logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«ნეზავისიმაია გაზეტა» (რუსეთი): სააკაშვილის პარტია სიტუაციას არყევს
«ნეზავისიმაია გაზეტა» (რუსეთი): სააკაშვილის პარტია სიტუაციას არყევს
16:27 15.10.2017
„საქართველოს ყოფილმა მმართველმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი წინასაარჩევნო კამპანია საპროტესტო რეჟიმში გადაიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალების“ მთელმა სააგიტაციო საქმიანობამ 21 ოქტომბრამდე, ანუ ხმის მიცემამდე, შეიძლება მანიფესტაციის, მსვლელობის, მიტინგის სახე მიიღოს. აშკარაა, რომ „ნაცმოძრაობა“ მოქმედი ხელისუფლებისა და მისი დამაარსებლის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისადმი კრიტიკასაც არ დაიშურებს. თუმცა, ხელისუფლებამ „ნაციონალებს“ შეახსენა - რამდენიც გინდათ იარეთ და იმიტინგეთ, მაგრამ კანონის დარღვევა არ გაბედოთო“, - ნათქვამია «Независимая газета»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - იური როქსი).

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის რეზიუმეს ქართულ ენაზე:

პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის შუქ-ჩრდილები. მასში აღნიშნულია, რომ „ნაციონალთა“ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ზაალ უდუმაშვილმა გაახმოვანა მას შემდეგ, რაც თბილისის მერიის შენობასთან შეხლა-შემოხლა მოხდა. საქმე იმაშია, რომ დედაქალაქის მერიამ თბილისის ცენტრში არსებული მიწის ნაკვეთი თითქმის სრულიად უსასყიდლოდ გადასცა ბიძინა ივანიშვილის კომპანიებს. „ნაციონალები“ პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ მერიასთან და მერთან შეხვედრა მოითხოვეს. პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო, რამდენიმე აქტიური მონაწილე დააკავა კიდეც. ყოფილმა მმართველმა პარტიამ პოლიცია უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულა და სახალხო დამცველს (ომბუდსმენს) უჩა ნანუაშვილს საქმეში ჩარევისაკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ომბუდსმენმა განაცხადა, რომ „ნაციონალები“ მართლები არიან, პოლიციამ ზედმეტი აქტიურობა გამოიჩინაო.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამგვარ შეხლა-შემოხლებს პარტიებისთვის ხშირად მოაქვთ დამატებითი ქულები, მაგრამ როგორც დამკვირვებლები ამბობენ, ამგვარი მოქმედება „ნაციონალებისთვის“ შეიძლება საზიანო იყოს, რადგან ყველას ახსოვს - მათი მმართველობის პერიოდში პოლიცია უფრო მკაცრად იქცეოდა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს თავ-პირს ამტრევდა.

რასაკვირველია, „ნაციონალების“ ასეთი აქცია, პრინციპში, მოსალოდნელიც კი იყო, რადგან ისინი „ქართული ოცნების“ უპირატესობით ერთობ გაღიზიანებულები არიან: ყველა გამოკითხვა, თავისი პლუს-მინუსებით, მიუთითებს, რომ „მეოცნებეებმა“ ბევრად უკან ჩამოიტოვეს არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიები, „ნაცმოძრაობასთის“ ჩათვლით. ამიტომაც, როგორც აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ შედგენილ ანგარიშშია აღნიშნული (წინასაარჩევნო კამპანიის დაკვირვების საფუძველზე), „ნაციონალებმა“ რაღაც უნდა შეცვალონ თავიანთ საქმიანობაში, თორემ ისე მათი წარმატების შანსი ძალიან დაბალიაო. მართალია, მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აქტიურობს, რაც ბევრ ქართველ „ნაციონალს“ სიხარულს გვრის, მაგრამ ის უკრაინაშია, ესენი კი აქ, საქართველოში. ჰოდა, საქართველოს ხელისუფლება, უკრაინისაგან განსხვავებით, კონტრზომებზე დიდხანს არ იფიქრებს... თუმცა, რა თქმა უნდა, „ენდეაი“-ს მომავალ ანგარიშში სულ სხვა ჩანაწერი იქნება.

საერთოდ კი, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პლურალიზმი მაღალ დონეზეა, ამომრჩევლებს არჩევის სრული თავისუფლება აქვს, ცესკო აქტიურად ემზადება, უსაფრთხოება დაცულია, საიმედო და დემოკრატიული არჩევნების ტენდენცია გრძელდება. სხვათა შორის, ამ ანგარიშის საკმაოდ ლოიალური ტონი საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ NDI საქართველოს ხელისუფლების მკაცრ კრიტიკას არ ერიდება ხოლმე. და თუ ასეთ პოზიტიურ ფონზე „ნაციონალები“ არჩევნებს წააგებენ, დამარცხება მათთვის ორმაგად მწარე იქნება. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება პარტიის პერსპექტივისა და მისი სიცოცხლისუნარიანობის საკითხი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა