logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Daily Sabah»(თურქეთი): რწმენის სანელებელი-ქართველთა ცხოვრება სტამბოლში
«Daily Sabah»(თურქეთი): რწმენის სანელებელი-ქართველთა ცხოვრება სტამბოლში
01:51 27.09.2017
„სტამბოლში მცხოვრებ ქართველებს თავიანთი ათასწლოვანი ისტორია აქვს, რომელიც ჯერ კიდევ თურქულ სტამბოლამდე იწყება, კონსტანტინოპოლის არსებობის დროს, მეცხრე საუკუნეში. ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია ქართული კათოლიკური მონასტერი, რომელიც სტამბოლის ფერიქოის უბანში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური თვალსაზრისით უმცირესობას წარმოადგენენ, მათ ქალაქის ცხოვრებაში თავიანთი წვლილი მაინც შეაქვთ. საქართველოსთვის სტამბოლი ყოველთვის იყო მიჩნეული ევროპის ჭიშკრად“, - ნათქვამია ვრცელ სტატიაში (ავტორი - მეთ ჰენსონი), რომლის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
„სტამბოლში ქართველების გავლენის ზრდა და ქართული თემის აღორძინება რუსეთ-თურქეთის ომების შემდეგ იწყება, განსაკუთრებით კი მე-19 საუკუნეში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების კვალობაზე. კავკასიის ომების შემდეგ [ქართული მუსულმანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი] იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. ისინი ძირითადად შავიზღვისპირეთში, ტრაპიზონის რაიონში დასახლდნენ, რადგან აქ მცხოვრები ლაზების ენა (რომელსაც გაქრობა ემუქრება) ქართულთან ახლოს იყო. ჩასახლებულები თაობების შემდეგ თურქეთში ცნობილი გახდნენ „ჩვენებურების“ სახელით“, - აღნიშნავს ავტორი.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ქართველი კათოლიკე აბატისა და ეპისკოპოსის პეტრე ხარისჭირაშვილის დამსახურებაზე, რომელმაც 1861 წელს ქართული კათოლიკური მონასტერი დაარსა. ამ ადამიანმა დიდი როლი შეასრულა სტამბოლში ქართული კულტურის განვითარებაში. პეტრე ხარისჭირაშვილის დაუზოგავი შრომის შედეგად მონასტერში ქართული სტამბა მოეწყო. მარტო 1877-81 წლებში ამ სტამბაში დაიბეჭდა და საქართველოში გავრცელდა ასამდე სხვადასხვა წიგნი გეოგრაფიის, პოლიტიკისა და ფილოსოფიის შესახებ. მან შექმნა მონასტრის მდიდარი ბიბლიოთეკაც, სადაც დღეს ათასობით წინგი და ჟურნალები ინახება ქართულ, ფრანგულ, იტალიურ, რუსულ და ლათინურ ენაზე. 1920 წელს აქ ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა გზამკვლევი „ქართველები სტამბოლში“, იტალიელი ევგენი დალეციოს ავტორობით, რომელიც სტამბოლში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ მისიაში მდივნად მუშაობდა. იგი ხშირად დადიოდა საქართველოში, რათა კარგად ესწავლა ქართული ენა და ოსმალეთში მცხოვრები ქართველების ისტორია დაეწერა. შეიძლება ითქვას, რომ ევგენი დალეციო თავის თანამემამულე დონ ქრისტეფორ დე კასტელის, მე-17 საუკუნის გენუელი მისიონერის საქმეს აგრძელებდა, რომელმაც მოგონებები დაწერა და ნახატების უნიკალური ალბომი შექმნა საქართველოს შესახებ. მათში აღწერილია საქართველოში არსებული სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრება ოსმალეთის ოკუპაციის დროს.
„თურქეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა სიმონ ზაზაძემ (რომელიც წარმოშობით ადიგენის რაიონის სოფელ უდედანაა - ს.კ.), წარმატებით გააგრძელა თავისი მამის - პეტრე ზაზაძის მიერ დაწყებული ტრადიცია - იგი დღეს სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის მფარველია. მისი თაოსნობით 1989 წლიდან გამოსვლა დაიწყო ორენოვანმა თურქულ-ქართულმა ჟურნალმა სახელწოდებით „ფიროსმანი“, ცნობილი ქართველი პრიმიტივისტ-ფერმწერ ნიკო ფიროსმანის (ფიროსმანიშვილის) პატივსაცემად. 1977 წლიდან იბეჭდება აგრეთვე ორენოვანი ჟურნალი „ჩვენებურები“, რომელიც ფართოდ არის ცნობილი თურქეთში და საქართველოში. ჟურნალს მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს.
ისევე როგორც ყოველი გლობალური ქალაქის, სტამბოლის ადგილობრივი ცხოვრებასაც ეთნიკური უმცირესობების ყოფა ამდიდრებს. სტამბოლელი ქართველები განთქმულნი არიან თავიანთი კულინარული ცოდნით. რვა თვის წინათ კუმბარაშის უბანში, ისტიკლალის გამზირთან ახლოს, გაიხსნა ახალი რესტორანი „გალაქტიონი“, სადაც ქართველი შეფ-მზარეული ყველანაირი ქართული კერძით გაგისმასპინძლდებათ, მოგართმევთ ცნობილ ბათუმურ ყავას“, - წერს ავტორი.
ქართული სტამბოლი ერთმანეთის მეზობელი ხალხების ინტეგრირების მაგალითია. ამას ადასტურებს თოფხანასთან არსებული გიორგი სააკაძის - ცნობილი ქართველი მხედართმთავრის ძეგლი, ოსმალეთისადმი მისი სამსახურის აღსანიშნავად. ამის მაგალითია ის ფაქტიც, რომ ქართული კათოლიკური ეკლესია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიასა და მისი მინისტრების დროებითი თავსესაფარი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ სტამბოლი - ეს არის ქართველთა რწმენის სანელებელი, რომლებთაც, ისტორიის გამოისობით, სტამბოლში ყოფნა მოუწიათ და ფეხზე მყარად დგანან, რათა ილოცონ, შექმნან და იცხოვრონ“, - აღნიშნულია პუბლიკაციის დასასრულს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა