეკლარაციაც კი გვაქვს - ორიენტაცია მხოლოდ რუსულ კლასიკაზე“.

გაზეთის ჟურნალისტი ავთანდილ ვარსიმაშვილს კითხვას უსვამს ქართული კინოსა და თეატრის აღორძინების შესახებაც. სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, „რასაკვირველია, ქართული კინემატოგრაფი აღორძინების გზაზე დგას. ქართული თეატრებიც წელიწადში 150-ჯერ მიემგზავრებიან საზღვარგარეთ გასტროლებზე. ქართული თეატრი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა