logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„kommersant.ru“(რუსეთი): „ქართულ ოცნებას“ ოცნება აუხდა
„kommersant.ru“(რუსეთი): „ქართულ ოცნებას“ ოცნება აუხდა
00:13 28.09.2017
რუსულ გამოცემა «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეყნის ახალი ძირითადი კანონის - კონსტიტუციის მიღება და მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, კომენტარები და პროგნოზები.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„საქართველოს პარლამენტმა 26 სექტემბერს ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომლის მიხედვით, ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა სხდომათა დარბაზი, პროტესტის ნიშნად, ხმის მიცემამდე დატოვეს და პარლამენტის შენობასთან „ქართული დემოკრატიის კუბო“ დადგეს. ისინი ქვეყნის ახალ ძირითად კანონს „დიქტატორულს“, „კლანურს“ და „ქსენოფობურს“ უწოდებენ, რადგან ამ კონსტიტუციით უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები და იკრძალება გეი-ქორწინებები. დოკუმენტით უკმაყოფილოა თვითონ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც, რადგან დეპუტატების მიერ მიღებული კონსტიტუციის ძალაში შესვლას ხელს ვერც მისი ვეტო ვერ შეუშლის“, - ნათქვამია სტატიაში.
პარლამენტის სხდომა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო. პუბლიკაციაში ციტირებულია ოპოზიციონერი დეპუტატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის რომან გოცირიძის ფრაზა, რომელიც მმართველ პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ასე მიმართავს: „ამ კონსტიტუციას თავი და ტანი რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის აქვს, ფეხები კი თქვენ ხართ“. „ნაციონალების“ ფრაქციის წევრებმა დარბაზი დატოვეს, მათ გაჰყვნენ ყოფილი „ნაციონალები“ – ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებიც. როგორც „კომერსანტის“ კორესპონდენტს ფრაქციის წევრმა სერგო რატიანმა განუცხადა, „ახალი კონსტიტუცია შეიცავს აბსოლუტურად ანტიდემოკრატიულ, ანტისაბაზრო და ქსენოფობიურ დებულებებს, მათ შორის - უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას, რელიგიური უმცირესობებისათვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და ქორწინების დაკანონებას, როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირის“ სახით. მართალია, ოპოზიციური „პატრიოტთა ალიანსი“ დარბაზში დარჩა, მაგრამ მისმა წარმომადგენელმა ადა მარშანიამ განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუცია ქვეყანაში სახიფათო დიქტატურის დამყარებას მოასწავებს.
საბოლოო ჯამში, საქართველოს ახალ კონსტიტუციას ხმა მისცა 117-მა დეპუტატმა 150-დან, წინააღმდეგი მხოლოდ ორი იყო. გარეთ გასულებმა პარლამენტის შენობასთან წინასწარ მომზადებული კუბო დადგეს...
სხვათა შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის ახალ ძირითად კანონს „პირველი ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია“ უწოდა. იმ განსხვავებებზე, რითაც ახალი კონსტიტუცია ძველისაგან გამოირჩევა, „კომერსანტს“ ავთანდილ დემეტრაშვილი ესაუბრა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობდა. „მთავარი ამ დოკუმენტში ისაა, რომ მისი წყალობით ქვეყანა საპრლამენტო მმართველობაზე გადადის“, - განაცხადა მან, თუმცა იქვე შენიშნა, რომ „ძველი კონსტიტუცია ქვეყნის უფრო დაბალანსებულ მართვას უზრუნველყოფდა. ადრე პრეზიდენტი საყოველთაო-სახალხო წესით ირჩეოდა, 2023 წლიდან კი მას მხოლოდ ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს“. ავთანდილ დემეტრაშვილმა ეჭვი გამოხატა, რომ ამ გზით არჩეული პრეზიდენტი პრინციპული იქნება და მმართველ პარტიას წინააღმდეგობას არ გაუწევს ხელისუფლების კონცენტრირების არდაშვების მიზნით.
ბუნებრივია, საქართველოს ახალი კონსტიტუციით უკმაყოფილოა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც: ისედაც უფლებაშეზღუდულ პრეზიდენტს ახლა არჩევნების წესს უუქმებენ... როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „კომერსანტის“ კორესპონდენტს აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციას ვეტოს დაადებს. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ვეტო „ქართული ოცნების“ ზრახვებს ვერაფერს დააკლებს - პრეზიდენტის წინააღმდეგობა მათ ადრეც არაერთხელ გადაულახავთ წარმატებით. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია ბრძოლას შეწყვეტს: „ჩვენ ხალხს მივმართავთ და საპროტესტო მიტინგებს დავიწყებთ“, - ამბობს ნუგზარ წიკლაური, „ნაციონალების“ პოლისაბჭოს წევრი „კომერსანტთან“ საუბარში, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ უკვე დაანონსა მასშტაბური აქცია პირველი ოქტომბრისათვის, „მმართველი პარტიის მიერ ხელისუფლების უზურპაციის წინააღმდეგ“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა