logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სად უფრო იაფია ცხოვრება-სომხეთში თუ საქართველოში?
სად უფრო იაფია ცხოვრება-სომხეთში თუ საქართველოში?
15:25 24.09.2017
„პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი გვიმტკიცებს, რომ რუსეთი ბუნებრივ გაზს შეღავათიან ფასებში გვაძლევსო და თუ ვინმე უფრო იაფად შემოგვთავაზებს, მზად ვარ კონტრაქტს ხელი იმავწუთსვე მოვაწეროო. შეიძლება გვაძლევს კიდეც, მაგრამ შეღავათიანი პირობები რომ მოსახლეობაზე არ ვრცელდება?“- ამის შესახებ სომხურ გამოცემა «Lragir»-ის მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო მასალაშია საუბარი, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
სომხეთის მოსახლეობისათვის გაზი უფრო ძვირია, ვიდრე, ვთქვათ, მეზობელ საქართველოში. იგივე შეიძლება ითქვას ელექტროენერგიაზეც, რომლის წყაროები ჩვენთან უფრო დივერსიფიცირებულია, ვიდრე მეზობელთან - ქართველებს ხომ ატომური ელექტროსადგური არ აქვთ.
საქართველოში მოსახლეობას ბუნებრივ გაზს სამი კომპანია აწვდის: „ყაზტრანსგაზი“ - თბილისში, „სოკარი“ და „სოკარგაზი“ - რეგიონებში. თბილისში ერთი კუბმეტრი გაზი 46,1 თეთრი ღირს (დაახლოებით 90 დრამი), რაიონებში კი - 57 თეთრი (110 დრამი).
თბილისის მოსახლეობა 100 კილოვატსაათამდე ელექტროენერგიაში იხდის 0,11 ლარს (21,3 დრამს), რაიონებში - 0,12 ლარს (23,3 დრამს). ის მომხმარებელი, რომელიც 101-301 კილოვატსაათს ხარჯავს, იხდის 0,14 ლარს თბილისში და 0,16 ლარს - რაიონებში. 301 კილოვატსაათზე მეტი მოხმარებისას - შესაბამისად 0,18 და 0,21 ლარს.
ნაგვის გატანის ფასი თბილისში ანგარიშდება ერთ სულ მოსახლეზე 2,5 ლარი თვეში (ანუ დაახლოებით 486 დრამი). წყლის ტარიფი გამოითვლება ან სულადობით, ან კუბმეტრებით. ტარიფები ასეთია - 1 კუბმეტრი წყალი ღირს 0,26 ლარი (50 დარამი), ერთ სულზე გათვლით კი - 3,15 ლარი (610 დრამი).
საქართველოში ოთხსულიანი ოჯახი კომუნალურ მომსახურებაზე ზაფხულობით ხარჯავს დაახლოებით 50-100 ლარს (20 ათას დრამამდე), ზამთარში - 200-300 ლარს (40-60 ათასი დრამი).
სომხეთში ერთი კუბმეტრი გაზი ღირს 139 დრამი, ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებისთვის 100 დრამი. ელექტროენერგიის ტარიფი: დღისით 45 დრამი 1 კილოვატსაათზე, ღამით - 35. წყლის ტარიფი - ერთი კუბმეტრი ღირს 180 დრამი. ნაგვის გატანის ფასი გადაიხდება ერთ სულზე გაანგარიშებით - ყოველთვიურად 400 დრამამდე. ანუ როგორც ვხედავთ, საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარება 30%-ით უფრო იაფია, ელექტრონერგიისა - 50%-ით, სასმელი წყლისა - 360%-ით.
სომხეთში საშუალო თვიური ხელფასი მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში იყო 190711 დრამი, საქართველოში - 980 ლარი. ანუ დაახლოებით იმდენივე, რამდენიც ჩვენთან.
დავუშვათ, ოთხსულიანმა ოჯახმა დახარჯა 200 კილოვატსაათი ელექტროენერგია, 50 კუბმეტრი გაზი და 20 კუბმეტრი წყალი. სომხეთში ასეთი ოჯახი გადაიხდიდა 20 ათას დრამს, საქართველოში კი - პირობითად 12500 დრამს. რასაკვირველია, ეს განსხვავება უფრო დიდი იქნება ზამთრის თვეებში. მაშ სად უფრო იაფია ცხოვრება?


წყარო: «Lragir»(სომხეთი)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა