logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«BBC»(დიდი ბრიტანეთი): სააკაშვილის მოქმედებას უკრაინაში კატასტროფის გამოწვევა შეუძლია
«BBC»(დიდი ბრიტანეთი): სააკაშვილის მოქმედებას უკრაინაში კატასტროფის გამოწვევა შეუძლია
11:36 12.09.2017
„საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვარზე გადასვლა ახალი პოლიტიკური სეზონის ყველაზე ხმაურიან მოვლენად იქცა“, - აღნიშნულია გავლენიანი ბრიტანული სააგენტოს «BBC»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც ასევე გადმოცემულია უკრაინელი ექსპერტების თვალსაზრისიც მომხდარ ფაქტზე.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:

ერთ-ერთმა აქტიურმა „გამრღვევმა“ იულია ტიმოშენკომ უკვე გამოაცხადა „ოპოზიციური პროევროპული ძალების“ გაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ, ხელისუფლება კი „გარღვევის“ მონაწილეთა უკანონო მოქმედების გამოძიებისათვის ემზადება. პოლიტოლოგების აზრით, სიტუაცია შეიძლება მძაფრ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს.

ვადიმ კარასევის აზრით, ეს ისტორია თვითონ ხელისუფლებამ შექმნა: ჯერ ოფიციოზმა დაარღვია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, შემდეგ კი თვითონ მიხეილ სააკაშვილმა - სახელმწიფოს საზღვრის ხელშეუხებლობა. ასე რომ, როცა ექს-გუბერნატორს სახელმწიფოს იმიჯისადმი ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ, ჩინოვნიკები საკუთარ მოქმედებაზეც უნდა დაფიქრდნენ. ახლა საჭიროა პაუზა ორივე მხარისაგან, რომ სასამართლომ თავისი სიტყვა თქვას. თუმცა უკვე გასაგებია, რომ ოპოზიციამ „დროშა“ მიიღო საპროტესტო გამოსვლებისათვის. ოპოზიცია ერთიანდება, რაც ხელისუფლებისათვის საშიშია და კრიზისს გამოიწვევს.

თუმცა, როგორც პოლიტოლოგი სერგეი გაიდაი თვლის, ეს გაერთიანება ოპოზიციის კლასიკური გაერთიანება კი არაა, არამედ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ირგვლივ: „ერთიანი მტკიცე პოლიტიკური ძალა ასე არ იქმნება“. თუმცა პოლიტოლოგი იმასაც აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, რასაც მიხეილ სააკაშვილი მაქსიმალურად იყენებს თავის სასარგებლოდ, პოლიტიკური კარიერისათვის. „მართალია, იგი პრეზიდენტი ჯერ-ჯერობით ვერ გახდება, მაგრამ თავის ადგილს მაინც მოძებნის. რაც შეეხება იულია ტიმოშენკოს, იგი წაგებული დარჩება, თუ მიხეილ სააკაშვილის ჩრდილქვეშ ყოფნას გააგრძელებს. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ იულია რეიტინგული პოლიტიკოსია, იგი მიხეილ სააკაშვილის კონკურენტიც შეიძლება გახდეს: ორივე ლიდერობას ცდილობს. ყველაზე გასაკვირი „საზღვრის გარღვევის“ საქმეში ის იყო, რომ მასში მონაწილეობა ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა მიიღეს, რომლებიც უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე, პატრიოტობაზე და ევროპულობაზე გაჰყვირიან. მიხეილ სააკაშვილისგან ეს გასაგებია, მაგრამ სხვებისთვის შეუფერებელი. ამ სიტუაციამ გრანდიოზულ პროვოკაციამდე და უკრაინის საერთაშორისო ავტორიტეტის დამცირებამდე მიგვიყვანა. არ მესმის, როგორ შეიძლება ლვოვის მერი ანდრეი სადოვოი მიხეილ სააკაშვილს, როგორც გმირს, ისე შეხვდეს - ექს-გუბერნატორმა ხომ დანაშაული ჩაიდინა! ისტორია რომ გავიხსენოთ, 1917-1920 წლებშიც ასე მოხდა, როცა უკრაინის სახელმწიფოებრიობა დაემხო: სწორედ „პატრიოტებმა“ მოახდინეს სიტუაციის დესტაბილიზება, დაამხეს ჯერ ცენტრალური რადის, შემდეგ პავლო სკოროპადსკის, ბოლოს კი დირექტორიის მთავრობა, საბოლოოდ კი ბოლშევიკები მიიღეს.

ყოველ პოლიტიკოსს, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილის გვერდით დადგება, უნდა ესმოდეს, რომ იგი პოლიტიკური პროვოკატორის კამპანიაში იქნება. სწორედ ასეთ როლს ასრულებს დღეს მიხეილ სააკაშვილი. მის მოქმედებას უკრაინაში კატასტროფის გამოწვევა შეუძლია“, - ასკვნის სერგეი გაიდაი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა