logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"metronews.ru"(რუსეთი): უეჭველია, მიშიკო თავის ცხოვრებას ცუდად დაასრულებს, პოროშენკო კი თითქმის უკვე ჩამოწერილია
"metronews.ru"(რუსეთი): უეჭველია, მიშიკო თავის ცხოვრებას ცუდად დაასრულებს, პოროშენკო კი თითქმის უკვე ჩამოწერილია
10:47 13.09.2017
უკრაინული ცირკის ამბები: მიშიკო დაბრუნებულა! და თანაც როგორ - საქართველოს ექს-პრეზიდენტს მესაზღვრეების და პოლიციელების კორდონი გაურღვევია.

უეჭველია, მიშიკო თავის ცხოვრებას ცუდად დაასრულებს, კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანსო, ნათქვამია. საკითხავი მხოლოდ ისაა, რას გააფუჭებს მანამ, სანამ მიასიკვდილებენ?

პირველი, რაც უკრაინაში მისმა დაბრუნებამ აჩვენა, ისაა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უსუსურია. მიშიკოს გაქრობა ჯერ კიდევ საზღვარზე შეიძლებოდა, მაგრამ არცერთი რიგითი მესაზღვრე „ნაჩალნიკების“ გარჩევებში არ ჩარეულა. ისე გამოვიდა, რომ კიევის ხელისუფლება თვითონ გაუწია გამაყრუებელი პიარი ქვეყნის გადამრჩენელი მესიის - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას. და თუ ლვოვში მყოფ ექს-გუბერნატორს ხელისუფლება არ დააპატიმრებს, მაშინ პეტრო პოროშენკოს საქმე ძალიან ცუდად წაუვა: მის მიერ დანიშნული გუბერნატორები თავიანთ პრეზიდენტს ჩამოწერენ - როგორ რეალური ძალის არმქონეს.

თვითონ მიშიკო კი ამ ავანტიურაში სულელურად სრულიადაც არ მოქმედებს: სანამ „გარღვევას“ დააპირებდა, მან ვაშინგტონში, ბრიუსელში და სხვა ევროპული დედაქალაქების პოლიტიკოსებში მხარდამჭერები გაიჩინა - დასავლური ისტებლიშმენტის პირველი პირები თუ არა, ისინი, მაინც, რომლებიც ასეთ დელიკატურ პროექტებს ხელმძღვანელობენ. და თუ ეს მართლაც ასეა, პეტრო პოროშენკო, როგორც ჩანს, თითქმის უკვე ჩამოწერილია. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ მიშიკოს საზღვრის „გარღვევისას“ თან იულია ტიმოშენკო ახლდა. ეს ქალი კი ფსონს ტყუილად არავისზე დადებს.

კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც არ შეიძლება ყურადღება არ მიექცეს - ეს არის მიხეილ სააკაშვილის კონტაქტები იგორ კოლომოისკისთან, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან უკრაინელ ოლიგარქს წარმოადგენს და ვისაც თავისი „არმია“ ჰყავს. მიხეილ სააკაშვილისათვის, რომელსაც ძალოვანი რესურსი არ აქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის „გარღვევის“ წინ მიხეილ სააკაშვილი იგორ კოლომოისკის შეხვედრია და რაღაცეებზე მოულაპარაკია.

მიშიკოს შემდგომი მარშრუტი ნათელია: წინ, კიევისაკენ!. რასაკვირველია, გასავლელ ქალაქებში მიტინგებით. კითხვა - მოძებნის თუ არა პეტრო პოროშენკო უკრაინის შიგნით ძლიერ მოკავშირეს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს მიხეილ სააკაშვილის კიევში დაბრუნებას? შესაძლოა იგი გზაშიც კი მიასიკვდილონ. თუ მიშა კიევში ჩავა, ჩათვალეთ, რომ უკრაინელები ახალი მაიდნის მომზადების მოწმენი გახდებიან. შესაბამისად, ეს იქნება მორიგი უკრაინული ფარსი, რომლის შესახებაც სიცილის სურვილი უკვე აღარავის ექნება.
-------
«Metro» - რუსეთის ყოველდღიური საინფორმაციო გაზეთი, იბეჭდება მოსკოვში 1995 წლიდან, ვრცელდება უფასოდ (მეტროპოლიტენში, საავტომობილო საცობებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში). ტირაჟი - 510 ათასი ეგზემპლარი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა