logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«EurAsia Daily»(რუსეთი): როგორ შეეცადა ქართველი ელჩი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში განხეთქილების შეტანას
«EurAsia Daily»(რუსეთი): როგორ შეეცადა ქართველი ელჩი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში განხეთქილების შეტანას
12:55 21.09.2017
რუსულ გამოცემა «EurAsia Daily»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კომენტირებულია ერევანში საქართველოს ელჩის გიორგი საგანელიძის მიერ 20 სექტემბერს გამართული პრესკონფერენცია და ქართველი დიპლომატის მიერ გაკეთებული განცხადებები.

სტატია სარედაქციოა და მასში გამოხატულია რუსეთის საინფორმაციო სააგენტო EADaily-ის „ამიერკავკასიის რედაქციის“ თვალსაზრისი, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ცალსახად ტენდენციურ ხასიათს ატარებს.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით:

„სამხრეთკავკასიურმა შემოდგომამ პოლიტიკური ვნებათაღელვა მოიტანა: ერევანში სრულიად სომხური დიასპორის მე-6 მსოფლიო ფორუმის მიმდინარეობის დროს საინტერესო ფაქტი მოხდა: საქართველოს ელჩმა გიორგი საგანელიძემ პრესკონფერენცია გამართა. ეს ღონისძიება სომხეთის მოსახლეობისათვის შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა ქართველი დიპლომატის სომეხ ჟურნალისტებთან შეხვედრის თემატიკა - „ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში) შექმნილი თანამედროვე სიტუაცია“.

ელჩმა თავისი 20-წუთიანი გამოსვლა ქართველ-სომეხი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის აღნიშვნით დაიწყო, შემდეგ თავარ თემაზე გადავიდა და ჟურნალისტებს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ოკუპაციის შესახებ ესაუბრა, რომელიც თურმე 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქართველი ელჩის მიერ გაჟღერებული ფორმულირება იმის თაობაზე, რომ 1990-იან წლებში საქართველოში მცხოვრებ ხალხებთან არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, ხოლო 2008 წლის ამბებში მხოლოდ რუსეთია დამნაშავე, რომელმაც თურმე საქართველოს ტერიტორიების „ოკუპაცია“ მოახდინა. გიორგი საგანელიძის თქმით, არსებობს დოკუმენტები, რომ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში რეალური ხელისუფლება რუსეთის ხელში იყო და სწორედ ამიტომ მოსკოვმა ხსენებულ რეგიონებში სამხედრო ბაზები დაუბრკოლებლად განალაგა. ამასთან, ელჩის მტკიცებით, „რუსეთი თავის შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტეგრირებას ახდენს, ხდება საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია - ადმინისტრაციული საზღვრის გადატანა ქვეყნის სიღრმეში, ანუ ბორდერიზაცია“. მოკლედ, იმის ნაცვლად, რომ პრესკონფერენციაზე ელჩს საქართველო-სომხეთის ურთიერთობის პრობლემებზე, საკითხებზე და გამოწვევებზე ელაპარაკა, მან სომეხ ჟურნალისტებს რუსეთის ოკუპაციაზე დაუწყო საუბარი, თუ როგორ ცუდად ცხოვრობენ აფხაზები და ოსები „რუსი ოკუპანტის ჩექმის ქვეშ“.

გამოდის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მანდატში, სომხეთთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გაღრმავებასთან ერთად, არის კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი (და შესაძლოა, ფარული) პუნქტიც, რომელიც სომხური საზოგადოებისათვის პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის „ჭეშმარიტი მიზნების“ განმარტებას ითვალისწინებს. როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ელჩის მანდატში ეს ფარული პუნქტი უფრო მეტ დატვირთვას იძენს. უფრო მეტიც - შეიძლება ვთქვათ, რომ მსგავსი პროვოკაციული განცხადებები ერევანში საქართველოს ელჩის მუშაობის მთავარი მიმართულებაა, ანუ არა იმდენად მეგობრობისა და ხიდების გადების მცდელობა საქართველო-სომხეთის ურთიერთობაში, რამდენადაც განხეთქილების შეტანა სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ კავშირებში. არადა, სომხეთისათვის უფრო მნიშვნელოვანი სწორედ რუსეთთან ურთიერთობაა, ვიდრე ისეთ არაკეთილსაიმედო მეზობელთან (საქართველოსთან), რომელიც ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, წლითი-წლობით აღრმავებს სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტაქტებს სომხეთის მოსისხლე მტრებთან - აზერბაიჯანთან და თურქეთთან.

ელჩის განცხადებებიდან ჩანს, რომ სომხეთისა და რუსეთის ერთმანეთთან მეგობრობა არ შეიძლება, მაგრამ თბილისის მეგობრობა სომხეთის მოწინააღმდეგეებთან შეიძლება, თანაც იმის განმარტებებით, თუ რა ცუდი სახელმწიფოა რუსეთი. ამ ფონზე არ შეიძლება არ გავიხსენოთ საქართველოს მიერ ამას წინათ გაკეთებული ერთმანეთის გამომრიცხავი [არამეგობრული] განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა სომხეთმა ნატოს სამხედრო წრთვნებში. ჰოდამ საქართველოს ხელისუფლების განცხადებების ფონზე ზოგიერთმა ქართულმა გაზეთმა დაწერა, რომ სომხეთის მთავრობას „კრემლის ხელი მართავსო“, რომელმაც ერევანს დასავლელ პარტნიორებთან სამხედრო წრთვნებში მონაწილეობა აუკრძალა.

ქართული მხარის ამგვარი გააქტიურება გვაფიქრებინებს: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბევრადაა რუსეთზე დამოკიდებული სავაჭრო-ეკონომიკურად (და ფინანსურადაც), თბილისი მაინც ვერ ისვენებს, სანამ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გავლენის ბერკეტები აქვს. რასაკვირველია, ყველამ იცის, რომ მოსკოვის საყრდენს სამხრეთ კავკასიაში სწორედ სომხეთი წარმოადგენს. შესაბამისად, ოფიციალურ ერევანს აქვს უფლება პასუხი მოჰკითხოს ქართველ მაღალჩინოსან დიპლომატს ანტირუსული განწყობების გაღვივების საკითხში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა