logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): რატომ უნდა ლიტვას „გრუზიას“ „საქართველო“-თი შეცვლა
«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): რატომ უნდა ლიტვას „გრუზიას“ „საქართველო“-თი შეცვლა
13:37 19.10.2017
„ისევე როგორც ბევრ სახელმწიფოს საქართველოსაც სახვადასხვა ენაზე სხვადასხვანაირი სახელწოდება აქვს. „საქართველო ანუ ქართველთა ქვეყანა“ - ასე ეძახის უძველესი ქართველი ხალხი თავის სამხრეთკავკასიურ სამშობლოს. სამხრეთელი და აღმოსავლელი მეზობლები მას „ვრასტანს“(სომხეთი) და „გურჯისტანს“ (თურქეთი, აზერბაიჯანი) უწოდებენ. ინგლისურენოვან სახელმწიფოებში საქართველო „ჯორჯიას“ სახელით არის ცნობილი (არ აურიოთ ამერიკული შტატის დასახელებაში!). რუსულად და სხვა სლავურ სახელმწიფოებში საქართველოს „გრუზია“ ჰქვია“-ნათქვამია შვეიცარიულ გამოცემა «Neue Zürcher Zeitung»-ის მიერ, ანდორთ ბოის ავტორობით გამოქვეყნებულ მასალაში, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

ქართველებს ყველა ზემოთჩამოთვლილი დასახელება მოსწონთ, ერთის გარდა: „გრუზია“ თბილისელ პოლიტიკოსებს თვალში დირესავით აქვთ. ეს სახელწოდება რუსებს ქართველებს ახსენებს. რუსეთი, მათი დიდი მეზობელი ჩრდილოეთში, 1801 წლიდან თითქმის 200 წლის განმავლობაში ხისტი ხელით მართავდა მათ პატარა ქვეყანას, ავიწროვებდა კულტურასა და ენას. ხოლო როცა 2008 წლის ზაფხულში რუსეთმა ხანმოკლე ომი განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, ქვეყნის რუსული დასახელება საბოლოოდ არასასურველი გახდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2011 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, გამოვიდა განცხადებით, რომ ყველა მეგობრულ ქვეყანას საქართველოსთვის რუსულ-სლავური „გრუზია“ კი არა, ქართული „საქართველო“ ეწოდებინათ. ბევრი წერილი გაიგზავნა სხვადასხვა ქვეყნებში ამ თხოვნით, მაგრამ იმ ხანებში სახელის შეცვლაზე მხოლოდ სამხრეთი კორეა დათანხმდა. იაპონიამ უარი განაცხადა, ასევე ლატვიამ და ლიტვამ, რომლებსაც, მართალია, კრემლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ მაინც. ჩეხეთმა ცნობად მიიღო ქართველების თხოვნა, მაგრამ არ განუხილავს. ამის შემდეგ სახელწოდების შეცვლის წინადადება თვითონ თბილისმაც დაივიწყა.

მაგრამ ახლა, ექვსი წლის შემდეგ, ლიტვამ მოულოდნელად თავისი პოზიცია შეცვალა. 2018 წლიდან მას განზრახული აქვს სამხრეთკავკასიური ქვეყნის დასახელებად Gruzija-ს ნაცვლად „საქართველო“ – «Sakartwelo» შემოიღოს. „ქართველებს სიტყვა „გრუზია“ არ უყვართ, - როგორც მასმედია იტყობინება, ასე უთქვამს ლიტვის პარლამენტის სპიკერს ვიქტორას პრანცკეტისს, - სახელის შეცვლა ქართველებისთვის ვილნიუსიდან მირთმეული კარგი საჩუქარი იქნებაო’. თუმცა, პირველ რიგში, ეს იქნება პანღური რუსეთისათვის.

---------

შენიშვნა: სტატიის ავტორს შეცდომა აქვს დაშვებული: 2011 წელს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ „გრუზიას“ „საქართველო“-თი შეცვლის წინადადება კი არ წამოაყენა, არამედ „ჯორჯია“-თი, ანუ ვინც „გრუზიას“ გვეძახდით, ახლა „ჯორჯია“ გვიწოდეთო (იხ.https://www.radiotavisupleba.ge/a/24252396.html).


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა