logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„golosarmenii“(სომხეთი): სააკაშვილი ამერიკის სპეცსამსახურებს ვერსად გაექცევა, სწორედ მათ ემსახურებოდა ის მრავალი წლის განმავლობაში
„golosarmenii“(სომხეთი): სააკაშვილი ამერიკის სპეცსამსახურებს ვერსად გაექცევა, სწორედ მათ ემსახურებოდა ის მრავალი წლის განმავლობაში
20:59 01.10.2017
სომხურ გამოცემა «Голос Армении»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოს ექს-პრეზიდენტის უკრაინაში საქმიანობის შედეგებზე, განხილულია ე.წ. „მიხეილ სააკაშვილის ფენომენი“: როგორ მოხდა, რომ სამშობლოდან საჩქაროდ გაქცეულმა სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა ჯერ უკრაინაში ჰპოვა თავშესაფარი, ქვეყნის ხელისუფლებისაგან მოქალაქეობა მიიღო, მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნა, ახლა კი იმავე ხელისუფლებას ებრძვის (ავტორი - მარინა მკტჩიანი).

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მომხდარი ამბები, კერძოდ კი მიხეილ სააკაშვილის მოქმედება ყველაზე კარგად დაახასიათა ქართველმა პოლიტიკოსმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ, რომლის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ზურგსუკან აშშ-ის „ცეერუს“ შენობა მოჩანსო.

„მართლაცდა, აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარზე კი არ გადაიყვანეს, არამედ „კონტრაბანდული საქონლის“ სახით გადაიტანეს. ერთი ვერსიით, ეს იყო ამერიკის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ოპერაცია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს რეიტინგის წარმოუდგენელი დაცემით არის ნაკარნახევი, ანუ მისმა კრახმა განაპირობა ის, რომ თეთრმა სახლმა და კონგრესმა თვალი კვლავ მიხეილ სააკაშვილს მიაპყრო. მეორე ვერსიით, ვაშინგტონის „ობკომი“ ფსონს კვლავ პეტრო პოროშენკოზე დებს და მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ იმიტომ ჭირდება, რომ უკრაინის პრეზიდენტი „მოკლე თოკით ჰყავდეს დაბმული“. რასაკვირველია, ორივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა არის მესამე ვერსიაც: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯერ არ იცის, თუ ვისზე გააკეთოს არჩევანი, ვინ დანიშნოს ფავორიტად უკრაინის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის ნათქვამის მიხედვით, აშშ სხვა ქვეყნებისაგან იმით განსხვავდება, რომ მას აქვს უნარი მრავალუცნობიან სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა... ყველა სხვა ვარიანტს გამოიყენებსო“, - წერს ავტორი.

პუბლიკაციაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის როლზე უკრაინის საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში, მის პერსპექტივაზე: „გარეგნული აჟიოტაჟისა და ექს-პრეზიდენტის ირგვლივ ვითომდა ოპოზიციის გაერთიანების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს სერიოზული გუნდი არ ჰყავს. მას მხარს უჭერენ მხოლოდ ნაციონალისტები და ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, ანუ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოწინააღმდეგეები, რომლებიც, სხვათა შორის, იმავე ცენტრიდან ფინანსდებიან, საიდანაც ფულს მიხეილ სააკაშვილი იღებს. სიტუაცია წინასწარ გარიგებას მოგვაგონებს, როცა ყველა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ თამაშშია ჩაბმული.

რა ქნას უკრაინელმა ხალხმა? კიდევ მოაწყოს მორიგი მაიდანი? ალბათ, მოვა დრო, როცა უკრაინელები თვითონ გადაწყვეტენ თავიანთ პრობლემებს. ბევრი მიხვდა კიდეც, რაოდენ საზიანოა საკუთარი ქვეყნის ჩაგდება უცხოელების ხელში, მაგრამ ისინი ჯერ უმცირესობაში არიან.

ანტირუსულმა ისტერიამ თავისი ცუდი შედეგი მოიტანა. ისინი, ვინც აქტიურად იბრძვიან რუსული გავლენის წინააღმდეგ და ამერიკის იმედი აქვთ, ალბათ, გვიან, მაგრამ მაინც მიხვდებიან, რომ „ხაზეინის გამოცვლა“ არაფერში არ უშველით. უკრაინას დღეს აშშ-ის ვასალის სტატუსი აქვს. ამერიკელები უკრაინელებს მონათესავე ხალხის - რუსების წინააღმდეგ აქეზებენ და მათ პატრიოტობას „ასწავლიან“.

დავუბრუნდეთ ისევ მიხეილ სააკაშვილს: ბევრს აწუხებს კითხვა - რისთვის დაჭირდა აშშ-ს მზიური საქართველოდან გაქცეული დიდი კომბინატორის დახმარება? განა ვაშინგტონი უკრაინის თვალუწვდენელ ყანებში ისეთ ადამიანს ვერ იპოვიდა, რომელიც პერმანენტულად გააგრძელებდა რევოლუციას და ქვეყანას დაშლიდა? პასუხი მარტივია: იმიტომ დაჭირდა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილს აქვს რუსეთთან ომის გამოცდილება, ანუ სწორედ ის გამოვა რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინელი პოლიტიკოსები, რომლებთაც, მიხეილ სააკაშვილისაგან განსხვავებით, თავიანთი სამშობლო უყვართ, რუსეთთან ომის პროვოცირებას არ მოახდენენ, რადგან იციან, რა კატასტროფულ შედეგების მომტანი იქნება. ჰოდა, აგერაა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დავალებას კარგად შეასრულებს... იგი ვერსად გაექცევა ამერიკულ სპეცსამსახურებს, რომლის ინტერესებსაც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა. აი, ამ მიზეზის გამო იყენებს ვაშინგტონი საქართველოს ექს-პრეზიდენტს“, - აღნიშნულია სტატიაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა