logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): 784 დღე ლიბიის ციხეში-მეზღვაურ სოსლან კაკაბაძის აფრიკული დრამა
«Radio Voice of America» (აშშ): 784 დღე ლიბიის ციხეში-მეზღვაურ სოსლან კაკაბაძის აფრიკული დრამა
14:09 18.10.2017
უკვე 784 დღეა ლიბიის ციხიდან ბათუმის მკვიდრის, 55 წლის სოსლან კაკაბაძის დახსნა ვერ ხერხდება. საქართველოს მოქალაქე არადამიანულ პირობებში იმყოფება, იგი ორი წელი და ორი თვეა სასამართლოს მოლოდინშია.

სოსლან კაკაბაძე მეზღვაურია. ბათუმში არსებული საკრუინგო კომპანია GeoBridge KA-ს მეშვეობით, 2015 წლის აგვისტოში, იგი კოკად (მზარეულად) დასაქმდა ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ მალტის მცირე ზომის სანავთობო ტანკერ Sovereign M-ზე.

მალტურ ტანკერს ეგვიპტელი კაპიტანი მართავდა, ეკიპაჟი კი თითო ხორვატი, მალტელი და ეგვიპტელი მეზღვაურისგან შედგებოდა. ქართველი სოსლან კაკაბაძე მათ 2015 წლის 12 აგვისტოს შეუერთდა, 24 აგვისტოს კი ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან ახლოს, ცარიელი ტანკერი ადგილობრივმა სანაპირო დაცვამ დააკავა.

ლიბიური მხარის მტკიცებით, Sovereign M კონტრაბანდული ნავთობის გადაზიდვას გეგმავდა. დაკავების დროს მესაზღვრეებმა ტანკერის ეკიპაჟის წევრები სასტიკად სცემეს, ხუთ დღეში კი ტრიპოლის Tajoura-ს ციხეში გადაიყვანეს, რომელიც სისასტიკით ჯერ კიდევ ლიბიის ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის მმართველობის დროიდან არის ცნობილი.

სოსლან კაკაბაძე თავდაპირველად 60 პატიმართან ერთად ღია ცის ქვეშ, რკინის გალიაში, გაუსაძლის და აუტანელ პირობებში იყო გამოკეტილი. საქართველოს მოქალაქეს დღემდე აქვს საკვების, სამედიცინო დახმარებისა და თბილი ტანსაცმლის პრობლემა. ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად შეირყა, რასაც გაურკვევლობით და უიმედობით გამოწვეული უმძიმესი ფსიქოლოგიური სტრესიც ერთვის.

ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ სოსლან კაკაბაძეს ადვოკატი დაუქირავა, მაგრამ ლიბიაში სასამართლო სხდომა ამ დრომდე არ გამართულა და იურისტიც უძლურია კლიენტის უდანაშაულობა დაამტკიცოს.

დონარა გოგიტიძე, დაკავებულის მეუღლე ამბობს: „სოსლანის დაკავებიდან მესამე წელი დაიწყო, დრო გადის და შედეგი არანაირი არაა, ვერ ვეხმარებით. გვეუბნებიან, რომ ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლია, იქ საელჩო არ გვაქვს და მეტით ვერაფრით დაგეხმარებითო“.

ტანკერ Sovereign M-ის საქმე, ლიბიის კანონმდებლობის მიხედვით, ქალაქ ზუვარას სასამართლომ უნდა განიხილოს (იმ ტერიტორიაზე, სადაც, ბრალდების მტკიცებით, „დანაშაული მოხდა“). ტრიპოლიდან ზუვარამდე 102 კილომეტრია, მაგრამ უსასტიკესი სამოქალაქო ომის გამო, ჩრდილოაფრიკის ამ სახელმწიფოში ცენტრალური ხელისუფლება იმდენად მოშლილია, პატიმრების უსაფრთხოდ გადაყვანაზე პასუხისმგებლობას ვერავინ იღებს.

ოქტომბრის დასაწყისში, სოსლან კაკაბაძესთან ერთად, ლიბიაში დატყვევებული ხორვატიის მოქალაქე - ივან ფურჩიჩის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულებს ადგილი შეუცვალეს და ისინი ახლა სურმანის (Sorman) ციხეში იმყოფებიან, რომელიც ელ-ზავიასა და საბრათას შორის მდებარეობს. მანამდე, ხორვატიის მუსლიმი სასულიერო პირების თხოვნით, მათმა ნდობით აღჭურვილ პირმა, 44 წლის მეზღვაური ივან ფურჩიჩი ტრიპოლის ციხეში მოინახულა და მას წყალი და საჭმელი გადასცა. „იგი საოცრად შეცვლილია, დაპატიმრებამდე 90 კილოს იწონიდა, ახლა კი გამხდარ მოხუცს ჰგავს. ვიცი, რომ ციხეში ხშირად სცემენ“, - ამბობს მისი ძმა ტომისლავ ფურჩიჩი.

რაც დრო გადის, სიტუაცია სულ უფრო კრიტიკული ხდება. მოლაპარაკებებს დიდი ხანია გამოეთიშა მალტელი გემთმფლობელების - ჯოზეფ, სილვიო და მაიკლ მიცების ოჯახი. სოსლან კაკაბაძის ძმა, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ამირან კაკაბაძე შველას კიდევ ერთხელ სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას: „ორი კვირის წინ ვიღაც-ვიღაცეებს ვთხოვეთ, ციხიდან ტელეფონით დაარეკინეს, მისი ხმა გვინდოდა გაგვეგო და დავრწმუნებულიყავით, რომ ცოცხალია. უმორჩილესად ვთხოვთ საქართველოს მთავრობას მხარში ამოგვიდგეს და დაგვეხმაროს!“

სოსლან კაკაბაძის გარდა, ლიბიაში სასამართლოს კიდევ სამი ქართველი მეზღვაური ელოდება. 48-ე დღეა ტრიპოლის ციხეში სხედან ბერძნული სანავთობო ტანკერ REX-ის კაპიტანი 55 წლის გენადი კომახიძე და მეზღვაურები - რომან კაკალაძე და ნუკრი ხოხბა. ბრალდება აქაც იდენტურია: ლიბიიდან დიდი ოდენობით დიზელის კონტრაბანდა. სასამართლო სხდომა ტრიპოლიში 17 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

ლიბიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ანგარიშის მიხედვით, 2012-2017 წლებში მათ, ნავთობის კონტრაბანდის ბრალდებით, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში, 80-ზე მეტი უცხოური გემი და 800-ზე მეტი მეზღვაური დააკავეს. დაპატიმრებულთა ნაწილი სასამართლო სხდომებს, ლიბიის სხვადასხვა ქალაქების ციხეებში გამოკეტილი დღემდე ელოდება.

ქართველი მეზღვაურების ტყვეობის (დაკავების) ყველაზე ხანგრძლივი და გახმაურებული შემთხვევები:
• სოსლან კაკაბაძე (ტანკერი Sovereign M, ლიბია) – 784 დღე, 24/08/2015 - დღემდე;
• სულხან ჯორბენაძე (ტანკერი African Pride, ნიგერია) – 767 დღე, 08/10/2003 – 14.12.2005;
• მემედ ზაქარაძე, შალვა ვერძაძე, თემურ ბედინაძე, თემურ მახარაძე, ანზორ ფართენაძე, დავით დევაძე, ზურაბ შერვაშიძე, გიორგი სირაძე, ჯაბა ქარჩავა, ნუკრი ჯიჯავაძე, ირაკლი ჯიქიძე, თემურ ვარშანიძე, ასლან დემურაძე, ჯიმშერ ასანიძე, გენადი ტიმოფეევი (ტანკერი OLIB G, სომალი) – 489 დღე, 08/09/2010 – 09/01/2012, მეკობრეებმა გაანთავისუფლეს გამოსასყიდის 3 000 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ;
• ივერი ყურაშვილი, გიორგი ყურაშვილი, ზურაბ გურალია, აკაკი ქაჯაია, ირაკლი დანელია (ტვირთმზიდი Vasilios N, ლიბია) – 324 დღე, 21/04/2010 – 10/03/2011, დაკავებულებმა გაქცევა მოახერხეს;
• არტურ არუთუნიანი, ზურაბ გიორგაძე, ნიკოლოზ პიჟოვი, ალექსანდრე ჩიჩაძე, ანატოლი არხანგოროდსკი, გულადი რუხაძე (ტანკერი Jenlil, სომალი) – 225 დღე, 30/07/2002 – 07/02/2003, მეკობრეების ტყვეობას თავი უპრეცედენტო გაქცევით დააღწიეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა