logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«ოგონიოკ»: სააკაშვილმა პოროშენკოს წყალი შეუყენა
«ოგონიოკ»: სააკაშვილმა პოროშენკოს წყალი შეუყენა
10:43 18.09.2017
„ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინათ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა უკრაინაში სრულიად დასრულებული ჩანდა: პეტრო პოროშენკომ, ექს-პრეზიდენტისა და ექს-გუბერნატორისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით, მის საქმიანობას დიდი წერტილი დაუსვა. დამკვირვებლები ხუმრობდნენ - ახლა რომელ ქვეყნაში ამოყოფს თავს გაბღენძილი ქართველი რეფორმატორიო. მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ: აუტსაიდერი მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს რეჟიმის მთავარ საფრთხედ გადაიქცა“, - ნათქვამია ჟურნალ „ოგონიოკის“ 37-ე ნომერში დაბეჭდილი ვრცელი სტატიის დასაწყისში (ავტორი - იური ტკაჩევი).

პუბლიკაციაში განმარტებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი უკრაინელ პოლიტიკოსთა პოზიცია - რა მიზეზებმა განაპირობა, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანდნენ? ასევე საუბარია პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობის პერსპექტივაზე - გაუძლებს თუ არა იგი მიხეილ სააკაშვილის შეტევას?

გთავაზობთ ფრაგმენტებს სტატიიდან:

„პოლიტიკური ტორპედო

მიხეილ სააკაშვილისადმი უკრაინელი პოლიტიკოსების უეცრად გაჩენილი სიყვარული ერთი შეხედვით უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ეს კაცი უკრაინის ქალაქ-სოფლებში დარბოდა მოკავშირეების საძებნელად, მას პრაქტიკულად ყველამ ზურგი აქცია, ახლა კი საქართველოს ექს-პრეზიდენტის გარშემო უკრაინის პოლიტიკის „ევროპული“ ფლანგის თითქმის ყველა წარმომადგენელი გაერთიანდა: იულია ტიმოშენკო („ბატკივშჩინის“ ლიდერი, საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტი), ანდრეი სადოვოი („გალიციის ბატონი“), მუსტაფა ნაიმენი, სვეტლანა ზალიშუკი და სერგეი ლეშენკო (რადას დეპუტატთა „ანტიკორუფციული ჯგუფი). ამ გაერთიანებას ისინი პეტრო პოროშენკოს და მის სკანდალურ ბრძანებულებას (მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ) უნდა უმადლოდნენ: მის ხელმოწერამდე მიხეილ სააკაშვილი ყველა თითოეულისათვის კონკურენტს წარმოადგენდა, ახლა კი მათთვის მიხო უსაფრთხო გახდა, მას ხმების წართმევა აღარ შეუძლია, პირიქით - მიშასაგან მიღებული ელექტორატის 2-3%-ც მათთვის სასარგებლო იქნება.

პარადოქსია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჯერ საბოლოოდ დაკარგა თავისი პოლიტიკური ფასეულობები, შემდეგ კი სწრაფად აღიდგინა. საჭიროა ვთქვათ: უკრაინელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილს მხარს საკუთარი მიზნებისთვის უჭერენ - იგი ის „ტორპედოა“, რომელიც პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგაა მიმართული. დღეს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მზის სხივებში „ბანაობს“, მაგრამ როგორც კი იგი თავის როლს შეასრულებს, „იულკა და ძმანი მისნი“ შეეცდებიან მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური არენიდან განდევნონ. რასაკვირველია, ექს-გუბერნატორს იმდენი გამოცდილება აქვს, რომ მათი ჩანაფიქრი კარგად ესმის.

თანამოაზრეთა ტერარიუმი

პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მდგომარეობა არავის შეშურდება. მიხეილ სააკაშვილმა მას წყალი შეუყენა. არადა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ პრეზიდენტი თავის ქართველ მეგობარს კარგად იყენებდა - თავდაპირველად ოლიგარქ იგორ კოლომოისკის წინააღმდეგ, შემდეგ კი არსენ იაცენიუკის კაბინეტის დასამხობად. მიხეილ სააკაშვილი კარგი „პოლიტიკური ქილერი“ გამოდგა, მაგრამ იგი ახლა კონტროლიდან გამოვიდა და მის სამიზნედ თვით პრეზიდენტი იქცა.

პეტრო პოროშენკოს ძალიან ანერვიულებს უკრაინელი პოლიტიკოსების კონსოლიდაცია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ (შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაქოვის ჩათვლით, რომელსაც პეტრო პოროშენკოსთან თავისი ანგარიშები აქვს). თითოეულ მათგანს პრეზიდენტი ეჯავრება (სწორედ ამ საერთო პოზიციის გამო ისინი ერთმანეთს დროებით იტანენ). არსენ ავაქოვთან უთანხმოების „წყალობით“, პეტრო პოროშენკოს მართლწესრიგის დამცველი სტრუქტურები ფაქტიურად აღარ ემორჩილება. არადა, სწორედ ისინია ხოლმე არაპოპულარული რეჟიმების დასაყრდენი და პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებისთვისაც. პოლიცია და სასაზღვრო სამსახური არსენ ავაქოვს ექვემდებარება და თუ მესაზღვრეებმა და პოლიციელებმა პრეზიდენტს „უღალატეს“ ამ მაინცდამაინც შედარებით იოლი სიტუაციის დროს (იგულისხმება მიხოს მიერ საზღვრის დარღვევა), მაშ, ვის დაეყრდნობა პეტრო პოროშენკო მაშინ, როცა ქვეყანაში უფრო სერიოზული გართულება იქნება?

ხელისუფლების დაკარგვის შიში პოლიტიკოსებს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებთ ხოლმე. ვიქტორ იანუკოვიჩმა ვერ გაბედა, მაგრამ ბევრი უკრაინელი დამკვირვებელი დარწმუნებულია, რომ პეტრო პოროშენკო ძალას უყოყმანოდ გამოიყენებს (შარშან შემოდგომაზე პრეზიდენტმა ოპონენტები სწორედ ძალოვანების გამოყენების მუქარით დააშოშმინა). მაგრამ ახლა არსენ ავაქოვის ფაქტორის გათვალისწინებით იბადება კითხვა: შეასრულებს კი შინაგან საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის ბრძანებას? და საერთოდ, თვით ის სიტუაცია, როცა ეს კითხვა დღის წესრიგში დადგება, პეტრო პოროშენკოსათვის „სასიკვდილოდ სახიფათო“ იქნება“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა