logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Daily Sabah»(თურქეთი): თურქეთის „ახლო საზღვარგარეთი“ შავი ზღვის რეგიონში
«Daily Sabah»(თურქეთი): თურქეთის „ახლო საზღვარგარეთი“ შავი ზღვის რეგიონში
14:06 18.10.2017

თურქულ გამოცემა «Daily Sabah»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია თურქეთის საგარეო პოლიტიკა

შავიზღვისპირეთში, კერძოდ, ყურადღება განსაკუთრებით დათმობილი აქვს უკრაინასთან ურთიერთობას: „ანკარას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ერთმანეთთან ადრე ძმურად, მაგრამ დღეს უკვე მტრულად განწყობილ სლავურ ქვეყნებს შორის“, - ნათქვამია მასალში.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ეშრეფ იალინკილიჩლის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის რეზიუმეს:

პუბლიკაციაში აქცენტირებულია ყირიმის პრობლემა: „რადგან ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყველაზე მძლავრი სამხედრო-საზღვაო ბაზაა დისლოცირებული (სევასტოპოლში), თურქეთისათვის, როგორც შავი ზღვის სახელმწიფოსა და იმავდროულად ნატოს წევრი ქვეყნისათვის ამ ფაქტორს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. რასაკვირველია, ყირიმის მიერთების ფაქტმა რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს დააშორა. უკრაინა ძალიან გადაიხარა დასავლეთისაკენ, თუმცა, რასაკვირველია, ორ სლავ ხალხს შორის უძველესი დროიდან არსებული ისტორიული კავშირების ერთ დღეში მოშლა შეუძლებელია. რუსეთი ხომ, ფაქტიურად, კიევიდან - რიურიკების დინასტიიდან ჩამოყალიბდა, იმ დროიდან ეზიარა რუსეთი ქრისტიანულ სამყაროსაც“.

ავტორის აზრით, უკრაინა უნდა დაუბრუნდეს ისეთი საგარეო პოლიტიკის გატარებას, როგორსაც პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა ახორციერლებდა, ანუ დაბალანსებული დიპლომატიას მოსკოვსა და დასავლურ სახელმწიფოებს შორის. ასევე აუცილებელია საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება თურქეთის მიმართულებით: თურქეთი, როგორც ჩანს, ერთადერთი სახელმწიფოა, რომლესაც უკრაინისთვის დახმარების გაწევა შეუძლია ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით.

„თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში არის ბოსფორ-დარდანელის სრუტეების უსაფრთხოების გარანტი. მათი მეშვეობით თურქეთი იცავს შავიზღვისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოებასაც. ამ თვალსაზრისით ყირიმის ანექსია მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას არ ემუქრება, ყირიმი თურქეთისთვისაც პრობლემას წარმოადგენს. ისტორიულად სწორედ აქედან აწყობდა რუსეთი ოსმალეთის ტერიტორიებზე თავდასხმებს. რა თქმა უნდა, ყირიმის პრობლემა მომავალშიც შეასრულებს კიევ-ანკარის ერთმანეთთან ინტეგრირების როლს.

მართალია, თურქეთს რუსეთთან ახლო კავშირები აქვს და ამას ანკარაში ვლადიმერ პუტინის ამასწინანდელი ვიზიტიც მოწმობს, მაგრამ ამის მიუხედავად, ანკარას შეუძლია დაბალანსებული პოლიტიკა გაატაროს კიევსა და მოსკოვს შორის. თურქეთს კონფლიქტური სიტუაციებიდან გამოსვლისა და მათი გადაწყვეტის კარგი გამოცდილება აქვს, მაგალითად, სირიის საკითხში.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი თითქმის ერთნაირი უნდობლობით ეკიდება თურქეთს და უკრაინას (კიევმა უვიზო რეჟიმი კი მიიღო, მაგრამ ბრიუსელმა მას ევროკავშირში წევრობაზე უარი განუცხადა), უკრაინამ თანამშრომლობა უნდა გააღრმავოს თურქეთთან, რათა წინ აღუდგეს ევროკავშირის პრეტენზიებს. თურქეთთან ურთიერთობა კიევისათვის საპირწონის როლს შესრულებს დასავლეთთან და რუსეთთან მიმართებით. მხედველობაშია აგრეთვე მისაღები თურქეთის როლი ნატოს გეგმებში შავი ზღვის რეგიონში.

კრემლისათვის კატეგორიულად მიუღებელია უკრაინის წევრობა ევროატლანტიკურ ალიანსში. რუსეთმა ამგვარი „წითელი ხაზების“ არსებობა არაერთხელ გაახსენა დასავლეთს საქართველოს მიმართ გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულებით: როცა საქართველოს ხელისუფლებამ, ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით (იგი დღეს უკრაინაში წინააღმდეგობრივ ოპოზიციურ პოლიტიკოსად ითვლება), ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია შავიზღვისპირეთსა და კავკასიის ფარგლებს მიღმა გავლენის გაფართოების მიზნით მიიწვია, რუსეთმა ამით ისარგებლა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა. რუსეთმა თავისი ნაბიჯით რეგიონში არამარტო ვაშინგტონის გავლენა გაანეიტრალა, არამედ ორი სეპარატისტული რესპუბლიკის - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც, რაც დღემდე გრძელდება.

უკრაინის მიმართ რუსეთი დღეს მოლოდინშია. მოსკოვმა ლოდინის სტრატეგია აირჩია, დონბასის კონფლიქტი „გაყინა“. ის ამ სიტუაციით სარგებლობს, რათა უკრაინა თავის ორბიტაზე შეინარჩუნოს“, - აღნიშნავს ავტორი.

პუბლიკაციაში ხაზგასმულია: „მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყირიმი ჯერ კიდევ უკრაინის ტერიტორიადაა მიჩნეული, ილუზიები ნურავის ექნება, რომ რუსეთი ყირიმს დააბრუნებს. ეს ძალიან საეჭვოა, რადგან მოსკოვი ამ საკითხში შეუვალია. თუმცა არაა გამორიცხული თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობა კონფლიქტების მოგვარების სფეროში - როგორც უკვე ვთქვით, სირიის მსგავსად“.

სტატიის დასასრულს ავტორი უკრაინას და რუსეთს სთავაზობს თანამშრომლობას ყირიმელი თათრების სტატუსის საკითხშიც, რაშიც თურქეთსაც შეუძლია თავისი წვლილის შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საკითხი ყველა მხარისათვის დიპლომატიურ თავის ტკივილად დარჩება, განსაკუთრებით რუსეთისათვის. მოკლედ, რეგიონში ბევრი წყალქვეშა კლდეა, ხელშემშლელი პრობლემები, მაგრამ მათი მოგვარება ყველასათვის აუცილებელია“.


 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა