logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"ნეზავისიმაია გაზეტა": სააკაშვილის ექტრადირება საქართველოს ხელისუფლებისთვის ყველაზე ნაკლებად მისაღები სცენარია
"ნეზავისიმაია გაზეტა": სააკაშვილის ექტრადირება საქართველოს ხელისუფლებისთვის ყველაზე ნაკლებად მისაღები სცენარია
12:00 12.09.2017
„საქართველოში დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ეს კანონზომიერიცაა, რადგან მოვლენების განვითარების ერთ-ერთ ვარიანტს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დეპორტაცია წარმოადგენს. არადა, მისი ექტრადირება მმართველი „ქართული ოცნებისათვის“ ყველაზე ნაკლებად მისაღები სცენარია“, - აღნიშნულია რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას.

„თუ უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რეამინირება ჰქონდა განზრახული, ჩათვალეთ, რომ ბოლო მოვლენებით ოფიციალუირმა კიევმა ეს ამოცანა წარმატებით შეასრულა. საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკვე ცუდ დრეში იყო ჩავარდნილი: გუბერნატორბამ მას დივიდენდები ვერ მოუტანა, მხარდამჭერთა არმია მცირდებოდა, რეიტინგი ზალიან დაუვარდა, მშობლიურ საქართველოში დაპატიმრებას უმზადებენ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლების ალოგიკურმა მოქმედებამ სიტუაცია უეცრად შეცვალა - მიხოს მხარდამჭერებს „მეორე სუნთქვა“ გაეხსნათ და სულისკვეთება გაუმტკიცდათ, იმედი მიეცათ, რომ ცვლილებები არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც მოხდებაო.

ექს-პრეზიდენტის სამშობლოში „მიხოს გარღვევის“ მიმართ ხალხის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია: მისი პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობა“ სიხარულით მეცხრე ცაზეა და ზეიმობს: „აი, ხედავთ, მიშა რა მაგარია, ყველა თავის ადგილზე მოსვა.. მას დასავლეთიც მხარს უჭერს, ივანიშვილისა და პოროშენკოს ხრიკები ჩაფლავდა“.

„აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოქმედება საქართველოს საარჩევნო სიტუაციაზეც მოახდენს გარკვეულ გავლენას. ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალებს“ წარმატების შანსები ნაკლები აქვთ, ნეგატიურ ფონს ქმნის პარტიაში მომხდარი ამასწინანდელი განხეთქილება - რიგმა ლიდერებმა (გიგა ბოკერიამ, გიგი უგულავამ და სხვებმა) მიხეილ სააკაშვილს ზურგი აქციეს და ახალი პარტია „ევროპული საქართველო“ ჩამოაყალიბეს. ჰოდა, ახლა „ევროპელებისათვის“ მიხეილ სააკაშვილის ყოველი წარმატება დარტყმის ტოლფასია. შემთხვევითი არაა, რომ ისინი კომენტარებს თავშეკავებულად აკეთებენ.

საქართველოს ხელისუფლებაც დემონსტრაციულ გულგროლობას ამჟღავნებს: კახა კალაძის (თბილისის მერობის კანდიდატის) თქმით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს უკრაინაში მომხდარ ამბებს. „ქართული ოცნების“ სხვა წარმოამდგენლებიც იგივეს იმეორებენ, თუმცა სინამდვილეში ასეთი „გულგრილობა“ ხელოვნურია. თვითონ განსაჯეთ: ვთქვათ და პეტრო პოროშენკომ კვანძის გახსნა მოისურვა და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოახდინა (რაც სიტუაციას დროებით კი განმუხტავს, მაგრამ დასავლეთის ნეგატიურ რეაქციასაც გამოიწვევს, მაგრამ ამას მაინც გააკეთებს), მასინ რას იზამს თბილისი? ერთია - მოითხოვო ექსტრადირება, მეორე - მიიღო და სასამართლო მოუწყო, რომელიც დასავლეთის ყურადღების ცენტრში მოექცევა... თანაც ეს წინასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიციის გააქტიურების დროს. რაც არ უნდა ითქვას, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობაში გარკვეული პოპულარობით ჯერ კიდევ სარგებლობს და მისი მსგავსი ქარიზმატული პიროვნება ჯერ კიდევ არავინ არ გამოჩენილა.

ქართველი იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ექს-პრეზიდენტი საბოლოოდ მაინც ექსტრადირებული იქნება და იგი ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდება, მისი დანაშაულის დამტკიცება ადვილი საქმე არ იქნება. მარტალია, მას ბევრი მუხლით აქვს ბრალი წაყენებული (ოპოზიციური მიტინგის დარბევა, ტელეკომპანია „იმედის“ დახურვა, ქართული „ომონის“ მიერ დეპუტატის ცემა, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების განიავება), მაგრამ მას შეუძლია თქვას, რომ „ეს მე კი არა, ჩემმა ხელქვეითებმა ჩაიდინესო“, რაც შეეხება ბრალდებას ფულის ხარჯვაზე პირადი მოხმარებისათვის, ამ საკითხშიც ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: არსებობს სახელისუფლებო წარმომადგენლობითი ხარჯვის მუხლი ბიუჯეტში - ანუ პრეზიდენტს სამედიცინო მომსახურების უფლება აქვს, ასევე ტანსაცმლის შეძენისა და ა.შ. კაცმა რომ თქვას, საზოგადოებაში ამგვარი ბრალდებები (პიჯაკების რაოდენობა) უფრო გაღიზიანებას იწვევს, ვიდრე დიდ აღფრთოვანებას.

როგორც პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა მოეთხოვა მესამედ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება. „თუ იგი მართლაც გადმოეცემა საქართველოს, მაშინ პრობლემების მთელი ტვირთი საქართველოს დააწვება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები ის ამერიკელი კონგრესმენები არიან, რომელთა გავლენა ბოლო დროს განმტკიცდა. მიხეილ სააკაშვილი მათი პროექტია და, ცხადია, ისინი მას ბედის ანაბარად არ მიატოვებენ. გაითვალისწინა თუ არა ეს ყველაფერი ჩვენმა ხელისუფლებამ? მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისეთი მძიმე საქმეებია აღძრული, რომ მათზე აუცილებლად დამარწმუნებელი განაჩენი უნდა იყოს გამოტანილი, რათა ეჭვები არავინ შეიტანოს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა