logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«tv 1 kanal» (რუსეთი): ცირკი ტროას ცხენით; რით დასრულდება სააკაშვილის სკანდალური გასტროლები უკრაინაში
«tv 1 kanal» (რუსეთი): ცირკი ტროას ცხენით; რით დასრულდება სააკაშვილის სკანდალური გასტროლები უკრაინაში
10:32 18.09.2017
ვრცელ ტელესიუჟეტში, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი ცენტრალური ფედერალური ტელეარხის Первый канал-ის პროგრამა Воскресное Время-ში გადაიცა, გადმოცემულია უკრაინაში შექმნილი სიტუაცია, კერძოდ, განხილულია საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენები, მისი პოლიტიკურ პერსპექტივა, კომენტარები და ა.შ. (პროგრამის წამყვანი - ვალერი ფადეევი, ავტორი - ეკატერინა კიბალჩიჩი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს ვიდეოსიუჟეტიდან:

შეეძლო თუ არა მიხეილ სააკაშვილს თვითონ გადაედგა ასეთი გადამწყვეტი ნაბიჯი, ასეთი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, როგორიც სახელმწიფო საზღვრის დარღვევაა. თუმცა გავიხსენოთ: იგი ხომ ყოველთვის აშშ-ის მარიონეტი იყო და განა მიხო თავისი ამერიკელი პატრონების გარეშე რაიმეს გააკეთებდა?

მიხეილ სააკაშვილი პატიმრობას იმსახურებს, მაგრამ იგი თავისუფლად დანავარდობს უკრაინაში. რატომ არ იჭერენ ექს-გუბერნატორს უკრაინის სპეცსამსახურები? მისი ადგილი ხომ ციხეშია, მაგრამ პეტრო პოროშენკო ვერ ბედავს. რას არ ლაპარაკობენ უკრაინელები საკუთარ პრეზიდენტზე... ყველაზე რბილი გამონათქვამი: „ჩვენი პრეზიდენტი ცირკის დირექტორია!“. აბა, რა უნდა ქნას პეტრომ, როცა ისიც ძალიან არის დამოკიდებული ამერიკელებზე... როცა რაიმეს ამბობს, ცალი თვალით აშშ-ის საელჩოსაკენ იხედება, რას იტყვიან ამერიკელებიო... მოკლედ, ამერიკელებს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ნებართვა არ გაუციათ.

რატომ თამაშობს ვაშინგტონი ამ თამაშს? პეტრო პოროშენკო ძალიან სუსტია. მას არც მესაზღვრეები და არც პოლიცია (შს მინისტრ არსენ ავაქოვის უწყებები) არ ემორჩილებიან. მისი რეიტინგი 10%-ზე დაბალია. მალე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, ასეთი რეიტინგით, გნებავთ ცოტა მომატებულითაც, იგი გასამარჯვებელ ხმებს ვერ მოაგროვებს. ამერიკელები ახალ ვარიანტებს ეძებენ, სურთ მოსახლეობის რეაქცია გაიგონ სხვა პერსონაჟებზე და სკანდალებზე.

(...)

პეტრო პოროშენკომ საზღვრის დარღვევას კრიმინალი უწოდა და განაცხადა, რომ ყველა დაისჯებოდა. ჰოდა, თუ კრიმინალი და დამნაშავეა, მაშინ ექს-გუბერნატორი უნდა დაიჭირონ, ის კი თავისუფლად დადის, იძლევა ინტერვიუებს, ცხოვრობს მდიდრულ სასტუმროში, მომავლის გეგმებს აწყობს... თითქოს იცის, რომ მას თითსაც ვერავინ დააკარებს.

ორი წლის წინ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის ქართველ მეგობარს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, ამ ზაფხულს კი თვითონვე ჩამოართვა იმ მომენტში, როცა მიხო აშშ-ში იმყოფებოდა. როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობდა, „აეროპორტის ტერმინალში ვიცხოვრებ, თუ არ შემიშვებენ უკრაინაშიო“, პოლონელ ჟურნალისტებს მიამიტურად ეგონათ, რომ იგი მართლაც საცხოვრებელ ადგილს ეძებდა. აბა, მართლაც აეროპორტის ტერმინალში ხომ არ გაათევდა ღამეებს... მაგრამ პოლონელებმა ქართველის მოქმედება აშკარად ვერ განსაზღვრეს. მოგვიანებით თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მიანიშნა, რომ მან ჯერ კიდევ აშშ-ში ყოფნისას გადაწყვიტა საზღვრის გარღვევა და პოლონეთში კონკრეტული მიზნით ჩავიდა, სადაც მას მხარდამჭერთა ჯგუფი დახვდა, მათ შორის ნაწნავებიანი იულია ტიმოშენკოც. და აი, ისინი ლვოვის ქუჩებში სეირნობენ. მასთან ერთად არიან სხვებიც...

„მიაქციეთ ყურადღება: ყველა ისინი ჯორჯ სოროსის გრანტიჭამიები არიან და ერთნაირ პოზიციაზე დგანან და აცხადებენ - „მიხეილ სააკაშვილს ვერ დაიჭერთ“, „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის დემოკრატიის მანათობელი ლამპარი და გზის მაჩვენებელი ვარსკვლავია“, - ამბობს პოლიტოლოგი ვლადიმერ კორნილოვი.

ამ კვირაში თბილისი გაზეთები მიხეილ სააკაშვილის პორტრეტებით იბეჭდებოდნენ. ექს-პრეზიდენტის ყოფილი თანამებრძოლი ნინო ბურჯანაძეც თვალს ადევნებს თანამემამულის თავგადასავალს: „როცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარს არღვევდა, მე გავიხუმრე, რომ მის ზურგსუკან „ცეერუს“ კონტური დავინახე-მეთქი. აშკარაა, რომ ეს ამერიკული პროექტია და იგი აშშ-ის სპეცსამსახურების მხარდაჭერით მოქმედებს. ეს აბსოლუტურად ნათელია“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

უპასპორტო ადამიანი, რომელიც დამნაშავედაა გამოცხადებული, ამ კვირაში უკრაინის ბევრ ქალაქს ეწვია და მიტინგები გამართა: ჩერნოვიცი, ივანო-ფრანკოვსკი, ხერსონი, ვინიცა - ეს ადგილები პეტრო პოროშენკოს „მამულებია“. გზებზე მიხეილ სააკაშვილის ავტომანქანების კორტეჟი საათში 150 კილომეტრის სისწრაფით მიჰქრის, მოძრაობის წესების დარღვევით, თანაც პოლიციის პოსტის წინ, მაგრამ მას არავინ აჩერებს. თუმცა აბა, რა შეუძლია რიგით პოლიციელს, როცა გამბედაობა თვით პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს არ ყოფნის...

„ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოსათვის თავის ტკივილია, უკვე ნათელია და შესაძლოა, პეტრო პოროშენკო პრეზიდენტის სავარძელს გადაჰყვეს. კვლავ ხაზს ვუსვამ, რომ მას ვიღაც-ვიღაცეებმა სპეციალურად შეუქმნეს ასეთი სიტუაცია. ვის? იფიქრეთ და მიხვდებით“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე. ამ კითხვაზე პასუხის სახით მალე გავრცელდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენლის კურტ ვოლკერის განცხადება: „უკრაინა სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველა ადამიანს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, უფლება აქვს თავისი სიმართლე უკრაინის სასამართლოში დაამტკიცოს“. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვაშინგტონი უკრაინული დრამის მთვარ გმირს სცენაზე ტოვებს. აბა, სხვაგვარად პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს უსუსურობა ვერ აიხსნება.

„ჩვენ მხოლოდ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეცვლა კი არა, ვერხოვნა რადას არჩევნების ჩატარებაც მოგვიწევს. ჩვენ 300 სპარტელი უნდა მოვძებნოთ, პარლამენტის 300 ახალი წევრი!“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კაცმა რომ თქვას, „სპარტელები“ უკრაინის პარლამენტში ჯერ კიდევ სამი წლის მოვიდნენ, ახლა კი ეს „სპარტელები“ მიხეილ სააკაშვილს „ტროას ცხენად“ მიიჩნევენ, სახელმწიფო ინსტიტუტების დამანგრევლად. ეს „სპარტელები“ ის ადამიანები არიან, რომლებიც „მაიდნის“ დროს მილიციას მუხლზე აჩოქებდნენ, პროკურორებს ყელში წვდებობდნენ და მათ დახრჩობას ცდილობდნენ, იმდროინდელი ხელისუფლების ჩინოვნიკებს თავზე ნაგვის ყუთებს ამხობდნენ. ახლა პეტრო პოროშენკომაც შეიძლება წინამორბედის - ვიქტორ იანუკოვიჩის ბედი გაიზიაროს.

„თუ უკრაინაში კრიზისი გაღრმავდება, პეტრო პოროშენკო ნიუ-იორკში წავა. მას კარგად ესმის, რომ მოლაპარაკება მიხოსთან კი არა, იმასთან უნდა გამართოს, ვინც საქართველოს ექს-პრეზიდენტის მოქმედებას კოორდინირებს“, - ამბობს პოლიტოლოიგი ვლადიმერ კორნილოვი.

ისე კი, პეტრო პოროშენკოს ეგონა, რომ დონალდ ტრამპთან მოილაპარაკა. იგი იმ დათმობაზეც კი წავიდა, რომ ამერიკასაგან ქვანახშირი იყიდა (დონბასურის ნაცვლად), რომლის პირველი პარტია ოდესის პორტში სწორედ ამ დღეებში შევიდა. სიმბოლურია, რომ მიხეილ სააკაშვილიც უკრაინაში ამერიკულ ტვირთთან ერთდროულად შევიდა. ისეთი პირი უჩანს, რომ უკრაინას საბოლოო ჯამში ორივე ტვირთი ძალიან ძვირი დაუჯდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა