logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): რუსული ფანდები ჟენევაში და მის ფარგლებს გარეთ
«Radio Voice of America» (აშშ): რუსული ფანდები ჟენევაში და მის ფარგლებს გარეთ
00:02 17.10.2017
ჟენევაში დისკუსიების მორიგი 41–ე რაუნდი გაიმართა, რაც ორი დღის წინ დასრულდა და იქ საკმაოდ საგულისხმო განაცხადები გაისმა. რუსული მხარის მიერ ჟენევის დისკუსიის ფორმატი გამოყენებული იქნა ნატო–საქართველოს კავშირის კრიტიკისთვის. ოფიციალურ ტექსტში, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოტანილი, ნათქვამია, რომ წვრთნები პრობლემას უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას. რუსული დელეგაციის აზრით, ზაფხულსა და შემოდგომაზე საქართველოში გამართული წვრთნები პარტნიორების მონაწილეობით უპრეცენდენტოდ ფართომასშტაბიანი იყო. „მონაწილეობას იღებდა იმდენი სამხედრო პირი და გამოიყენებოდა იმ რაოდენობის სამხედრო მძიმე ტექნიკა, როგორიც ამ დრომდე არასდროს ჩართულა პროცესში, ის რეკორდული ოდენობისაა. წვრთნების მონაწილე ნატოს წევრი სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლების რიტორიკაში ისმოდა, რომ მანევრებს ანტირუსული მიმართულება აქვს და რომ დიდია მათი მნიშვნელობა საქართველოსთვის სამხრეთ ოსეთის მომავალი „დეოკუპაციის“ (ბრჭყალები ორიგინალ ტექსტშია, ნ.დ.) თვალსაზრისით.“

რუსული დელეგაცია მიიჩნევს, რომ ნატოსთან დაახლოების პოლიტიკა, რასაც საქართველოს მხრიდან აქვს ადგილი, აუფასურებს ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას და ზრდის დაძაბულობას რეგიონში. „მიუღებელი და პროვოკაციული ხასიათის მატარებელია ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული რეზოლუცია“, - ნათქვამია ოფიციალურ ტექსტში.

რუსული მხარე აღნიშნავს, რომ დისკუსიის დროს ქართული მხარის გარდა, ყველა, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, შეთანხმდა იმაზე, რომ ვითარება სამხრეთ ოსეთ-საქართველოსა და აფხაზეთ-საქართველოს საზღვრებთან არის სტაბილური და განჭვრეტადი.

ქართულმა მხარემ ჟენევის დისკუსიის დროს ერედვში ქართული კვალის განადგურების შემთხვევის შესახებ ისაუბრა და მოუწოდა საერთაშორისო მისიებს, მოინახულონ ეს ადგილები. ამ ფაქტის თაობაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც განაცხადა უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე ბათუმში.

რუსული სიურპრიზები ამით არ დასრულებულა. რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების უცვლელმა წევრმა ჟენევაშიც და პრაღაშიც, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინიმ 10 ოქტომბერს „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მორიგი ქართულ–რუსული შეთანხმება ახსენა და ქართულ მხარეს დასდო ბრალი მის შეუსრულებლობაში. საუბარია 2011 წლის საქართველო–რუსეთის შეთანხმების თაობაზე როკთან და ფსოუსთან ტვირთების კონტროლის შესახებ. ამ დრომდე ქართული მხარე მუდმივად აცხადებდა, რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა პირობა აქვს შესრულებული და საქმეს რუსეთი აჭიანურებს. ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი აცხადებს: „გაუგებარია ამ განცხადების შინაარსი ან კონტექსტი რაიმე რაციონალურ მიზეზთან იყოს დაკავშირებული. ცალსახად გიდასტურებთ, რომ ქართულ მხარეს თავისი ვალდებულებები აქვს შესრულებული და პროცესის დაჩქარებისთვის საჭიროა რუსული მხარის შემხვედრი ნაბიჯები გაფორმებული მემორანდუმის შეთანხმების ფარგლებში და იმ პირობების დაცვით, რომელიც 2011 წელს იქნა მიღებული.“

გრიგორი კარასინმა კი თქვა: „ამ საკითხებზე კითხვა ქართულ მხარეს უნდა დაუსვათ. ნამდვილად ატარებდა ოპტიმისტურ ხასიათს ჩემი და აბაშიძის დიალოგი ივლისში. გაჩნდა შეგრძნება, რომ საქართველოში, როგორც იქნა გადაიკითხეს 2011 წლის შეთანხმება რუსეთთან საბაჟო მონიტორინგისა და ვაჭრობის თაობაზე და გაიაზრეს ის, რაც ისედაც ცხადი იყო: ხელშეკრულება ორივე მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას. შეგახსენებთ, რომ დოკუმენტი საქართველოსაც და რუსეთსაც ავალდებულებს (ორივეს საკუთარი ტერიტოეიბის ფარგლებში) დაემორჩილოს შვეიცარული მონიტორინგის კომპანიას. სამწუხაროდ, მალე გაირკვა, რომ თბილისის პოზიცია საერთოდაც არ შეცვლილა. იქ, ძველებურად სურთ, რომ რუსეთმა შეასრულოს შეთანხმება ცალმხრივად, საკუთარ პასუხისმგებლობაზე კი სიტყვის გაგონებაც არ სურთ. ცხადია, რომ ასე საქმე ვერ გამოვა. მთლიანობაში, არსებულ არც თუ იოლ სიტუაციაში სამხრეთ კავკასიაში 2011 წლის შეთანხმება იძლევა ადექვატურ სამართლებრივ საფუძველს რეგიონული ტრანზიტული ვაჭრობისთვის. მოვუწოდებთ თბილისს ყოველგვარი მიკიბვ–მოკიბვის გარეშე განაცხადონ მზაობის შესახებ და კეთილსინდისიერად შეასრულონ საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები. ეს საშუალებას მოგვცემს რეგიონული ტრანზიტის საკითხი პრაქტიკულ სიბრტყეში გადავიტანოთ.“

ვიქტორ დოლიძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა: „როდესაც მათ ოკუპაციის შემდგომ შეცვალეს რეალური ვითარება ადგილზე, ბუნებრივია, შვეიცარულ კომპანიასთან ერთად მათ უნდა აკონტროლონ ეს ტვირთ–ბრუნვა. აქედან გამომდინარე, გაურკვეველია ჩვენთვის მათი განცხადება. ამას სჭირდება მხოლოდ ერთი რამ: დაიწყოს პროცესი. პროცესი რომ დაიწყოს რუსეთი უნდა დათანხმდეს და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.“

რუსეთი კმაყოფილებას ვერ ფარავს აფხაზეთის მიმართულებით გადასასვლელი პუნქტების გაუქმების გამო და აცხადებს, რომ ამით სიტუაცია უფრო მოწესრიგებულია.

რუსული და ოსური მხარე აპროტესტებს ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზებთან გამართულ საპროტესტო აქციებს, უცხოელი დიპლომატების ვიზიტებს ამ ადგილებზე და იმუქრება, რომ მსგავსი პროპაგანდისტული აქციები სიტუაციის გამწვავებამდე მივა, რაშიც ქართული მხარე იქნება დამნაშავე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა