logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"ნეზავისიმაია გაზეტა": კახა კალაძეს საარჩევნო „დუელის ხელთათმანი“ ცნობილმა ჟურნალისტებმა გადაუგდეს
"ნეზავისიმაია გაზეტა": კახა კალაძეს საარჩევნო „დუელის ხელთათმანი“ ცნობილმა ჟურნალისტებმა გადაუგდეს
10:36 13.09.2017
რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია საქართველოში დაწყებული საარჩევნო კამპანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევის მიზნით.

სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას.

პუბლიკაციაში საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიში გამართულ წილისყრაზე, რომლის შედეგად არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ნომრები დადგინდა. ამასთან, იმ პარტიებს, რომლებიც წინა არჩევნებში მეტ-ნაკლებ წარმატებას მიაღწიეს, ძველი ნომრები შეუნარჩუნდათ. არჩევნებში ამჟამად მონაწილეობს 24 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 1 კანდიდატი.

„ექსპერტები ამ არჩევნებს ყველაზე პროგნოზირებულად მიიჩნევენ. სხვადასხვა გამოკითხვის შედეგების თანახმად, საარჩევნო კამპანიის აშკარა ფავორიტად მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ითვლება. ზოგიერთ რეგიონში მას კონკურენცია შეიძლება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუწიოს, რომელიც ბოლო ხანს გამოცოცხლდა თავისი ლიდერის - მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მოქმედების გამო. შესაძლოა „ქართულ ოცნებას“ მცირე კონკურენცია გაუწიოს „პატრიოტთა ალიანსმაც“, რომელიც აგრესიული კამპანიით გამოდის. დანარჩენებს კი წარმატების მიღწევის მიზერული შანსი აქვთ.

ზუსტი პროგნოზირებულობის მოსაწყენ ფონზე მაინც მოჩანს გარკვეული ინტრიგები, განსაკუთრებით თბილისის მერის სავარძლისათვის ბრძოლაში. „ქართული ოცნების“ კანდიდატს კახა კალაძეს, გამოკითხვების თანახმად, თავისი კონკურენტები კილომეტრზე ჰყავს ჩამოტოვებული. მათგან, ვინც წარსულში ცნობილ ფეხბურთელს „დუელის ხელთათმანი“ გადაუგდო, ჟურნალისტებიც არიან - ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის პოპულარული წამყვანი ზაალ უდუმაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც ცნობილი მას შემდეგ გახდა, როცა მან 2014 წელს თბილისის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში ყველასათვის მოულოდნელად გაიმარჯვა.
ფავორიტების მიზანი პირველივე ტურში გამარჯვებაა, მათ კონკურენტებს კი იმედი აქვთ, რომ ელექტორატი უკვე დაიღალა „მეოცნებეებით“ და შესაძლოა კახა კალაძემ ხმების 50% +1 ვერ მიიღოს და თუ მართლაც ასე მოხდება, ამ შემთხვევაში მეორე ტურის მნიშვნელობა იზრდება იმასთან მიმართებით, თუ ვინ დაიკავებს მეორე ადგილს - ზაალ უდუმაშვილი თუ ალექსანდრე ელისაშვილი. ერთ-ერთი ვერსიით, მეორე ტური მხოლოდ ფორმალური იქნება, კახა კალაძე „ქალაქის თავი“ მაინც გახდება: ‘ნაციონალები“ ჯერ კიდევ არაპოპულარულები არიან და მეორე ტურში ზაალ უდუმაშვილს სხვა პარტიები ხმას არ მისცემენ. მაგრამ თუ ალექსანდრე ელისაშვილი გავა, მაშინ უკვე „მეოცნებეების“ წინააღმდეგ განწყობილი ყველა ოპოზიციური პარტია, „ნაციონალების“ ჩათვლით, ალექსანდრე ელისაშვილის ირგვლივ კონსოლიდირებას მოახდენს და კახა კალაძის თბილისის მერად არჩევის შანსი ეჭვქვეშ დადგება. აი, სწორედ მაშინ გამოჩნდება, თუ რამდენი ამომრჩეველი ჰყავს სინამდვილეში ყოფილ ვიცე-პრემიერს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ქალაქის თავის“ სავარძლის დასაკუთრება „ქართული ოცნების“ სხვა ცნობილ წარმომადგენლებსაც სურდათ, რაც კულისებში თამაშების შესაძლებლობას ქმნის. ეს ყველაფერი კი კახა კალაძისათვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს: მის წინააღმდეგ ფარული მოქმედება შესაძლოა მისსავე თანაპარტიელებმა დაიწყონ - არა პირადი დივიდენდებისათვის, არამედ უფრო შურისძიებისათვის“, - აღნიშნულია სტატიაში.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა