logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«ნეზავისიმაია გაზეტა»: სააკაშვილი დასავლეთს ისევ დასჭირდა
«ნეზავისიმაია გაზეტა»: სააკაშვილი დასავლეთს ისევ დასჭირდა
19:31 24.09.2017
რუსული გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტა“ აქვეყნებს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, სერგეი ჟილცოვის სტატიას, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტის უკრაინაში მოღვაწეობას ეხება.
საინფორმაციო სააგნეტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების გაუბედავმა მოქმედებამ და მათმა განცხადებებმა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დავაპატიმრებთ და თბილისს არ გადავცემთო, საქართველოს ექს-პრეზიდენტს აქტიური მოქმედებებისაკენ უბიძგა. მან უკვე გამოქვეყნა უკრაინის სხვადასხვა ოლქებში ჩასვლის გეგმა. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ რეგიონებში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილისაგან მოსახლეობა კვლავ მოისმენს უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ ისეთ განცხადებებს, რაც ექს-გუბერნატორის პოზიციებს გაამყარებს. იგი მიმზიდველი ფიგურა გახდება პეტრო პოროშენკოს ოპონენტებისასთვის, მით უმეტეს, რომ როგორც სახელმწიფოს მეთაური, პეტრო პოროშენკო სულ უფრო კარგავს მხარდაჭერას როგორც პარლამენტში, ასევე რეგიონებში.
ჯერ-ჯერობით უკრაინის ძირითადი პოლიტიკური ძალები ადრე არჩეული სტრატეგიის ერთგულნი რჩებიან. ერთი მხრივ, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოკავშირეებს უცხოეთში დაეძებს (აშშ-ში), იმავდროულად ცდილობს დონბასის კონფლიქტი გაეროს საერთაშორისო სამშვიდობო ძალების მეშვეობით გადაწყვიტოს და თან სასიკვდილო იარაღიც მიიღოს. მეორე მხრივ, ოპოზიცია „ბატკივშჩინისა“ (იულია ტიმოშენკო) და „სამოპომოშჩის“ (ანდრეი სადოვოი, ლვოვის მერი) სახით თავიანთ პარტიას თამაშობენ, მათი მიზანია ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის არევ-დარევა და ვადამდელი საპარლამენტო (პერსპექტივაში კი - საპრეზიდენტო) არჩევნების ჩატარება. ორივე პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ გზით ისინი სახელმწიფოს უმაღლეს ხელისუფლებაში მოვლენ. ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ პროცესში სხვა მონაწილეებიც არიან, მათ არ აწუხებთ. და ბოლოს, არის მიხეილ სააკაშვილიც, რომელსაც ძველი და ახალი მეგობრების წყალობით იმედი აქვს, რომ უკრაინის პოლიტიკაში მტკიცე პოზიციებს დაიკავებს. საქართველოს სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს სულ ცოტა უკრაინის პრეზიდენტს პოსტს უზომავენ, თუმცა ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, მას პრეზიდენტის პოსტის დაკავება არ შეუძლია.
მოკლედ, ოპოზიციაში დღეს ასეთი ვითარებაა: მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მოკლე დროში უკრაინის პოლიტიკის აქტიური მონაწილე გახდა, შეუძლია გარკვეული პოლიტიკური ბონუსი მიიღოს, მაგრამ მეტი არაფერი. თავის მხრივ, იულია ტიმოშენკო და ანდრეი სადოვოი პეტრო პოროშენკოს შევიწროვებაზე ოცნებობენ და ამ მიზნის მისაღწევად მზად არიან მიხეილ სააკაშვილთან იმეგობრონ, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა კარგად იცის „ძალად მაცხონე პარტნიორთა“ განზრახვები და საეჭვოა, რომ მათი ინტერესების მიხედვით იმოქმედოს. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ბოლო დრომდე უკრაინასა და რუსეთში საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდნენ, საკუთარი მკაფიო მიზნები აქვს. ამასთან, საქართველოს ექს-პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის. იგი დასავლეთის კარნახით მოქმედებს. მისი მოქმედებაც, შესაბამისად, აშშ-ის ინტერესებს პასუხობს.
დღეს ვაშინგტონს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის პოზიციების დასუსტება სურს, თუმცა კარგად გვახსოვს, რომ პეტრო პოროშენკო, ანტირუსული განცხადებებით და დონბასის კონფლიქტის გამწვავებით, თავდაპირველად დასავლეთს აწყობდა... მაგრამ კონფლიქტი ბოლო დროს უკვე დასტაბილურდა, პეტრო პოროშენკომ კი აქტიური მზადება დაიწყო მეორე ვადით არჩევის მიზნით, თან თავისი ოპონენტებს ავიწროვებს. ასეთი სცენარი ვაშინგტონისთვის მიუღებელია, რადგან შტატებს არ აწყობს არც დამოუკიდებელად მოქმედი ლიდერები და არც პოლიტიკური სტაბილურობა. ვაშინგტონს მხოლოდ მართვადი პოლიტიკოსები აინტერესებს, რომლებიც მის ინტერესებით იმოქმედებენ. იმავდროულად, ასეთი პოლიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ აშშ გზას გაუხსნის იულია ტიმოშენკოსა და მისნაირ ფიგურებს, რომლებმაც მოსახლეობის თვალში საკუთარი თავის დისკრედიტირება მოახდინეს და მზად არიან ყველაფერზე ივაჭრონ ხელისუფლებაში მოსასვლელად. ამერიკას ჭირდება ახალი პოლიტიკოსები, რომლებთაც მსხვილი ბიზნესი არ აქვთ და უკრაინის ელიტისაგან დამოუკიდებელები არიან. უკრაინის პოლიტიკური სივრცის გადაფორმატებაში, სიტუაციის გამწვავებასა და ადგილობრივ ლიდერთა დასუსტებაში მიხეილ სააკაშვილს საკვანძო როლი ეკისრება.
აშშ-სათვის არამარტო უკრაინის შიდა დესტაბილიზება არის მნიშვნელოვანი, არამედ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის მორიგი გამწვავებაც. ვაშინგტონისთვის, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ პრობლემებს აწყდება, საკუთარი მოსახლეობის ყურადღების გადატანა უკრაინის დესტაბილიზებაზე, მოსკოვ-კიევის ურთიერთობის გამწვავებაზე და დონბასის პრობლემაზე, ძალიან მომგებიანი იქნებოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა