logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«The Spectator»(დიდი ბრიტანეთი): სააკაშვილში შერწყმულია მაღალი პრინციპები და მანიაკური პირადი ამბიციები, დაუფიქრებლობა და მტკიცე რწმენა
«The Spectator»(დიდი ბრიტანეთი): სააკაშვილში შერწყმულია მაღალი პრინციპები და მანიაკური პირადი ამბიციები, დაუფიქრებლობა და მტკიცე რწმენა
19:19 24.09.2017
„გადაეცით მიხეილ სააკაშვილს: მამაკაცები არ ნებდებიან“. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი მმართველობის მღელვარე 9-წლიანი პერიოდი ჯერ კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლით დაიწყო, შემდეგ ხანმოკლე, მაგრამ დამანგრეველი ომი ჰქონდა რუსეთთან, ბოლოს კი მისი პრეზიდენტობის ვადა სახელმწიფო ბიუჯეტის დატაცებისა და ავტორიტარიზმში ბრალდებებით დასრულდა. დღეს მიხეილ სააკაშვილი მზადაა ხელისუფლებაში დაბრუნდეს - ოღონდ არა თავის ქვეყანაში, არამედ უკრაინაში“-ამის შესახებ ბრიტანულ გამოცემა «The Spectator»-ის მიერ ოუენ მეთიუზის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

მიხეილ სააკაშვილი გენიალური და წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. ბევრი მისი თაყვანისმცემელი - ძირითადად, განათლებული ახალგაზრდა ქართველები და უკრაინელები - მასში მოაზროვნე, წინდახედულ და უშიშარ ლიდერს ხედავენ, რომელსაც იმ ნეპოტიზმის კვანძის გადაჭრა შეუძლია, რომელმაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები კლეპტოკრატიულ ავტოკრატიებად გადააქცია. სკეპტიკოსების თვალში, რომლებიც ასი ათასობით სამსახურიდან გათავისუფლებული ჩინოვნიკები არიან, მიხეილ სააკაშვილი არის უგუნური ავანტიურისტი, რომელმაც 2008 წელს რუსეთთან ომის პროვოცირება მოახდინა საქართველოს ჩამოშორებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყელ-ყელა და ტრაბახა ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად თვითრეკლამა და საკუთარი თავის პიარი აინტერესებს, ვიდრე სხვა დანარჩენი.
მე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მქონდა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა და იმის შესაძლებლობა, რომ მასზე დაკვირვება მომეხდინა ჯერ საპრეზიდენტო სასახლეში, თბილისში, რუსეთთან ომის დღეებში, როცა სხვა კორესპონდენტებთან ერთად, წითელ ღვინოს ვწრუპავდი და შეუსვენებლივ ვიწერდი ყველაფერს, რასაც იგი რატრატებდა, შემდეგ კი ნიუ-იორკში, როცა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ იგი უილიამსბურგელ ჰიპსტერად იქცა. ჰოდა, მივედი დასკვნამდე, რომ ორივე მხარე თავიანთ შეფასებებში მართლები არიან. მიხეილ სააკაშვილში ერთმანეთთანაა შერწყმული მაღალი პრინციპები და მანიაკური პირადი ამბიციები, დაუფიქრებლობა და მტკიცე რწმენა საკუთარ თავში, რაც მას თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე შთაგონებულ და არასრულყოფილ პოლიტიკურ მოღვაწედ წარმოაჩენს.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი 2013 წელს დატოვა, ანუ მას შემდეგ, რაც მისმა ოდესღაც პოპულარულმა პარტიამ - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნებში გამანადგურებელი დამარცხება იგემა. ახალმა რეჟიმმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ მმართველობის შემდეგ მოვიდა, მიხეილ სააკაშვილს ბრალდებები კლასიკურ პოსტსაბჭოურ სტილში წაუყენა (ბიუჯეტის განიავება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად სარგებლობა), შემდეგ მას ქვეყნის მოქალაქეობაც ჩამოართვა. ექს-პრეზიდენტმა პოლიტიკური კარიერის გაგრძელების შანსი 2015 წელს მიიღო, როცა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ (მეტსახელად - „შოკოლადის მილიარდერმა“) მიხეილ სააკაშვილს ოდესის ოლქის გუბერნატორობა შესთავაზა.
უკრაინა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოა, რომელიც, Transparency International-ის შეფასებით, მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის, კორუფციის ინდექსის მიხედვით, რუსეთთან ერთად, მსოფლიოში 131-ე ადგილზეა. თავის მხრივ, უკრაინის ყველაზე კორუმპირებული რეგიონად კი სწორედ ოდესის ოლქია აღიარებული. ეს მრავალეროვნული ქალაქი დაარსებიდანვე (1794 წლიდან), ყველა დროში და ეპოქაში ცნობილი იყო დამნაშავეობის მაღალი დონით. მიხეილ სააკაშვილმა, როგორც „სამართლიანმა შურისმაძიებელმა“, იოლად გაიმარჯვა ოდესელ ჯიბგირებსა და თაღლითებზე. ამის გამოცდილება ჰქონდა: მან ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში განახორციელა საგზაო პოლიციის რეფორმა (ყველა ოფიცრის სამსახურიდან გათავისუფლებით), შემდეგ კი კორუმპირებული ადამიანებისაგან გაწმინდა ფოთის პორტი (საბაჟო გადასახადების დროებითი გაუქმების გზით).
მიხეილ სააკაშვილი თვლიდა, რომ „ნულოვანი ტოლერანტობის“ ქართული პრაქტიკა ოდესის ოლქშიც იმუშავებდა: მაფიის მიერ კონტროლირებული ნავსადგურის უფროსად მან 27 წლის ქალი, პოლიტიკურად აქტიური იულია მარუშევსკაია დანიშნა და საბაჟო გადასახადებზე თვალის დევნების მიზნით, მაღალტექნოლოგიური სისტემა შექმნა. ოდესის პოლიციის უფროსად, მიხეილ სააკაშვილის რეკომენდაციით, დაინიშნა მისი ძველი მოკავშირე, ეროვნებით ქართველი გიორგი ლორთქიფანიძე. ოდესის ოლქის გუბერნატორმა ანტიკორუფციულ ბრძოლაში დასახმარებლად მიიწვია აგრეთვე უცხოელი მრჩევლებიც, მათ შორის ლონდონის პოლიციიდან და ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოდან. სწორედ იმ ხანებში განაცხადა ოპტიმისტურად ბრიტანულ-უკრაინული სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ბეიტ ტომსმა, რომ „ოდესა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალაქად გადაიქცევაო“. მაგრამ ეს არ მოხდა. 2016 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილმა და გიორგი ლორთქიფანიძემ თავიანთი თანამდებობები დატოვეს და განაცხადეს, რომ ოდესელი სინდიკატების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში მათ ძალისხმევას პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აბრკოლებდა.
პეტრო პოროშენკო, დაცემული რეიტინგისა და დონბასელ სეპარატისტებთან ბრძოლის პირობებში, არჩევანის წინაშე დადგა: ან კრიმინალური კლანების წინააღმდეგ გამოსულიყო (რომლებიც მისი პოლიტიკური მოკავშირეებიც იყვნენ), ან მხარი დაეჭირა მიხეილ სააკაშვილისათვის (რომელიც სახვადასხვა სტრუქტურების რეორგანიზაციას ითხოვდა). პეტრო პოროშენკომ პოლიტიკური მიზანშეწონილება არჩია. მოგვიანებით პრეზიდენტმა თავის „ყოფილ უნივერსიტეტელ მეგობარ“ მიხეილ სააკაშვილს, როცა იგი აშშ-ში გაემგზავრა, გაურკვეველ ფორმალურ-იურიდიულ საფუძველზე მოქალაქეობა ჩამოართვა. იმ დროიდან ექს-გუბერნატორი ფორმალურად მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩა.
რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილს შეეძლო პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა ყოველ მისთვის სასურველი ქვეყანაში - მას ხომ უამრავი გავლენიანი მოკავშირე ჰყავს, ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ჩათვლით, რომელიც საკუთარ თავს ქართველად მიიჩნევს, მაგრამ ექს-გუბერნატორმა გადაწყვიტა უკრაინის პოლიტიკაში დაბრუნებულიყო, რაც განახორციელა კიდეც: მოქალაქეობის არმქონე მიხეილ სააკაშვილმა, თავის მხარდამჭერებთან ერთად, მესაზღვრეებისა და პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის საზღვარი გადალახა და ქვეყნის ტერიტორიაზე დაბრუნდა. მისი მტკიცებით, რომელშიც სიმართლის კვალი მართლაც არის, მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს და ამიტომ თავისი უფლებების აღდგენას სასამართლოს გზით ცდილობს. თუმცა იმავდროულად იგი დიდ რისკზეც წავიდა, რადგან საქართველოს პროკურატურა უკრაინისაგან ექს-პრეზიდენტის ექტრადიციას ითხოვს (თვითონ მიხეილ სააკაშვილი წაყენებულ ბრალდებებს „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს). მართალია, უკრაინის გენპროკურორმა უკვე განაცხადა, რომ იგი ექსტრადირებული არ იქნება, მიხეილ სააკაშვილის ბედი მაინც ადგილობრივ პოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული.
საქმე იმაშია, ეყოფა თუ არა „გამბედაობა“ პეტრო პოროშენკოს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანჯულ და მოწამეობრივ ფიგურად გადააქციოს, საკუთარი თავი კი - საერთაშორისო დონეზე გარიყულად? პრეზიდენტს ძალიან ჭირდება ეკონომიკური დახმარება ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან და თუ პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილს - დასავლეთის ესოდენ საყვარელ ადამიანს - საპყრობილეში ჩააჯენს, პრეზიდენტი ამ მოქმედებით საკუთარ ავტორიტეტსაც გაანადგურებს. უკრაინის პრეზიდენტს აშშ-ის მხარდაჭერაც სურს, ვაშინგტონისაგან იარაღის მიღება უნდა („რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად“) და თუ იგი მიხეილ სააკაშვილს დაიჭერს, მის გეგმებს განხორციელება არ უწერია.
მაგრამ უფრო რთული გამოცანაა, მოახერხებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი თავისი მკვეთრი და აგრესიული ქცევით წარმატების მიღწევას? გაიმარჯვებს თუ არა იგი „ჯვაროსნულ ლაშქრობაში“ და გადააქცევს თუ არა უკრაინას მაფიოზური ქვეყნიდან აყვავებულ ევროპულ სახელმწიფოდ? ივლისში მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პარტია შექმნა, რომლის მიზანს კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენს. ამ ფაქტმა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიას დაბალი რეიტინგი აქვს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებაში „აჯანყებული მეგობრის“ წინააღმდეგ. სამაგიეროს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი პეტრო პოროშენკოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდებოდა.
სასწორზე უფრო დიდი რამ არის დადებული, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა და თავისუფლება. დასავლეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორი, ცივი ომის დასრულების დროიდან, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ, გამოიხატებოდა კანონის უზენაესობის წახალისებაში, რეფორმების ხელშეწყობასა და დემოკრატიის წინსვლაში. უკრაინაში და საქართველოში მომხდარმა „ფერადმა რევოლუციებმა“ დაადასტურა, რომ მოსახლეობას არ სურს რუსეთისაგან მხარდაჭერილი კორუმპირებული რეჟიმები და ისინი უპირატესობას შედარებით კეთილსინდისიერ პროევროპულ და პრონატოურ მთავრობებს ანიჭებენ.
მართალია, რომ რევოლუციების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა (რუსეთის აშკარა ჩარევით) ხალხის იმედგაცრუება გამოიწვია... მაგრამ თუ ჯერ კიდევ თუ არის რაიმე იმედი იმისა, რომ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობამ „ადამიანურად იცხოვროს“, მაშინ ისეთმა რეფორმატორებმა, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, წარმატებას უნდა მიაღწიონ. მიხეილ სააკაშვილი შეიძლება უგუნური ეგოისტია, მაგრამ იგი ყველა შემთხვევაში, სხვებთან შეადრებით უფრო ახლო დგას ევროპელ დემოკრატებთან, რომლებიც ულტრანაციონალიზმის, კლეპტოკრატიის და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა