logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«kp.ua» (უკრაინა): სახელმწიფო საზღვარი თუ საპიკნიკე ადგილი?
«kp.ua» (უკრაინა): სახელმწიფო საზღვარი თუ საპიკნიკე ადგილი?
11:45 12.09.2017
მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტს უკრაინული გამოცემა «КП в Украине», ჟურნალისტ ალექსი გაზუბეის სტატიით ეხმაურება.

სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:

ისტორიამ, რომელიც 2015 წლის 30 მაისს მიხეილ სააკაშვილისათვის („როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე პიროვნებისთვის“) უკრაინის მოქალაქის პასპორტის საზეიმო გადაცემით დაიწყო, ახალი ჯადოსნური ბიძგი მიიღო.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 10 სექტემბერს საზღვარზე მომხდარი ამბავი კიდევ გაგრძელდება ახალ-ახალი ხისტი დაპირისპირებებით და სპექტაკლებით. „მიხოს გარღვევამ“ კიდევ ერთხელ გვაჩვენა უკრაინის პოლიტიკისა და საზოგადოების პრობლემები:

პირველი - საზღვარს კლიტე თურმე სულაც არ ადევს! ეს რა საზღვარია, პიკნიკივით გამოდის - „ქართველი მოგვყავს! მომაწოდე მარილი, მოგაწვდი პურს“;

მეორე - იულია ტიმოშენკოსა და ანდრეი სადოვოისთვის 10 სექტემბერი „დიდების საღამოდ“ იქცა. სამივემ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, თავიანთი ძალა აჩვენეს - ჯერ კიდევ არ გამოგვლევია ენერგია, ჯერ კიდევ შეგვიძლია მოსახლეობის აზვირთებაო. მართლაცდა, ლვოვში რომ კარვები დადგმულიყო, ხელისუფლება სრულიად უსუსური აღმოჩნდებოდა. გალიციაში კიევის მითითებებს არ დაემორჩილებოდნენ. ხომ გახსოვთ?

მესამე - საჭიროა ობიექტურად ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის გარღვევა 2014 წელს მომხდარ სამინისტროების შენობების დაკავებას ჰგავს. მაშინაც და ახლაც მილიცია//პოლიციის სრული უმოქმედობა და მართვის პარალიჩი. „სახალხო სეირნობა“ გრძელდება;

მეოთხე - რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი პეტრო პოროშენკოს მიერ გადადგმულმა მოულოდნელმა ნაბიჯმა გამოიწვია, როცა მან მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ვითომდა ანკეტაში დაშვებული შეცდომისათვის. ისე გამოდის, რომ თავის დროზე, როცა მან მიხოს მოქალაქეობა მიანიჭა, ბრძანებულებაზე ხელი ისე მოაწერა, რომ არც დაუხედავს - ჩემი ძმა და მეგობარიაო... ჰოდა, პასუხიც მიიღო ძმისა და მეგობრისაგან.

მეხუთე - ძალა ძალის წინააღმდეგ თუ ვინაა „კრემლის აგენტი“ და ვინ „ბარიგა“? საქმე იმაშია, რომ ორივე მხარე ტყუის. მიშისტები საზღვრის უკანონო გადაკვეთას იმით ამართლებენ, რომ „აბა, მაშ რა გვექნა, პეტრომ მიხოს მოქალაქეობა ხომ უკანონოდ ჩამოართვაო“, ანუ მომდევნო დანაშაულს წინა დანაშაულით ამართლებენ! არც პრეზიდენტის მომხრეები არ არიან ანგელოზები - ჩვენ არ ჩავრეულვართ მოვლენების პროცესშიო. აბა, პერემიშლში მატარებელი თავისით ხომ არ გაჩერდებოდა? თითქოს კიევისაგან არანაირი მითითება არ ყოფილა!

მოკლედ, ყველა ცდილობს თავი გაიმართლოს: ჩვენ კი არა, ისინი არიან დამნაშავენიო. იულია ტიმოშენკოს ახლა მოფერებით „ბებიას“ („ბაბუშკას“) ეძახიან.

პოლიტოლოგები ახლა პასუხს ეძებენ კითხვაზე, თუ ვინ მოიგებს თუ წააგებს მომხდარი ამბებით, დაიჭერენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს და რატომ გამოჩნდა ამ მოვლენებში იგორ კოლომოისკი (თუმცა მის გარეშე როგორ იქნებოდა!).

ნათელი მხოლოდ ერთი მომენტია: ჩვენთან სტაბილური სახელმწიფო და პოლიტიკური სიტემა ჯერ-ჯერობით მხოლოდ მიზანია და არა მომხდარი ფაქტი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა