logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ნეზავისიმაია გაზეტა“: თბილისში საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას მთავარი მტერი დასახელდა
„ნეზავისიმაია გაზეტა“: თბილისში საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას მთავარი მტერი დასახელდა
15:21 18.10.2017
„საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სუამ-ის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაცია მიიღო. ისინი თბილისში ორგანიზაციის დაარსების 20 წლისთავის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. მინისტრების სამიტზე ხელი მოეწერა რიგი დოკუმენტებს, მათ შორის შეთანხმებას თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა სუამ-ის ქვეყნების ჩარჩოებში, ასევე განცხადებას პოლიტიკური სიტუაციის შესახებ“, - აღნიშნულია რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - იური როქსი):

„სუამ-ის წევრი ქვეყნების მინისტრთა სამიტი „თბილისობის“ დღესასწაულს დაემთხვა. ასე რომ, სტუმრებს მუშაობასთან ერთად, სასიამოვნო დასვენების შესაძლებლობაც ჰქონდათ. საერთოდ კი, სამიტის ჩატარებას თავისი მიზეზებიც ჰქონდა - გასარკვევი იყო, თუ „რამდენად შეიძლებოდა სიკვდილის პირას მყოფი პაციენტის გამოცოცხლება“, - წერს ავტორი და სუამ-ის პრობლემებზე მსჯელობს, რომელიც ამ ორგანიზაციას დაარსების პერიოდიდანვე მოჰყვება: უზბეკეთის ზიგზაგური დამოკიდებულება, მოლდოვაში მომხდარი ცვლილებები (მთავრობა ევროპისკენ, პრეზიდენტი - რუსეთისაკენ) და ა.შ. „როგორც ჩანს, სუამ-ის ქვეყნებს მხოლოდ რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აერთიანებთ“, - აღნიშნავს ავტორი.

თბილისის საიუბილეო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეეცადნენ სუამ-ის არსებობა პოლიტიკური შიგთავსით გაემდიდრებინათ. ამ მიმართულებით წინა წლებშიც ბევრი მცდელობა იყო, მაგრამ რეალიზებას ხელს ბანალური ფაქტორები უშლიდა, ყველაზე მეტად კი ეკონომიკური განვითარების სხვადასხვანაირი დონე. სუამი თავის დროზე ამერიკელების ეგიდით ჩამოყალიბდა და განზრახული იყო ეს ორგანიზაცია აზერბაიჯანულ ნავთობზე მიებათ, ანუ დაგეგმილი იყო წევრი ქვეყნების კასპიის ენერგორესურსებით უზრუნველყოფა შეღავათიანი ტარიფებით, მაგრამ მოგვიანებით ბაქომ უარი განაცხადა და ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრა. ინიციატორები მიხვდნენ, რომ გადააჭარბეს, თუმცა სიტუაცია არ გამოსწორებულა. შესაბამისად, სუამ-მა ნელ-ნელა პასიურობა დაიწყო, შეხვედრები სულ უფრო იშვიათად იმართებოდა...

გამოაცოცხლებს სუამ-ს თბილისური შეხვედრის დროს მიღებული შეთანხმებები? როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, ამგვარი გეგმები არასერიოზულად აღიქმება: „ეს უფრო პოლიტიკურ დეკლარაციას ჰგავს, რომლის მსგავსი სუამ-ის შეხვედრებზე არაერთხელ მიღებულა. საქართველოზე თუ ვიტყვით, ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, ორმხრივ დონეზე. თბილისში მიღებული დოკუმენტი განუხორციელებელი დარჩება“, - განუცხადა მან „ნეზავისიმაია გაზეტას“. მისი თქმით, სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობა პირდაპირი სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებებით რეგულირდება, რომლებიც უფრო ეფექტურია, ვიდრე მრავალმხრივი ფორმატის მქონე დეკლარაციები“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა