logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აზერბაიჯანული პრესა: საქართველოს კულტურის მინისტრმა სომხეთი საკადრის ადგილზე მოსვა
აზერბაიჯანული პრესა: საქართველოს კულტურის მინისტრმა სომხეთი საკადრის ადგილზე მოსვა
00:27 28.09.2017
„უკვე მერამდენე წელია, რომ სომხეთი დაჟინებით ცდილობს ურთიერთობა გაიფუჭოს იმ ერთადერთ მეზობელთან, რომლის მეშვეობითაც ერევანი ჯერ კიდევ უკავშირდება სახმელეთო გზით თავის მფარველ მოსკოვს. საკითხი ეხება სომხური ეკლესიის პრეტენზიებს საქართველოში მდებარე ძველი ტაძრების მიმართ“, - აღნიშნულია აზერბაიჯანულ გამოცემა «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს ეხება..
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ რაუფ ორუჯევის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სომხეთის ტერიტორია ყოფილი ქართული და აზერბაიჯანული მიწებისაგან შედგება, რატომღაც სომხებს მიაჩნიათ, რომ მათ მეზობლების მიმართ პრეტენზიების წაყენების უფლება აქვთ. რას ვიზამთ, ასეთია ამ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ხასიათი. ამას წინათ ჩვენმა მოუსვენარმა მეზობელმა არასასიამოვნო თემის საბაბი იპოვა - ერევანში ვიზიტით ჩავიდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. წესით, სომხებს მეზობლისთვის პატივი უნდა ეცათ და მეგობრულად უნდა დახვედროდნენ, მაგრამ ვიღაცეები „ეშმაკმა არ მოასვენა“: სომეხმა ჟურნალისტებმა ყურადღება „სადაო ეკლესიების“ საკითხზე გაამახვილეს. ქართველი მინისტრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ „მიმწოლ” ჟურნალისტებს საკადრისი პასუხი გასცა: „ჯერ ერთი, რომ „სადაო ეკლესიების“ საკითხი კულტურის სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის, მეორე - ეკლესიების საკითხი კულტურის მინისტრების დონეზე არასოდეს განხილულა, მესამე - ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ყველა ძეგლი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს... საერთოდ, საკითხისადმი ემოციური მიდგომა დაუშვებელია. თავიანთი სიტყვა ექსპერტებმა უნდა თქვან“.
მკითხველს შევახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინათ სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ და მისმა ქართულმა ეპარქიამ დაიწყო პრეტენზიები „სომხური ტაძრების“ დაბრუნების მიზნით (ერთი - ახალციხეში, ხუთი - თბილისში). ამის საპასუხოდ ქართულმა მხარემ მოითხოვა იმ ეკლესიების გადაცემა, რომლებიც ქალკედონურია და სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობენ (ჰუჯაბის, კობაირის, ენევანქის, კირანცის, ახტალისა და სხვა ეკლესიები). სხვათა შორის, მათზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ქართული წარწერები. გასაკვირი არაა, რომ სომხებმა იმავწუთს დაიწყეს მტკიცება - „დიდი ამბავი, თუ მათ ქალკედონური წარსული აქვთ... მთავარია, რომ ისინი სომხურია, სომხებმა ააშენეს და სომხებს ემსახურებოდნენ. რა მნიშვნელობა აქვს, ის სომხები მართლმადიდებლები იყვნენ თუ არაო“.
მოკლედ, სიტუაცია დღესაც ჩიხშია შესული.
ქართველ მინისტრს ამგვარი კითხვები მხოლოდ ჟურნალისტებმა კი არა, სომხეთის კათოლიკოსმა გარეგინ II-მაც დაუსვა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის დროს მას საყვედური უთქვამს - საქართველოში არსებული სომხური ტაძრები მოუვლელია და უყურადღებოდაა მიტოვებულიო. რა პასუხი გასცა მიხეილ გიორგაძემ გარეგინ მეორეს, ამაზე სომხური მასმედია დუმს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველმა მინისტრმა ისეთი რამ თქვა, რაც სომხური ეკლესიის წინამძღოლს ნამდვილად არ მოეწონებოდა.
ვფიქრობთ, ყველას ესმის, რომ საქართველო, მეზობლის პროვოცირების მიზნით, ამგვარ მოთხოვნებს თვითონ არ წამოაყენებდა. ქართული დიასპორა სომხეთში მცირერიცხოვანია, 150-მდე ადამიანს ითვლის, თანაც ქართველები სულ სხვა ხალხია, ისინი მათხოვრობას არ არიან მიჩვეულნი და მეზობლებს პრეტენზიებს არ უყენებენ. მაგრამ ამ შემთხვევაში თბილისი იძულებული გახდა „კეთილი მეგობრისათვის“ ფაქტები გაეხსენებინა. როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთმა გასული საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანულ მიწებთან ერთად, ქართული მიწებიც მიიერთა, თბილისს ყოველთვის ექნება ერევნის მიმართ პასუხის გაცემის შესაძლებლობა. ჰოდა, უმჯობესია სომხეთი წყნარად იყოს და ზედმეტ პრეტენზიებს თავი დაანებოს“, - აღნიშნულია სტატიის დასასრულს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა