logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
წერილი «The Washington Post»-ის რედაქციას: თქვენი სტატია ძირს უთხრის საქართველოსა და აზერბაიჯანისა სტრატეგიულ პარტნიორობას
წერილი «The Washington Post»-ის რედაქციას: თქვენი სტატია ძირს უთხრის საქართველოსა და აზერბაიჯანისა სტრატეგიულ პარტნიორობას
15:05 18.10.2017
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს პოლიტიკური თანამშრომელი ინჯია სადიხოვა, გაზეთ «The Washington Post»-ს წერილით მიმართავს.

საქმე, ღნიშნული გაზეთის მიერ, ჟურნალისტ აფგან მუხთარლის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხება:


„29 სექტემბერს თქვენს გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიასთან „ტირანი საზღვრებს არ არ ცნობს“ დაკავშირებით გაცნობებთ:

ჯერ-ჯერობით არავის უარჰყვია აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების განცხადება, რომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა საზღვრის აზერბაიჯანულ მხარეს დააკავეს. ასევე არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც, რომ აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს. თქვენი სარედაქციო სტატია ემოციურია და ეყდნობა მხოლოდ ბატონ აფგან მუხთარლის ცოლისა და ადვოკატის დაუდასტურებელ ვარაუდებს. უეჭველია, რომ თქვენი სტატია ძირს უთხრის აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი და შედეგიანია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. თქვენი პოზიცია არანაირად არ ემსახურება არც საქართველოს, არც აზერბაიჯანის და მით უმეტეს, არც აშშ-ის ინტერესებს“-ნათქვამია წერილში.
-----
შენიშვნა: 29 სექტემბერს გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ტირანი საზღვრებს არ არ ცნობს“ ეხება საქართველოში, თბილისში მომხდარ ფაქტს - ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცებას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. პუბლიკაციაში მწვავედაა გაკრიტიკებული აზერბაიჯანის ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
„როგორც ჩანს, აზერბაიჯანის ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი დაამყარა, საზღვრებს არ ცნობს. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი მმართველობის მეთოდები სხვა ქვეყნის - საქართველოს ტერიტორიაზეც განახორციელა.
კიდევ ერთი მომენტი, რითაცრითაც აფგან მუხთარლის საქმე გამოირჩევა, იმაში გამოიხატება, რომ მასში საქართველომ ბნელი, საეჭვო როლი შეასრულა. განა ევროკავშირისაკენ მიმავალი და დემოკრატიული მიზნების მქონე ქვეყანა აზერბაიჯანის ჟურნალისტის გატაცებისა და საზღვარზე გადაყვანის თანამონაწილე უნდა იყოს? მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ უარყო გატაცებაში თანამონაწილეობა და განაცხადა, რომ ამ საქმეს გამოიძიებდა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი ძალიან მცირეა. საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს, რომ იგი გატაცებაში ჩარეული არ არის, აზერბაიჯანმა კი აფგან მუხთარლი უნდა გაათავისუფლოს, როგორც საერთაშორისო სახელმწიფო საზღვარზე იძულებით გადაყვანის მსხვერპლი. კარგი იქნებოდა, თუ უფრო მეტი სახელმწიფო და მთავრობა დაგმობს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ტრიუკებს. ასეთი რეაგირება ტირანების მოქმედებას შეზღუდავს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა