logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ნეზავისიმაია გაზეტა“: ემირ კუსტურიცასა და ვალერი გერგიევისთვის თბილისში საკანია გამზადებული, მაგრამ კომფორტის გარეშე
„ნეზავისიმაია გაზეტა“: ემირ კუსტურიცასა და ვალერი გერგიევისთვის თბილისში საკანია გამზადებული, მაგრამ კომფორტის გარეშე
17:19 15.10.2017
რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია მსოფლიოში ცნობილი ადამიანების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების - სერბეთის მოქალაქის, რეჟისორისა და მომღერლის ემირ კუსტურიცასა და რუსეთის მოქალაქის, ეროვნებით ოსი დირიჟორის ვალერი გერგიევის საქართველოში სავარაუდო ჩამოსვლის თაობაზე. როგორ მოექცევიან მათ ქართველი სამართალდამცველები? ერთიც და მეორეც სამხრეთ ოსეთში არიან ნამყოფნი, ანუ საქართველოს იმ ნაწილში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული. ქართული კანონმდებლობის, კერძოდ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, სამხრეთ ოსეთში ყოფნით მათ დანაშაული ჩაიდინეს და სასჯელი ელოდებათ. „როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, სამართალდამცველები კანონის თანახმად იმოქმედებენ და არავის მიმართ გამონაკლისს არ გააკეთებენ. მერე რა, რომ ისინი ცნობილი ადამიანები არიან, უნდა დაფიქრებულიყვნენ გადადგმულ ნაბიჯებზე“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - იური როქსი).

როგორც ჩანს, გამოჩენილი რეჟისორის ემირ კუსტურიცას საქართველოში ვიზიტი, სადაც იგი ჯგუფ The No Smoking Orchestra-ს შემადგენლობაში უნდა ჩასულიყო, უბრალოდ არ შედგება.

„ჯერ კიდევ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ჟამს „ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ მიღებულ საქართველოს კანონის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ სხვადასხვანაირი თვალსაზრისები არსებობს. თვით საქართველოს ხელისუფლებაში თავის დროზე ამ სამართლებრივ აქტს მოწინააღმდეგეები ჰყავდა. მაგალითად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებდა, რომ კანონი ხელს უშლის აფხაზებთან ოსებთან შერიგების, მათთან კონტაქტების დამყარების პროცესსო. მოგვიანებით დაიწყეს კანონის ცალკეული დებულებების შეცვლაზე ფიქრი, მათი სიმკაცრის შერბილების მიზნით. ანუ ის პირები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევიდოდა, მას იმდენად პატიმრობა კი არ ემუქრებოდა, რამდენადაც ადმინისტრაციული ჯარიმა. ბოლო დროს კანონდამრღვევების მიმართ ქართველი სამართალდამცველები ძირითადად საჯარიმო სანქციებს იყენებდნენ.

ემირ კუსტურიცას ჯგუფის The No Smoking Orchestra-ს კონცერტი თბილისში 8 დეკემბერს იყო დაგეგმილი. მანამდე საქართველოს დედაქალაქში დიდი ანშლაგით ჩატრადა ბალკანელი ვარსკვლავის გორან ბრეგოვიჩის კონცერტიც, რომელმაც ემირ კუსტურიცას ცნობილი ფილმებისათვის („ბოშათა დროს“, „ანდერგრაუნდი“, „შავი კატა“) საუნდთრეკები შექმნა. ემირ კუსტურიცას კონცერტისათვის უკვე ბილეთების გაყიდვა დაიწყებული იყო, რომ ვიღაცას გაახსენდა - „მოიცა, ეგ ტიპი ხომ ის არის, რომელიც ცხინვალში იყო და იქ ოსებს შეხვდა? ესე იგი, პუტინის კაცია, მაგის ფეხი არ იყოს თბილისშიო“ და თუ მაინც ჩამოვა, ციხეში საკანი გაუმზადეთ მაგ კანონდამრღვევსო.

ისე, კაცმა რომ თქვას, ემირ კუსტურიცამ ცხინვალში ყოფნისას მართლაც გააკეთა ანტიქართული განცხადებები, ასევე ოსებს დაპირდა ფილმის გადაღებას, რომელშიც მათი თავისუფლებისაკენ სწრაფვა იქნებოდა გადმოცემული. ამ ხმაურიანი დაპირების შემდეგ ქართველმა „სასახლის რეჟისორებმა“ კოლექტიური წერილი გაუგზავნეს ემირ კუსტურიცას, აუხსნეს, რომ საქართველოს ისტორიაში სუვერენული სამხრეთ ოსეთი არასოდეს არსებობდა და სთხოვეს, რომ ხელი აეღო თავის განზრახვაზე. არავინ იცის, წერილმა იმოქმედა თუ სხვა რაიმე ფაქტორმა, მაგრამ ემირ კუსტურიცას ფილმი არ გადაუღია.

როცა სერბმა რეჟისორმა გაიგო, რომ თბილისში მას „თბილ“ დახვედრას უმზადებდნენ განაცხადა, რომ ყოველთვის აინტერესებდა ქართული კინემატოგრაფია, ქართული ხელოვნება და ძალიან უნდოდა საქართველოს სწვეოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ იმ შემთხვევაში ეწვევა, თუ ხელისუფლება უარს იტყვის მის წინააღმდეგ წაყენებულ პრეტენზიებზე.

პრეტენზიები კი საქართველოს ხელისუფლებას უკან არ მიაქვს, ანუ მას თბილისში ჩასვლისას აუცილებლად დაიჭერენ. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ ემირ კუსტურიცა ხელბორკილებში ვნახოთ. ცხინვალში ანტიამერიკანისტი მემარცხენე რეჟისორის მიერ წლების წინ გაკეთებული განცხადებები იმ დროს საქართველოს ხელისუფლებამაც უბრალო ტრაბახად მიიჩნია. როგორც ჩანს, ემირ კუსტურიცას კონცერტის გაუქმებით ოფიციალურ თბილისი კიდევ ერთხელ ცდილობს მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემისადმი.

რაც შეეხება ვალერი გერგიევს, არავინ იცის, თუ საიდან გაჩნდა ინფორმაცია მისი თბილისში ჩასვლის განზრახვაზე. ყოველ შემთხვევაში, თუ იგი საქართველოს დედაქალაქში გამოჩნდება, ემირ კუსტურიცასაგან განსხვავებით, მას მაქსიმალურად მკაცრად დასჯიან. ყველას კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ ვალერი გერგიევის დირიჟორობით ორკესტრის მიერ ჩატარებული კონცერტი ცხინვალში - იმ ადგილთან ახლოს, სადაც ქართველი სამხედრო ტყვეები იყვნენ თავმოყრილი. იმ დროს საქართველოს ხელისუფლებამ მისი მოქმედება დაცინვად და აბუჩად აგდებად მიიჩნია. ცხადია, იმის მიუხედავად, რომ ვალერი გერგიევი ცნობილი დირიჟორია, თბილისი მას წყენას არაფერს აპატიებს“, - ნათქვამია სტატიაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა