logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 «Առավոs//არავოტი» (სომხეთი): რაც სომხებმა კუმურდოში გააკეთეს მიუღებელია! საქართველოსთან ურთიერთობაში მეტი სერიოზულობა გვმართებს!
«Առավոs//არავოტი» (სომხეთი): რაც სომხებმა კუმურდოში გააკეთეს მიუღებელია! საქართველოსთან ურთიერთობაში მეტი სერიოზულობა გვმართებს!
16:44 15.10.2017
სომხური გამოცემა «Առավոs//არავოტი»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში (ანუ როგორც მას სომხები უწოდებენ - გუმბურდოში) მომხდარ ინციდენტს (ადგილობრივ სომხურ მოსახლეობასა და პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებას). მასალაში განხილულია აგრეთვე სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობის პრობლემებიც (ავტორი - რუბენ მეღრაბიანი).

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

„გუმბურდოში მომხდარმა ამბებმა ცხადყო, რომ პრობლემაზე ღიად უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ემოციებისა და დიპლომატიური პირობითობების გარეშე. მასზე უნდა ვისაუბროთ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე - ისე, როგორც 21-ე საუკუნის სეკულარულ სახელმწიფოებს შეჰფერით.

აშკარაა, რომ ჩვენი ურთიერთობების „ისტორიზაცია“, მით უფრო „კლერიკალიზაცია“ - ესაა გზა არსაით. თუ ამ გზით წავალთ, ყველასათვის ცნობილი გარეშე ძალები თავიანთ ჭუჭყიან ხელებს ქართველებსა და სომხებს შორის დანთებულ ცეცხლზე გაითბობენ. უბრალოდ, შეხედეთ ზოგიერთი ქვეყნის მასმედიას, როგორ ახდენენ ქართული სახელმწიფოებრიობის დისკრედიტირებას, ჯავახკელ სომხებს კი „სეპარატისტებს“ უწოდებენ... და ეს ხდება მაშინ, როცა ორი სახელმწიფო, რომლებიც მეზობლებია არიან ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან, რომელთა შესახებ ისტორიის სახელმძღვანელოს პირველსავე გვერდზე წერია... საქართველო და სომხეთი ხომ ერთადერთი მეზობლები არიან რეგიონში, რომლებთაც საერთო ფასეულობები აქვთ. ამის გაცნობიერება ჩვენთვის უფრო საჭიროა ახლა, ამ დროს, როცა თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში მიმდინარე შიდა მუტაციების ფონზე საქართველო ევროპული სახელმწიფოს აშენებს, სომხეთი კი ეგრეთ წოდებული „ევრაზიული კავშირის“ მსხვერპლი შეიქმნა.

საქართველომ ხელი მოაწერა ყველანაირ ევროპულ ქარტიას, ვენეციის კომისიამ ქართული კანონმდებლობა დემოკრატიულად აღიარა. ესე იგი, ჯავახკელ სომხებს მეტი თავისუფლება აქვთ თავიანთი უფლებების განხორციელებაში და თუ მათ რაიმე არ აკმაყოფილებთ, სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობაც აქვთ. რაც შეეხება პრობლემის ისეთი მოქმედებით მოგვარებას, როგორც ეს გუმბურდოში მოხდა, როგორც ეს სომხებმა გააკეთეს, აბსოლუტურად მიუღებელია: ყოველი საკუთარი თავისადმი მეტ-ნაკლებად პატივმცემელი სახელმწიფო მსგავს მოვლენას არ დაუშვებს, გინდაც ის სომხეთი ან საქართველო იყოს. განურჩევლად იმისა, თუ რას ეხება საკითხი - ეკლესიას, ისტორიასმ კულტურას თუ განათლებას, ყველაფერი კანონის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს არის ჩვენი მეზობლის - საქართველოს რესპუბლიკის პრეროგატივა, მხოლოდ მისი.

რასაკვირველია, თავის მხრივ სომხეთიც უნდა გამოფხიზლდეს „ლეთარგიული ძილიდან“ და საქართველოსთან სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ურთიერთობა თვითდინებაზე არ უნდა მიუშვას.

როგორც ჩანს, ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება ვერადავერ გამოვიდა „მიმინოს“ ფორმატიდან. დღეს სხვა სიტუაციაა და საქართველო-სომხეთის წინაშე მდგარი პრობლემები, გამოწვევები, სასიცოცხლო ინტერესები სხვაგვარი დონის ურთიერთობას და მიდგომებს საჭიროებს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, როგორ ჩიხში აღმოჩნდა სომხეთი არა იმდენად აზერბაიჯანისა და თურქეთის მტრული პოზიციის გამო, რამდენადაც რუსეთთან ჩვენი „საუკუნეობრივი მეგობრობის“ წყალობით, რომელიც იმპერიულმა მოსკოვმა ერევნის წინააღმდეგ მიმართული შანტაჟის ინსტრუმენტად გადააქცია. ამის საპასუხოდ სომხეთმა მეტი რეგიონული ინიციატივა უნდა გამოიჩინოს.

ნატოს და დასავლეთს კავკასიის სტრატეგია არ აქვთ, სამაგიეროდ, საქართველომ მოახერხა და თურქეთ-აზერბაიჯანთან ურთიერთობები დაალაგა, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით. მაშ რატომ ვერ შეძლო სომხეთმა იგივე გაეკეთებინა ირანთან? ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენს შორის „ჩაწოლილები“ არიან „გაზპრომი“, „როსნეფტი“, „რუსეთის რკინიგზა“ და რუსი მესაზღვრეები, რომლებიც გაუგებარია, ვისგან ან რისგან გვიცავენ, მაგრამ ჩვენს ხარჯზე არიან. ამის სანაცვლოდ, საქართველოს საზღვარზე ახალ ტარიფებსა და ბაჟებს ვაწესებთ, ერთი საზამთროსათვის ჩვენი მებაჟე ქართველებს ოთუზბირს ახდევინებს, რათა „ევრაზიული კავშირის“ წინაშე აღებული ვალდებულება შევასრულოთ. მერე გვიკვირს, რატომ უჩნდებათ ეჭვი ქართველებს სომხეთის მიმართ, სომხური პოლიტიკის მიმართ. ხომ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ამგვარი პოლიტიკა ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს და უარყოფითად აისახება ჩვენივე თანამემამულეებისადმი თბილისის დამოკიდებულებაზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა უარი ვთქვით ნატოს წრთვნებში მონაწილეობაზე (სამცხე-ჯავახეთში) და ჩვენი ნაბიჯი საქართველოს დავაბრალეთ. არადა, სანდო წყაროებიდან ვიცით, რომ ადგილობრივ სომხებს ძალიან გაეხარდათ, როცა გაიგეს - სომხეთიც მონაწილეობსო წრთვნებში და გეგმავდნენ საზეიმოდ შეხვედრას სომეხ ჯარისკაცებთან

მოკლედ, გვეყოფა, რა, ასეთი უყურადღებობა და მიშვებული პოლიტიკა სომხურ -ქართულ ურთიერთობებში, სიტუაცია უკვე აუტანელი ხდება. მაშინ როცა უკვე თვით ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ სომხეთი ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილიაო, სომხეთი ევროპული ფასეულობების ერთგულიაო, რა გვინდა ამ „საუკუნო მეგობართან“? ჩვენს მიერ მოწონებულ ევროპულ ფასეულობებს „საუკუნოდ მეგობარი“ ქვეყნის კულტურის მინისტრი „ნატოს პროპაგანდას“ უწოდებს, იქაური რელიგიური ლიდერი კი „სატანისტურს“. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გზა, რომელიც ევროპულ ცივილიზაციასთან გვაკავშირებს, სწორედ საქართველოზე გადის და არა ზოგიერთებისათვის ძალიან „საყვარელ“ ლარსზე, რომელიც ემიგრაციის, ქვეყნის დასუსტებისა და ეროვნული დამცირების სიმბოლოა.

სამწუხარო ფაქტია, რომ სომხეთი და საქართველო, რომლებიც ერთმანეთთან უძველესი პერიოდიდან ცხოვრობენ, ერთმანეთს მაინც ცუდად იცნობენ, ანუ საქართელოში - სომხებს, სომხეთში კი - ქართველებს. ეს კარგ ნიადაგს ქმნის პროვოკაციებისთვის. კარგია, რომ დღემდე ორივე მხარემ შეძლო თავიდან აეცილებინა რაიმე მნიშვნელოვანი კრიზისი. კარგია, რომ ორივე მხარე ცდილობს ლოკალურ ინციდენტები მასობრივ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. მაგრამ ეს უკვე საკმარისი აღარ არის. ჩვენი ვალია მომავალ თაობას ღირსეული პოლიტიკურ-დიპლომატიური ბაზა შევუქმნათ, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც სომხეთისათვის, ასევე საქართველოსათვის. არ არსებობს „სომხურ-ქართული პრობლემები“, არსებობს მხოლოდ ყამირი საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში, არის ჯავახკის სომხების ინტეგრაციის საკითხი ქართულ საზოგადოებაში ევროფასეულობების საფუძველზე. უბრალოდ, დროა მეტი სერიოზულობა გამოვიჩინოთ, უკვე ახალი საუკუნეა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა