logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«ABC Nyheter» (ნორვეგია): მომლოცველები იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქში
«ABC Nyheter» (ნორვეგია): მომლოცველები იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქში
11:56 13.09.2017
"80 წლის წინათ საბჭოთა დიქტატორმა იოსებ სტალინმა რეპრესიები დაიწყო, რომელიც ისტორიაში „დიდი ტერორის“ სახელით შევიდა. ამასთან დაკავშირებით ნორვეგიელი ტურისტებისთვის საინტერესო იქნება საქართველოში ყოფნისას ქალაქ გორს ეწვიონ. ისინი დარწმუნდებიან, რომ გორსი იოსებ სტალინი ძველებურად გმირად მიაჩნიათ და პატივისცემით მოიხსენიებენ"-ამის შესახებ ნორვეგიულ გამოცემა «ABC Nyheter»-ის მიერ ჟურნალისტ ბიორნ მუხოლდტის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი, რომლის ქართულენოვან ვერსიას, მცირეოდენბი შემოკლებით საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

საქართველო კავკასიური ქვეყანაა, რომელიც თურქეთსა და რუსეთს შორისაა მოქცეული. როგორც ამბობენ, საქართველო ღვინის სამშობლოა. ძალიან მაღალი გემოვნებითი თვისებებით გამოირჩევიან ქართული კერძებიც. გარდა ამისა, კავკასიის მთები ალპებს კონკურენციას ძალიან იოლად გაუწევენ. ამიტომაც იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის ნახვა ერთადერთი მიზეზი არ არის, თუ რატომ უნდა გაემგზავროს ნორვეგიელი ტურისტი საქართველოში.

გორი თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს. სხვადასხვა მონაცემებით, აქ დაბადებული იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის (სტალინის) მმართველობის დროს საბჭოთა კავშირში განხორციელებული მკაცრი „წმენდების“ პერიოდში დაახლოებით 15 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. სტალინს ყველგან მტრებს ხედავდა. საინტერესოა გავიხსენოთ, რომ ფაქტიურად სტალინი ითვლება ამ ფრაზის ავტორად - „ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონებისა კი - სტატისტიკა“. რასაკვირველია, ასეთ რაღაცეებზე მუზეუმში არ ლაპარაკობენ, სამაგიეროდ, თვითონ მუზეუმის შენობის სახე გვამცნობს იმას, თუ როგორ პატივს სცემენ გორში იოსებ სტალინს. ბევრი მნახველი იმ მომლოცველს ჰგავს, რომელიც იოსებ სტალინის საქმეებით აღფრთოვანებულია და მისი ყველაფერი მოსწონს. ზოგიერთს ცრემლებიც კი მოსდის, როცა ძლიერი საბჭოთა ბელადის ღარიბულ ქოხს და რკინიგზის ვაგონის ვიწრო კუპეს უყურებს. საერთოდ კი, თუ თქვენ გსურთ სტალინის მუზეუმის ნახვის შემდეგ რაიმე ალტერნატიული გაიგოთ, მაშინ ამ კაცის შესახებ სხვა თანამედროვე მასალებიც უნდა წაიკითხოთ.

საინტერესოა, რომ იოსებ სტალინი რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თვით ვლადიმერ პუტინსაც კი უწევს კონკურენციას, რაც დასავლეთში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.

გორში მდებარე სახლ-მუზეუმის ნახვა თქვენ დაგეხმარებათ იმის გაცნობიერებაში, თუ რას ნიშნავდა იოსებ სტალინი იმ ქვეყნისათვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურების საფრთხის წინაშე იდგა. ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ბელადის სისხლიან მოქმედებას პოლიტიკა განაპირობებდა.
----------
«ABC Nyheter» - ნორვეგიული გამოცემა, დაარსდა 2007 წელს, გაზეთ Next Click-ის საფუძველზე, ოსლოში. მასში ხშირად ქვეყნდება ორიგინალური სტატიები და პარტნიორი გამოცემების პუბლიკაციები.









FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა