logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„kaspiy“(აზერბაიჯანი): არასახუმარო პროცესები-საქართველო ადგილობრივი ადმინისტრაციის ორგანოების არჩევნებისთვის ემზადება
„kaspiy“(აზერბაიჯანი): არასახუმარო პროცესები-საქართველო ადგილობრივი ადმინისტრაციის ორგანოების არჩევნებისთვის ემზადება
01:37 27.09.2017
„საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევამდე ერთი თვე რჩება, თუმცა უკვე ნათელია, რომ ბრძოლა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის სახუმარო ნამდვილად არ იქნება. ზოგადად, ამაში ცუდი არაფერია, რადგან წინასაარჩევნო დაპირისპირება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ ნიშან-თვისებას წარმოადგენს“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი რაუფ ორუჯევი.
პუბლიკაციაში ჩამოთვლილია ის დარეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც, ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობას იღებენ - 23 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 225 საინიციატივო ჯგუფი. „პოლიტიკური ძალების უმრავლესობას ბრძოლის სამიზნედ უმთავრესად თბილისი ჰყავს ამოღებული: ისინი იმდენად ბევრნი არიან, რომ თითოეული თბილისელის გემოვნებას დააკმაყოფილებენ - მმართველი „ქართული ოცნების“ გარდა არჩევნების თბილისურ ფრონტზე ვხედავთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მათგან ჩამოშორებულ „ევროპულ ქართველებს“... დედაქალაქის მერობისა და დეპუატატობისათვის იბრძვიან „ლეიბორისტები“, „პატრიოტები“, „რესპუბლიკელები“, ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავას პარტიათა ბლოკი, „კომუნისტები“, სოციალისტები“, „ტრადიციონალისტები“ და კიდევ სხვები“, - ნათქვამია სტატიაში.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება არჩევნებში ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს. ამის პირველი ნიშნები უკვე სახეზეა: არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, ტელევიიით გადაცემულ სარეკლამო რგოლებში თბილისის მერიის კარგი მუშაობის ამსახველი ვიდეომასალები ჭარბობს. თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ ლიდერმა, იუსტიციის ექს-მინისტრმა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების მთავარი მიღწევის მითვისებაში დაადანაშაულა: მან მკაცრად გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა გაეროს გენასამბლეის 72-ე სესიაზე და განაცხადა, რომ ყველა ის რეფორმა, რომელთა შესახებ პრემიერმა გაეროს ტრიბუნაზე ისაუბრა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე განხორციელდაო, მაგალითად, იუსტიციის სახლების მშენებლობა. თავის დროზე ამ პროექტის ინიციატორი თვითონ გიორგი ვაშაძე გახლდათ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში.
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ არჩევნებში მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს. ამ მიზნით შინაგან საქმეთა მინისტრმა სპეციალური ბრძანებაც კი გამოსცა. მართალია, ამ ფაქტს ოპოზიცია ირონიით შეხვდა, მაგრამ ფაქტები მეტყველებენ, რომ რიგ რაიონებში წინასაარჩევნო ბრძოლა აშკარად არაცივილიზებულ ფორმას იღებს, მაგალითად, ოზურგეთში (გურია), სადაც საარჩევნო ოლქში უცნობმა პირებმა ავეჯი დაამტვრიეს, დახიეს ამომრჩეველთა სიები. იგივე ინციდენტი მოხდა გარდაბანშიც. ვის რაში დაჭირდა ასეთი ვანდალიზმი, ჯერ-ჯერობით გამოცანად რჩება. შესაძლოა ეს ყველაფერი გარეშე ძალებსაც აწყობთ, რომლებსაც არჩევნების წინ, მათთვის სასარგებლო მომენტში, საქართველოს პოლიტიკური დესტაბილიზება სურთ?


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა