logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ntv.ru“: რით და როგორ ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას მიხეილ სააკაშვილი
„ntv.ru“: რით და როგორ ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას მიხეილ სააკაშვილი
00:58 27.09.2017
რუსეთის ტელეკომპანია «НТВ»-ს პროგრამა «Итоги дня»-ში გადაიცა ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერ ნინო ბურჯანაძესთან (პროგრამის წამყვანები - ვლადიმირ ჩერნიშოვი და ანა იანკინა).

თბილისიდან განხორციელებულ ტელეჩართვაში ნინო ბურჯანაძემ პასუხი გასცა იმ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას 15 სექტემბერს „ნეზავისაიმაია გაზეტაში“ მისი ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ გაუჩნდა. როგორც ცნობილია, რუსული გამოცემისადმი მიცემულ ინტერვიუში ექს-სპიკერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთში დესტაბილიზების გამოწვევას, კერძოდ, აშშ-ის „ცეერუს“ დავალებით 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჩაშლას ცდილობსო.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ნინო ბურჯანაძის საუბარს «НТВ»-ს პროგრამა «Итоги дня»-ს წამყვანებთან:
----------
ვლადიმერ ჩერნიშოვი: ქართველი პოლიტიკოსი, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ უკრაინაში გაქცეული საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელში პაიკს წარმოადგენს და რომ მას რუსეთში 2018 წელს დაგეგმილი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჩაშლა სურს. უფრო მეტიც - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზეც გავლენის მოხდენასაც შეეცდება. საინტერესოა, რომ ეს განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანამოაზრემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ და ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობასაც კი ასრულებდა;

ანა იანკინა: დიახ და რაც საინტერესოა, თავდაპირველად ნინო ბურჯანაძის განცხადება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში უცნაურად და გაუგებრად მიიჩნიეს, მაგრამ შემდეგ ფედერაციის საბჭოში აღნიშნეს, რომ ქართველი ექს-სპიკერის ვარაუდებს საფუძველი მართლაც აქვს. ახლა კი ნინო ბურჯანაძე ჩვენთან პირდაპირ კავშირზეა.
-ქ-ნო ნინო, რა კავშირი აქვს ერთმანეთთან მიხეილ სააკაშვილს და ფეხბურთის ჩემპიონატის ჩაშლას და რატომ აკეთებს ამას „ცეერუ“ მიხეილ სააკაშვილის ხელით?

ნინო ბურჯანაძე: მიხეილ სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა და კარიერა ანტირუსული პიარით გაიკეთა. ის, რომ დღეს იგი დიდი პროექტის ნაწილია, ეს ჩემთვის სიურპრიზი არ არის - მე ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, როცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მაიდნის დროს გამოჩნდა. გასაგებია, რომ პროექტის უკან ამერიკის სპეცსამსახურები დგანან. ეს მით უმეტეს ნათელია დღეს, როცა მიხეილ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა, ანუ საჭირო გახდა უკრაინაში დამატებითი არასტაბილური სიტუაციის შექმნა. თავის მხრივ, უკრაინის არასტაბილურობა ხელს შეუშლის რუსეთისადმი გამოცხადებული [ეკონომიკური] სანქციების მოხსნას და ნეგატიურ გავლენას მოახდენს 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზეც. მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს სურს, რომ ჩემპიონატი სწორედ რუსეთში ჩატარდეს. ამავე დროს, არიან უფრო მეტი ადამიანები, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების „გაშავება“ უნდათ. ეს არის ერთი დიდი თამაშის ნაწილები, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი თავის როლს მშვენივრად ასრულებს.
ვლადიმირ ჩერნიშოვი: თქვენი მონაცემებით „ცეერუ“ მიხეილ სააკაშვილის სახით აპირებს გავლენა რუსეთზეც მოახდინოს. როგორაა ეს შესაძლებელი? კი, უკრაინაში იგი შევიდა, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ როგორ აპირებს სიტუაციით სარგებლობას?

ნინო ბურჯანაძე: ჯერ ერთი, რომ მე მხოლოდ პოლიტიკური შეფასება შემიძლია მოვახდინო. მე არ შემიძლია ვისაუბრო „ცეერუ“-ს დეტალურ გეგმებზე, რადგან მათზე წვდომა არ მაქვს. მეორე - რუსეთში იგი ვერ შევა, რადგან მან იცის, რომ რუსეთთან მიმართებით ემოციებით ვერ ისარგებლებს. რაც შეეხება საქართველოს საზღვრის დარღვევას, მას შეუძლია ასეთი ნაბიჯი გადადგას, რადგან ჩვენთან აბსოლუტურად უხერხემლო ხელისუფლებაა (სამწუხაროდ, ისეთივე, როგორც უკრაინაში). მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ისეთი სისხლის სამართლის საქმეები რომ აღძრულიყო, რომლებსაც ის ნამდვილად იმსახურებდა, ახლა თავის ტკივილი ნაკლებად გვექნებოდა - ჩვენც და უკრაინასაც.
როგორ მოახდენს [რუსეთის პოლიტიკაზე] გავლენას მიხეილ სააკაშვილი, ამის შესახებ მე უკვე ვთქვი: იქნება პოლიტიკური პრობლემები - არასტაბილურობა, „შავი პიარი“ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და მე დარწმუნებული ვარ, იგი ამაში გარკვეულ წარმატებას მიაღწევს.

ანა იანკინა: გმადლობთ. აი, ასეთი სამწუხარო წინასწარმეტყველებაა ჩვენს გადაცემაში ნინო ბურჯანაძისგან.

ვლადიმერ ჩერნიშოვი: გმადლობთ. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას კიევში ჩასვლით ემუქრებოდა და თანამებრძოლებით იქ მისვლას 19 სექტემბერს გეგმავდა, თავისი აქცია თითქმის ერთი თვით გადადო. არადა, კაცმა რომ თქვას, ახლა ძალიან კარგი შესაფერისი დრო იყო - პეტრო პოროშენკო ხომ აშშ-ში, გაეროს გენასამბლეის სხდომაზეა წასული. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის კურატორებმა გეგმები შეცვლეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა