logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
kp.ua“(უკრაინა): მიხოს ჩერკასში ხინკალი და „პოროშენკოს ბლოკის“ დეპუტატები ელოდებიან
kp.ua“(უკრაინა): მიხოს ჩერკასში ხინკალი და „პოროშენკოს ბლოკის“ დეპუტატები ელოდებიან
19:38 24.09.2017
„საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი კიევიდან უკრაინის ცენტრში - ჩერკასის ოლქში გადადის და, შესაბამისად, და ქვეყნის მოსახლეობასთან შესახვედრად სწორედ ჩერკასიდან ივლის. მიხო ამაში ცუდს არაფერს ხედავს და მზადაა ასობით კილომეტრი დაუღალავად დაფაროს“-ამის შესახებ უკრაინული გამოცემის, «КП в Украине»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიასშია ნათქვამი, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
რატომ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილმა ჩერკასის არჩევა და იხსნება თუ არა იქ პარტიის ახალი ოფისი, ამის შესახებ ჩვენს გაზეთს დავით საყვარელიძემ განუმარტა: „ეს არ ნიშნავს პარტიის ოფისის იქ გადატანას. ჩერკასში ჩვენი პარტუჯრედი იქნება, იქ დიდი ხანია ჩვენი ხალხი მუშაობს“. „ახალი ძალების მოძრაობის“ ოფისი ქალაქის ცენტრში მდებარე შენობის მე-9 სართულზეა განთავსებული. პარტია 22,8 კვადრატულ მეტრ ოფისისათვის ქირას თვეში 3 ათას გრივნას (დაახლ. 115 დოლარს) იხდის.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩერკასიდან უკრაინის ვერხოვნა რადაში შვიდი დეპუტატია არჩეული, თეორიულად მიხეილ სააკაშვილი აქ შეიძლება თავის მტრებს გადააწყდეს ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან“, მაგალითად ოლეგ პეტრენკოს, ვლადისლავ გოლუბს, სერგეი რუდიკს და სხვებს. ვინ იცის, როგორი რეაქცია ექნება მიხოს, როცა იგი მტერი პრეზიდენტის მხარდამჭერებს დაინახავს?
სხვათა შორის, ჩერკასის რესტორნებში, თუ მიხეილ სააკაშვილი სმა-ჭამასა და გართობას მოისურვებს, ქართული ეროვნული კერძები საკმაოდ ბევრია. როგორც ამბობენ, ამ ქალაქში ერთ სულ მოსახლეზე, სხვებთან შედარებით, ყველაზე მეტი რესტორანი მოდის. გარდა ამისა, ჩერკასში არის სხვა საქეიფო გასართობი დაწესებულებებიც, რომლებიც მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნულ სამზარეულოზე არიან დასპეციალებული. მაგალითად, კაფე-რესტორანი „სტუმარი“, რომლის შეფ-მზარეული ყველაზე ნამდვილი ქართველი გახლავთ, თბილისის მკვიდრი.
„ძალიან გაგვეხარდება, თუ მიხეილ სააკაშვილი გვეწვევა. მზად ვართ კარგი ხინკალი ვაჭამოთ, - ამბობს დარია, რესტორნის ოფიციანტი, - ჩვენი ხინკალი ქალაქში ყველაზე გემრიელია“. „სტუმარში“ ჩერკასულ-ქართული თითო ხინკლის ფასი 13 გრივნაა (დაახლ. 50 ცენტი), ხოლო რესტორან „მეხინკლე ბუბა“-ში - 12 გრივნა (იაფი იმიტომაა, რომ იქ მზარეული უკრაინელია).
„თუ მიხეილ სააკაშვილი ჩვენს რესტორანში მოვა, მას ჩვეულებრივად მოვემსახურებით, ყოველგვარი განსაკუთრებული დამოკიდებულების გარეშე. ყველა მომსვლელს თავაზიანად და პატივისცემით ვეპყრობით, პოლიტიკოსებს რიგითი მოქალაქეებისაგან არ ვასხვავებთ“, - გვიტვება „მეხინკლე ბუბას“ ადმინისტრატორი.
შემოდგომა სულიერი დასვენებისა და მოგზაურობების დროა. და თუ მიხო დროის მშვიდად გატარებას მოისურვებს, მისთვის კარგი იქნება, რომ ჩერკასის „თეთრ ლოტოსში“ - ევროპაში ყველაზე დიდ ბუდისტურ ტაძარში მივიდეს. როგორც ექსკურსიამძღოლები ამბობენ, იქ საქართველოს ექს-პრეზიდენტი სულიერ სიმშვიდესა და ჰარმონიას ჰპოვებს. მას შეუძლია იქ არა მარტო ჩაი მიირთვას, არამედ აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების ტექნიკასაც დაეუფლოს. „მართალია, ტაძარში შესვლა ფასიანია და ზოგჯერ დაკეტილიც არის ხოლმე, მაგრამ მიხო რისი მიხოა, თუ კარს არ შეანგრევს?“-ირონიულად დასძენს გაზეთი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა