logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«ნეზავისიმაია გაზეტა» (რუსეთი): საქართველო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ნიადაგს ამზადებს
«ნეზავისიმაია გაზეტა» (რუსეთი): საქართველო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ნიადაგს ამზადებს
20:52 01.10.2017
რუსულ გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტას“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია ქართველებსა და აფხაზებს შორის მიმდინარე კონტაქტები ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში, რომლებიც აფხაზეთის მოსახლეობისათვის საქართველოში უფასო სამედიცინო მომსახურებასა და განათლების მიღებას ითვალისწინებს: „აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კლეიმ ასეთი ტენდენცია პოზიტიურად შეაფასა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში (ავტორი - იური როქსი).

თბილისის ზრუნვა აფხაზეთის მოსახლეობისადმი დიფერენცირებულად უნდა იქნას განხილული: გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოში მკურნალობა ჩვეულებრივი ამბავია. რაც შეეხება აფხაზი ეროვნების მოსახლეობას, ამ შემთხვევაში მათ ოფიციალური თბილისი განსაკუთრებული ყურადღებით ხვდება და მათ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობენ.

საერთოდ, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის პროგრამა ახალი არაა და ის ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, როცა, ერთმანეთთან დაპირისპირების ფაქტორის მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კონტაქტები მაინც საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა, მათ შორის არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ პოლიტიკურ საკითხებზეც. რასაკვირველია, იმ დროს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობაც მძიმე იყო და ის ბევრად არ განსხვავდებოდა უკონტროლო ავტონომიებში შექმნილი ვითარებისაგან, მაგრამ ხარისხობრივი მაჩვენებლებით ჯანდაცვა-განათლების სფეროში შექმნილი ვითარება მაინც საქართველოს სასარგებლოდ იყო. ცხადია, აფხაზებს და ოსებს ჰქონდათ ალტერნატივა - მათ შეეძლოთ რუსეთში წასვლა და იქ მკურნალობა, მაგრამ ასეთი ნაბიჯი ფინანსურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული.

სიტუაციამ თანდათანობით გაუმჯობესება დაიწყო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როცა საქართველოში ინვესტიციებმა იმატა, დაიწყო საგრანტო პროგრამების რეალიზება და კლინიკა-სავადმყოფოები ახალი ტექნიკით აღიჭურვნენ, შესაბამისად, ამაღლდა სამედიცინო მომსახურების დონე. პარალელურად იმატა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართვებმაც დახმარების გაწევის თაობაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის იყო, რომ მკურნალობა ხარისხიანად და უფასოდ ხდებოდა, რაც უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით. საქართველოს ხელისუფლებამ აცხადებდა, რომ აფხაზები და ოსები ჩვენი მოქალაქეები არიან და მათაც ისეთივე სიკეთით უნდა ისარგებლონ, როგორითაც დანარჩენი მოსახლეობა სარგებლობსო. მაგრამ ამ წამოწყებას ზიანი მიაყენა გადაჭარბებულმა პიარ-კამპანიამ: ყოველი აფხაზი ან ოსი ეროვნების ადამიანის გამოჩენა ქართულ კლინიკა-საავადმყოფოებში პროპაგანდის ელემენტი ხდებოდა. ეს, ერთი მხრივ, პრობლემებს უქმნიდა პაციენტებს უკან დაბრუნებისას, მეორე მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლება თავის იმიჯს იმაღლებდა საერთაშორისო არენაზე. რაც უფრო აქტიურად მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის პიარმანქანა, მით უფრო ნაკლები აფხაზი და ოსი მიმართავდა ქართველ ექიმებს. საბოლოოდ კი ეს სისტემა 2008 წლის აგვისტოს ომით „დაინგრა“ და მისი გამოცოცხლება მხოლოდ 2012 წელს, საქართველოს ხელისუფლების შეცვლის კვალობაზე დაიწყო.

საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა JAM-ის მონაცემების თანახმად, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე მკურნალობის კურსი გაიარა აფხაზეთის 543-მა და სამხრეთ ოსეთის 322-მა მცხოვრებმა. პუბლიკაციაში ციტირებულია აფხაზეთის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, ქირურგი რუსლან სმირი, რომლის თქმით, ამ საკითხს ორი განზომილება აქვს - ჰუმანიტარული და პოლიტიკური. „მთავარი მიზეზი, რის გამოც აფხაზები იძულებულნი ხდებიან დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართონ, გამოიხატება იმაში, რომ ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ცუდი მდგომარეობაშია: არაა საკმარისი სამედიცინო აპარატურა, არაა კვალიფიციური კადრები... ადამიანი არჩევანის წინაშე დგება, სად წავიდეს - რუსეთში თუ საქართველოში. თბილისი ჩვენი მოქალაქეებისთვის უფასო მკურნალობის მიმზიდველ პირობებს ქმნის, ჰოდა, ისინიც იქ მიდიან“, - ამბობს რუსლან სმირი. საქართველოში მკურნალობის მაღალ ხარისხზე ლაპარაკობენ აფხაზეთის რიგითი მოქალაქეებიც, თუმცა ისინი იქვე უმატებენ: „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოლიტიკის გარეშე არ ხდება“.

ქართულ საზოგადოებაში აფხაზებისა და ოსების უფასოდ მკურნალობის საკითხის მიმართ მიდგომა არაერთგვაროვანია. რა თქმა უნდა, სამედიცინო მომსახურება ყველას გარანტირებული უნდა ჰქონდეს, მაგრამ რატომ უნდა სარგებლობდნენ აფხაზები და ოსები მედიცინის ყველაზე ფართო სადაზღვევო პაკეტით და რატომ უნდა გაეწიოთ მათ უფასო მკურნალობა, როცა დანარჩენი მოსახლეობა საკმაოდ დიდ ფულს იხდის?

ჟურნალისტი თენგიზ აბლოთია, რომელიც თვითონაც აფხაზეთიდანაა, წერს: „ჯანდაცვის პროგრამა უაღრესად პოლიტიკურია და მისი მიზანია არა აფხაზების და ოსებისთვის უზრუნველი ცხოვრება, არამედ მათი ლოიალობის ყიდვა... მაგრამ ეს პროგრამა არ მუშაობს. ჩვენთან ყოველწლიურად ასობით აფხაზი და ოსი მკურნალობს, მაგრამ ამით მათი ლოიალობა არ მატულობს. პირიქით, უკან დაბრუნებისას ისინი ისეთი სახით იწყებენ თავის მართლებას, რომ ლოიალობის ნიშან-წყალი არ ჩანს. აფხაზურმა საზოგადოებას ასეთი განმარტება მოძებნა: „საქართველო ვალდებულია მათ სამედიცინო მომსახურება გაუწიოს. ეს კეთილი ნება კი არ არის, არამედ იმის კომპენსაციაა, რა ზარალიც მიაყენეს ქართველებმა აფხაზებს“. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, სოციალურ ქსელებში აფხაზებისა და ოსების პოზიციების გაცნობისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს საქართველო აფხაზების წინაშე ვალს იხდის. „ეს პროგრამა უნდა შეჩერდეს, წარუმატებლად უნდა ჩაითვალოს. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველოს კონკრეტულმა კლინიკებმა შეღავათები დაუწესონ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას. მათთვის ეს მაინც იაფი მომსახურება იქნება იმასთან შედარებით, რასაც ისინი რუსეთში იხდიან.... კი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობას ესწრაფვიან, მაგრამ მათ ისიც უნდა იცოდნენ, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას ერთი დიდი მინუსი აქვს: პასუხისმგებლობა ყოველ საკუთარ ნაბიჯზე“, - წერს თენგიზ აბლოთია და თუ კომენტარების მიხედვით ვიმსჯელებთ, მას ბევრი ეთანხმება.

თუმცა პროგრამა არ შეჩერდება: საქართველოს მთავრობამ ზუგდიდის რაიონში, აფხაზეთის საზღვართან, 220 ადგილიანი თანამედროვე მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომლის მომავალი პერსონალი უკვე სტაჟირებას გადის აშშ-ის, ისრაელისა და ევროპული ქვეყნების მოწინავე კლინიკებში. იქვე ახლოს იგეგმება სამარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაც, სადაც აფხაზი (და ოსი) პაციენტების ახლობლები იცხოვრებენ. პროექტის რეალიზება დაახლოებით 20 მილიონი დოლარი დაჯდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა