logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): პირველი ჰომოსექსუალი პოლიტიკოსი ქალი კავკასიაში, რომელსაც საკუთარი ძმა დღემდე არ ელაპარაკება
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): პირველი ჰომოსექსუალი პოლიტიკოსი ქალი კავკასიაში, რომელსაც საკუთარი ძმა დღემდე არ ელაპარაკება
13:02 20.10.2017
ბრიტანული «Reuters»-ის მიერ უმბერტო ბაკის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთ კანდიდატზე - ნინო ბოლქვაძეზე, რომელიც ლესბოსელი, ანუ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე მოქალაქე გახლავთ.

სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:

ნინო ბოლქვაძე ერთ-ერთი პირველი ლესბოსელია, რომელიც თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს და ამას სატელევიზიო გამოსვლებშიც აცხადებს. ეს ფაქტი უჩვეულოა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკისათვის, სადაც ჰომოსექსუალიზმი აკრძალული იყო და სისხლის სამართლის წესით ისჯებოდა.

სატელეფონო ინტერვიუში ნინო ბოლქვაძე ლაპარაკობს თავის შთაბეჭდილებებზე, როცა იგი ამომრჩევლებს ხვდება: „მეგონა, რომ ისინი კარებს დამიხურავდნენ, მაგრამ ძალიან გაეხარდათ, როცა დამინახეს და მითხრეს, რომ ტელევიზიით გიყურეთო“, - ამბობს დეპუტატობის კანდიდატი. ასეთი შეხვედრა 40 წლის ადვოკატისათვის სასიამოვნო იყო - იგი მიხვდა, რომ მის მიერ წარმოებულმა საარჩევნო კამპანიამ თბილისის საკრებულოში ადგილის მოსაპოვებლად ნაყოფი გამოიღო.

საქართველო, რომელიც კავკასიის მთებში, აღმოსავლური და დასავლური სამყაროების ერთმანეთთან შეხვედრის ადგილზე მდებარეობს, ბოლო ათი წლის მანძილზე, რადიკალური რეფორმების გატარებისა და სწრაფი მოდერნიზების პერიოდში, კულტურათა შეჯახების არენად იქცა - ლიბერალურ ძალებსა და რელიგიურ კონსერვატორებს შორის.

როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, მართალია, საქართველოს ლიდერები აქტიურად მუშაობენ ქვეყნის დასავლური იმიჯის გასამტკიცებლად, მაგრამ ჰომოფობია მაინც ფართოდაა გავრცელებული.

ქართული საზოგადოება წინააღმდეგობრივადაა განწყობილი: ერთი მხრივ, უკვე მიღებულია ანტიდისკრიმინაციული კანონი (ევროკავშირთან ინტეგრირების მიზნით), მეორე მხრივ კი, ქვეყნის კონსტიტუცია, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ინიციატივით, კრძალავს ერთსქესიანთა ქორწინებას.

ნინო ბოლქვაძეს, რომელიც დეპუტატობის კანდიდატად მცირერიცხოვანმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ - რესპუბლიკურმა პარტიამ წამოაყენა, იმედი ჰქონდა, რომ იგი საზოგადოების ყურადღებას ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვაზე მიაპყრობდა და ქართველებში „ლგბტ“ ადამიანების მიმართ მოძველებულ წარმოდგენებს შეცვლიდა.

მას რთული ამოცანა აქვს მიზნად დასახული. 2011 წლის მონაცემების მიხედვით, ყოველ ცხრა ქართველს ათიდან მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალიზმს გამართლება არ აქვს. „ლგბტ“ პირებს თავს ესხმიან, კლავენ კიდეც, როგორც ეს 2016 წელს მოხდა. ამ ფონზე ნინო ბოლქვაძეს ეშინოდა, ვაითუ უარყოფითი რეაქცია გამოეწვია მის სექსუალურ ორიენტაციას. „მეგონა, რომ ავტობუსითაც კი ვერ ვიმგზავრებდი“, - ამბობს იგი სატელეფონო ინტერვიუში.

ნინო ბოლქვაძე თავის საარჩევნო კამპანიაში აცხადებს, რომ შეეცდება ხელის შეუწყოს სპეციალური საპოლიციო ქვედანაყოფის ჩამოყალიბებას, რომელიც სიძულვილისა და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულობებს აღკვეთს. იგი ასევე შექმნის სპეციალურ თავშესაფრებს იმ „ლგბტ“ პირებისათვის, რომლებიც თავიანთი ორიენტაციის გამო ოაჯახიდან არიან გარიყულნი.

ნინო ბოლქვაძემ საკუთარ თავზე გამოსცადა ის მძიმე და გაუსაძლისი სიტუაცია, რომელშიც ჰომოსექსუალისტებს არიან ჩავარდნილნი. ბავშვობაში მშობლები არ იწონებდნენ მისი როგორც გოგონას ჩხუბისთავობას და აიძულებდნენ კაბა ეტარებინა. 14 წლის ასაკში, სკოლაში სწავლის დროს, ნინო ბოლქვაძე თანაკლასელ გოგონასთან რომანში ამხილეს და დასცინოდნენ. ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ ნინო მშობლებმა, მისი სურვილის წინააღმდეგ, ათი წლით უფროს მამაკაცზე გაათხოვეს. „თუმცა იმ დროს მეგონა, რომ ჩემი სექსუალური ორიენტაცია ავადმყოფობა იყო და ვფიქრობდი, გათხოვება მიშველიდა... ჩემი მიზანი იყო როგორმე ყველაფრისთვის გამეძლო“. ცოლ-ქმარს ორი შვილი შეეძინათ, რომლებიც ახლა მოზარდები არიან. მეუღლეები ერთმანეთს ათი წლის დაშორდნენ. „ჩემთვის ეს ძნელი იყო, თუმცა შვილებთან ურთიერთობა მაქვს“.

ნინო ბოლქვაძემ თავისი ლესბოსელობა იურისტ თანამშრომლებთან 2012 წელს გაამხილა, მშობლების გარდაცვალების შემდეგ. სამი წლის წინ კი ტელევიზიითაც გამოვიდა, ჰომოსექსუალიზმის პრობლემებზე მიძღვნილ თოქ-შოუში.

ნინო ბოლქვაძეს საკუთარი ღვიძლი ძმა დღემდე არ ელაპარაკება.

ბოლო წლებში იგი „ლგბტ“ საზოგადოების არაფორმალური ხელმძღვანელი გახდა, რომელიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის და სასამართლოებში ჰომოსექსუალისტებს უფლებების დაცვაში ეხმარება. ნინო ბოლქვაძის წვლილია იმ მიტინგის ორგანიზებაში, რომელიც 2013 წელს სამღვდელოების წარმომადგენლებმა დაარბიეს.

რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელს არ სურდა, რომ დედაქალაქის მინიციპალური საკრებულოს წევრობის კანდიდატად ლესბოსელი ქალი ჰყოლოდათ, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ზოგადად მათმა ნაბიჯმა გაამართლა, თუმცა გამარჯვების შანსი მცირეა.

რესპუბლიკურ პარტიას მხოლოდ 3%-იანი რეიტინგი აქვს. არჩევნებში, როგორც ჩანს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. სავარაუდოდ, ასევე ამ პარტიის კანდიდატი იქნება თბილისი მერიც - ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე.

მაგრამ ყველაფერი ხომ გამარჯვებით არ იზომება.

„მე ბედნიერი ვარ, რომ დიდი მხარდაჭერა დავინახე. თავს ისეთ ადამიანად ვგრძნობ, რომელიც საკუთარ უფლებებშია დარწმუნებული. ვფიქრობ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გავაკეთეთ“, - ამბობს ნინო ბოლქვაძე ინტერვიუში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა