logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«kaspiy» (აზერბაიჯანი): რუბენ მეღრაბიანი ჯავახეთის სომხებს სტრასბურგის სასამართლოში ჩივილისათვის აქეზებს
«kaspiy» (აზერბაიჯანი): რუბენ მეღრაბიანი ჯავახეთის სომხებს სტრასბურგის სასამართლოში ჩივილისათვის აქეზებს
16:55 15.10.2017
„ცნობილმა სომეხმა პოლიტოლოგმა რუბენ მეღრაბიანმა, რომელიც ყოველივე თურქულის მიმართ თავისი განსაკუთრებული „სიყვარულით“ გამოირჩევა, სამ ოქტომბერს გაზეთ „არავოტში“ დაიქუხა: გამოქვეყნა სტატია დამაინტრიგებელი სათაურით „სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა: უფრო სერიოზულობა გვმართებს, დრო შეიცვალა!“, - წერს აზერბაიჯანის რუსულენოვანი გაზეთ „კასპიის“ ჟურნალისტი თამილა ნურიევა, რომელიც სომეხ პოლიტოლოგის პოზიციას ნეგატიურად აფასებს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:

„ქართულ-სომხური ურთიერთობების ანალიზის ფონზე სომეხი პოლიტოლოგი მთელ თავის მრისხანებას რუსეთისაკენ მიმართავს, რომლის პოლიტიკამ უბედური სომხეთი მსხვერპლად შეიწირა და ეგრეთ წოდებულ „ევრაზიულ კავშირში“ შეითრია. რუბენ მეღრაბიანი ვეღარ ითმენს რუსული ჩაგვრის გაგრძელებას, თავის მზერას საქართველოსაკენ მიმართავს, რომელიც სომხეთის უძველესი მეზობელია და რაც „ისტორიის სახელმძღვანელოს პირველივე გვერდზე დასტურდება“. როგორც ჩანს, რუბენ მეღრაბიან ის სახელმძღვანელო აქვს მხედველობაში, რომელიც სომხეთშია შეთითხნილი. ისტორიას ხომ არ ახსოვს 1921 წლამდე სამხრეთ კავკასიაში სომხური სახელმწიფოს არსებობა.

[ჩვენს რეგიონში] მოსულ ეთნოსს არა და არ სურს საკუთარი მიუსაფრობის აღიარება და ცდილობს სომეხი ხალხის გენეტიკურ მახსოვრობაში არარსებული ავტოხთონობა დააფიქსიროს, თანაც აზერბაიჯანის ისტორიულ მიწა-წყალზე.

რუბენ მეღრაბიანის მტკიცებით, საქართველო და სომხეთი ერთმანეთის ერთადერთი მეზობლები არიან, რომლებსაც საერთო ფასეულობები აქვთო. ამ შემთხვევაშიც ძალიან ცდება სომეხი პოლიტოლოგი, როცა ამაყ ქართველებს მატყუარა და ფლიდ სომხებთან აიგივებს. ქართველებს და სომხებს სარწმუნეობაც სხვადასხვა აქვთ და მისწრაფებებიც: საქართველო უკვე ევროპაშია, სომხეთი კი, როგორც არ უნდა სურდეს დასავლეთი, მაინც აღმოსავლურია. საინტერესო ფაქტია: თუი ადრე სომხეთის მთავარი მტრები თურქეთი და აზერბაიჯანი იყო, ახლა თავისი ქვეყნის მთავარ მტრად რუბენ მეღრაბიანს რუსეთის მიაჩნია.

კუმურდოში მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ კარგად გამოამჟღავნა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხების ჭეშმარიტი სახე. მართალია, სომხურმა მასმედიამ, ადრინდელისაგან განსხვავებით ამ ფაქტს რატომღაც გარკვეული თავშეკავებით მიუდგა, მაგრამ რაც დაიწერა-გამოქვეყნდა, ყველგან ერთიდაიგივე პოზიციაა - კუმურდოს ტაძარი სომხურია, საქართველოს ხელისუფლება კი სომხებს ხაჩკრის დადგმის ნებას არ აძლევს.

აზერბაიჯანის მაგალითზე ყველასათვის ცნობილია, თუ რა მზაკვრულ პოლიტიკას ატარებს სომხეთი რეგიონში, როგორი ჭუჭყიანი ხრიკებით ცდილობს ერევანი მიზნების განხორციელებას, როგორ დაადგა თვალი სომხეთმა საქართველოს ტერიტორიას - ჯავახეთს, რომელსაც სომხები თავიანთებურად „ჯავახკს“ უწოდებენ. სომხებს ყველაფრის მითვისება უნდათ, მათ შორის ჯავახეთისაც.

ცხადია, რუბენ მეღრაბიანს ესმის, რომ „ისტორიზაციის“ თუ „კლერიკალიზაციის“ გზა საბოლოოდ ჩიხში შემყვანია. მაგრამ რატომ წერს იგი „ისტორიზაციაზე’? იმიტომ, რომ სომხეთი დიდი ხანია აცხადებს ჯავახეთის კუთვნილებაზე, რომელიც სომხებით არის დასახლებული. იყო ამ რეგიონის მიერთება-მითვისების მცდელობებიც. რით განსხვავდება ეს სომხური „მიაცუმის“ პოლიტიკისგან? ჰმ, „კლერიკალიზაცია“! ეს ხომ სომხური ეკლესიის მიერ ქართული ტაძრების მითვისებაა. კარგი ტანდემია, ვერაფერს იტყვი.

ტყუილადაა ნაწყენი რუბენ მეღრაბიანი, რატომ უწოდებს რუსული, თურქული და აზერბაიჯანული მასმედია ჯავახკელ სომხებს სეპარატისტებსო. დიახ, სეპარატისტები არიან და იმიტომ. არის ტენდენცია იმისა, რომ ისინი უეცრად ტერორისტებადაც გადაიქცევიან. რუბენ მეღრაბიანი ჯავახკელ თანამემაულეებს საქართველოს წინააღმდეგ აქეზებს, როცა წერს - „რადგან თბილისმა ხელი მოაწერა ყველა ევროპულ შეთანხმებას, ახლა თავისუფლები ხართ, დაიცავით თქვენი უფლებები, სტრასბურგის სასამართლოსაც შეგიძლიათ მიმართოთო“. მაგარია, ხომ?

რუბენ მეღრაბიანის სტატიის კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იგი თითქოსდა მთვარიდან ჩამოვარდა ან სხვა პლანეტაზე ცხოვრობს. ყოველ შემთხვევაში, თუ ის მართლაც პოლიტოლოგია, იგი უნდა მიხვდეს: ის გზა, როგორიც სომხეთმა აირჩია, მას ევროპულ ფასეულობებამდე არ მიიყვანს. უმჯობესია მან საკუთარ პარლამენტს მიხედოს, რომელმაც ხმების უმრავლესობით ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება დაამტკიცა.

და საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ „უძველესი დროიდან ერთმანეთის გვერდით მცხოვრები ქართველები და სომხები ჯერ კიდევ ერთმანეთს კარგად არ იცნობენ“. ინტრიგებისა და პროვოკაციებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს თვითონ სომხები ქმნიან, სწორედ მათ აქვთ პრეტენზია იმაზე, რაც არ ეკუთვნით. დროა, სერიოზულები გახდეთ, ბატონო მეღრაბიან, საუკუნე ხომ მართლაც შეიცვალა“, - წერს თამილა ნურიევა.



p.s. რუბენ მეღრაბიანის სტატიის ქართულენოვანი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ!

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა